- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ღირსი პიმენ მრავალსნეული, ახლო მღვიმეებში (+დაახლ. 390)7 (20) აგვისტოღირსი პიმენ მრავალსნეული ავადმყოფი დაიბადა და მხურვალედ ევედრებოდა დედ-მამას, წაეყვანათ კიევო-პეჩორის მონასტერში. როცა სნეულება მეტად გართულდა, მშობლებმა მას სურვილი შეუსრულეს. მათ სავანის ბერებს სთხოვეს, ელოცათ ყმაწვილის გამოჯანმრთელებისთვის; თავად დავრდომილი კი უფალს შესთხოვდა, გაეხანგრძლივებინა მისი ავადმყოფობა და ბერობის ღირსადაც გაეხადა. ნეტარის ლოცვა შესმენილ იქნა; როცა ყველას ეძინა, ოთახში, სადაც პიმენი იწვა, ანგელოზები გამოცხადდნენ იღუმენისა და ძმების სახით, ბერად აღკვეცეს იგი, თან განუცხადეს, რომ მთელი სიცოცხლე სნეული იქნებოდა და სიკვდილამდე სამი დღით ადრე განიკურნებოდა მხოლოდ. გალობის ხმა რომ შემოესმათ, ბერებმა ღირს პიმენს მიაშურეს და იგი სამონაზვნო სამოსელში იხილეს, ანთებული სანთლით ხელში; მისი მოკვეცილი კულული თეოდოსი პეჩორელის ლუსკუმაში აღმოჩნდა. წმიდანი მრავალი წელი მძიმედ ავადმყოფობდა. ტანჯვათა უდრტვინველი დათმენისთვის წმიდანს სხვათა სნეულებების კურნების ნიჭი მიემადლა. მან თავისივე მსგავსი დავრდომილი განკურნა იმ პირობით, რომ სიკვდილამდე ავადმყოფებზე იზრუნებდა. ერთხელ ძმას დაეზარა სნეულთა მსახურება და ავადმყოფობა კვლავ შეუბრუნდა. ღირსმა პიმენმა ისევ განკურნა იგი, თან დამოძღვრა, სნეული და სნეულის მსახური თანასწორ საზღაურს მიიღებენო. ოცი წელი გაატარა ნეტარმა მამამ საშინელ ტანჯვაში და, ანგელოზის წინასწარმეტყველებისამებრ, სიკვდილამდე სამი დღით ადრე გამოჯანმრთელდა. წმიდა პიმენ მრავალსნეულის ამსოფლიდან განსვლის დღეს ტრაპეზზე აღიმართა სამი მანათობელი სვეტი, რომლებიც ტაძრის გუმბათს ზემოთაც გრძელდებოდა. მატიანეში აღწერილი მსგავსი ხილვა 1110 წლის 11 თებერვლით თარიღდება; ამაზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ღირსი პიმენი მიიცვალა 1110 წლის 11 თებერვალს. წმიდა მამის უხრწნელი ნაწილები ანტონის მღვიმეებშია დაკრძალული. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი III, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+30
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |