მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა კვირიაკესა ზედა შემდგომად ნათლის-ღებისა, თქმული ქუთაისს, ჩყჲბ-სა წელსა
სიტყვა წმ. იოანე ზედაზნელობას

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ღირსი პლატონ აღმსარებელი, სტუდიელი

ღირსი პლატონ აღმსარებელი, სტუდიელი (+814)

5 (18) აპრილი

ღირსი პლატონი (+814) - დაიბადა 735 წელს ღვთისმოსავ ქრისტიანთა, სერგისა და ეფემიას ოჯახში. ადრე დაობლებული ყმაწვილი ნათესავებმა აღზარდეს და კარგი განათლება მისცეს. სრულწლოვანებას მიღწეულმა პლატონმა დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. მან თავიდან მემკვიდრეობით მიღებული მამულის მოვლას მიჰყო ხელი და თავისი შრომისმოყვარეობის წყალობით დიდძალი ქონება დააგროვა, შემდეგ კი ქრისტეს სიყვარულით ანთებულმა მთელი ქონება ღარიბ-ღატაკებს დაურიგა, მონები გაანთავისუფლა და მონასტერში განმარტოვდა.

მან ლოცვის მხურვალებით, შრომისმოყვარეობით და სიმდაბლით მთელი საძმოს სიყვარული დაიმსახურა. თავისუფალ დროს ღირსი პლატონი აღადგენდა კრებულებს წმიდა მამათა თხზულებებიდან, იწერდა ღვთისმსახურებისთვის საჭირო წიგნებს. 770 წელს გარდაიცვალა მონასტრის წინამძღვარი თეოქტიტე. ძმებმა ახალ იღუმენად ღირსი პლატონი აირჩიეს, თუმცა ის მხოლოდ 35 წლის იყო. იმპერატორ კონსტანტინე კოპრონომის (775) სიკვდილის შემდეგ წმიდანი კონსტანტინეპოლში ჩავიდა. მან უარი განაცხადა შემოთავაზებული ნიკომიდიის სამიტროპოლიტოს მართვაზე და ძმისშვილებთან, წმიდა თეოდორესთან (+826, ხს. 11 ნოემბერს) და იოსებთან (+830, ხს. 26 იანვარს) ერთად სოკუდიონის უდაბნოში განმარტოვდა. მათ მთაზე ააშენეს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია და დააარსეს მონასტერი, რომლის წინამძღვარიც ღირსი პლატონი გახდა. ღირსმა მამამ მონაწილეობა მიიღო 787 წლის ნიკეის მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში, სადაც ამხილა ხატმბრძოლობის ერესი და დაიცვა წმიდა ხატთა თაყვანისცემის კანონი.

ასაკში შესულმა პლატონმა მონასტრის წინამძღვრობა ღირს თეოდორეს გადასცა.

795 წელს იმპერატორმა კონსტანტინე VI (780-797) თავისი მეუღლე, მარიამი, აიძულა მონაზვნად აღკვეცილიყო, თვითონ კი გადაწყვიტა ჯვარი დაეწერა თავის ნათესავ თეოდოტიაზე.

მიუხედავად იმისა, რომ წმიდა პატრიარქმა ტარასიმ დაგმო ეს ქორწინება, კონსტანტინეპოლის ერთ-ერთმა ცნობილმა მღვდელმა იოსებმა დაარღვია ტარასის ბრძანება და ჯვარი დასწერა იმპერატორს.

ეს რომ ღირსმა პლატონმა და თეოდორემ გაიგეს, ეკლესიიდან განკვეთილად გამოაცხადეს იმპერატორი და ამის შესახებ ეპისტოლეები გაუგზავნეს ყველა მონასტერს. გამძვინვარებულმა იმპერატორმა ბრძანა, წმიდა პლატონი საპყრობილეში ჩაეგდოთ, ღირსი თეოდორე კი თესალონიკში გადაესახლებინათ. ნეტარი მამები მხოლოდ იმპერატორის სიკვდილის შემდეგ, 797 წელს განთავისუფლდნენ. ღირსი თეოდორე კონსტანტინეპოლში გადავიდა და სტუდიონის მონასტრის იღუმენი გახდა, ღირსი პლატონი კი იმავე მონასტერში ცხოვრობდა უბრალო ბერად, თავისი ძმისწულის მორჩილებაში.

როდესაც ახალმა იმპერატორმა ნიკიფორემ (802-811) ეკლესიაში თვითნებურად დააბრუნა განკვეთილი ღვთისმსახური იოსები, ღირსმა პლატონმა და თეოდორემ კვლავ გაბედულად ამხილეს მისი უკანონო ქმედება. ამისთვის ღირსი მამები ისევ დასაჯეს. ოთხი წლის პატიმრობისა და იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ, 811 წელს, ისინი გაანთავისუფლეს. ღირსი პლატონი სტუდიონის მონასტერში დაბრუნდა.

მან კიდევ სამი წელი გაატარა მონასტერში და მიიცვალა შობითგან 79-ე წელს, 814 წლის 8 აპრილს, ლაზარეს შაბათს.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 1054 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0