მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მოძღვრება სულის წმინდის მოფენის დღესა (თქმულ არს ჩყჲდ-სა წელსა)
აწ განუტევე მონაჲ შენი

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი

ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი (+დაახლ. 556)

1 (14) ოქტომბერი

ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი დაიბადა სირიის ქალაქ ემესაში, V საუკუნეში. ემესიდან ნეტარი კონსტანტინოპოლში გადავიდა და წმიდა სოფიას ტაძარში მნათედ დაიწყო მსახურება. წმიდანი უწიგნური იყო, მედავითნეობა და გალობა არ შეეძლო, მაგრამ საოცარი კეთილმსახურებით ცხოვრობდა. ამის გამო მან პატრიარქ ექვთიმეს ყურადღება და კეთილგანწყობა დაიმსახურა, რამაც სხვა ღვთისმსახურები შურით აღავსო. ერთხელ, ქრისტეშობის წინა საღამოს, როცა ტაძარში იმპერატორიც ბრძანდებოდა, მგალობლებმა რომანოზი ძალით აიყვანეს ამბიონზე და გალობა აიძულეს, შემდეგ კი სიცილი დააყარეს. რა თქმა უნდა, წმიდა რომანოზის გალობა არ იყო სასიამოვნო მოსასმენი, რამაც ყველაზე მეტად თვით წმიდანს ატკინა გული. ღვთისმსახურების ბოლოს წმიდა რომანოზი ქვითინით დაემხო ღვთის-მშობლის ხატის წინაშე და მხურვალედ ილოცა. იმავე ღამით ნეტარს ძილში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა, გრაგნილი (ბერძნულად - კონდაკიონი) გაუწოდა და უბრძანა, შეეჭამა. ასე მიემადლა მას ზეგარდამო გულისხმისყოფა და საგალობლების შექმნისა და შესრულების ნიჭი. იმავე დღეს, ღამისთევის ლოცვებზე წმიდანმა საკვირველი ხმით იგალობა თავისი პირველი საგალობელი ღვთისმშობლის მიერ გამოცხადებით მიცემული კონდაკიდან: „დღეს ქალწული უზესთაესს შობს". რომანოზის სხვა საგალობლებსაც კონდაკები უწოდეს. ნეტარს ეკუთვნის პირველი იკოსებიც - საგალობლები, რომლებსაც მღვიძარების ჟამს თხზავდა თავის ვანში (ბერძნულად - იკოსში).

დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფლის რჩეულს დიაკვნად დაასხეს ხელი და გალობის მასწავლებლად დაადგინეს. მან შექმნა ათასამდე საგალობელი, რომელთაგან ბევრი დღესაც ჩართულია ღვთისმსახურებაში. ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი 556 წელს გარდაიცვალა.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ.




ნანახია: 983 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0