- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ღირსი სევირე ხუცესი, იტალიელი (VI)27 (10.07) ივნისიღირსი სევირე ხუცესი VI საუკუნეში მოღვაწეობდა იტალიის სოფელ ინტეროკლეაში და კეთილმსახური, ღვთივსათნო ცხოვრებით გამოირჩეოდა. ერთხელ წმიდანი ყურძნის მოსავალს იღებდა, როცა მომაკვდავის საზიარებლად უხმეს. მას სულ რამდენიმე მტევანი რჩებოდა და მოსულებს გასძახა, წადით და წამოგეწევითო; სულთმობრძავთან მისულმა შეიტყო, რომ ის უკვე გარდაცვლილიყო. თავისი მიზეზით ამ სოფლიდან ადამიანის მოუნანიებლად გასვლამ თავზარი დასცა ხუცესს, მწარე სინანულში ჩავარდა, ცხედრის წინ დამხობილი გულამოსკვნით ტიროდა და მკვლელს უწოდებდა საკუთარ თავს. უეცრად მიცვალებული წამოდგა და იქ მყოფთ უთხრა: „დემონებს სურდათ დაუფლებოდნენ ჩემს სულს, მაგრამ ერთმა ანგელოზმა თქვა: „დააბრუნეთ იგი, რადგან მის გამო სევირე ხუცესი ტირის. უფალმა უბოძა მას ამ ადამიანის სიცოცხლე!" წმიდა მამამ მადლობა შესწირა ღმერთს, აღსარება ჩაიბარა და ზიარებით განამტკიცა სნეული. ამ უკანასკნელმა კიდევ შვიდი დღე იცოცხლა და სიხარულით შეჰვედრა სული უფალს. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+49
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |