მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



აღდგომა
ქალის როლისათვის საზოგადოებაში

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (+1021)

12 (25) მარტი

ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (+1021) დაიბადა 946 წელს ქალაქ მალატიაში (პაფლაგონია). მან უმაღლესი განათლება მიიღო კონსტანტინეპოლში. მამა სასახლის კარის ბრწყინვალე კარიერისთვის ამზადებდა და რამდენიმე ხნის განმავლობაში მაღალი თანამდებობა ეჭირა კიდეც. 25 წლის ასაკში სვიმეონმა იგრძნო ლტოლვა ბერული ცხოვრებისაკენ, სახლიდან გაიქცა და სტუდიტის მონასტერს მიაშურა, აქ გაიცნო წმიდა ბერი სვიმეონ ღვთისმოშიში და მისი მოწაფე შეიქმნა.

ღირსი სვიმეონის ძირითადი ღვაწლი იყო მოუკლებელი ლოცვა: „უფალო, შეგვიწყალენ". უფრო ხანგრძლივი ლოცვისთვის ის განმარტოვდებოდა ხოლმე. ლიტურღიაზეც კი ცალკე იდგა, ხშირად მარტო რჩებოდა ტაძარში მთელი ღამის განმავლობაში. სიკვდილზე ფიქრი ჩვევად რომ გადაქცეოდა, მთელ ღამეებს სასაფლაოზე ატარებდა. სულიერი ამაღლების ჟამს მასზე სულიწმიდა გადმოდიოდა ნათელი ღრუბლის სახით და გარემოს ფარავდა მის თვალთაგან. დროთა განმავლობაში წმიდანმა უმაღლეს სულიერ გაბრწყინვალებას მიაღწია, რაც განსაკუთრებით ლიტურღიის დროს ჩანდა.

977 წელს ღირსი სვიმეონი მღვდლად აკურთხეს, ხოლო 980 წელს წმიდა მამანტის მონასტრის იღუმენად დანიშნეს. მან ამ ხარისხში 25 წელი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ღირსმა მამამ სავანის მოშლილი მეურნეობა მოაწესრიგა და ტაძარი კეთილმოაწყო.

ღირსი სვიმეონის სიკეთე შერწყმული იყო სიმკაცრესთან და სახარებისეული მცნებების დაცვასთან. როდესაც მისმა საყვარელმა მოწაფემ, არსენმა, დახოცა ყვავები, რომლებიც დამბალ პურს კენკავდნენ, წმიდა სვიმეონმა უბრძანა, მკვდარი ფრინველები თოკზე აეცვა, ეს „სამკაული" კისერზე ჩამოეკიდა და მონასტრის ეზოში დამდგარიყო. წმიდა მამანტის მონასტერში ცოდვებს ინანიებდა ერთი ეპისკოპოსი რომიდან, რომელსაც შემთხვევით ძმისწული შემოკვდომოდა. ღირსი სვიმეონი მის მიმართ განსაკუთრებულ სიკეთეს იჩენდა. ღირსი მამის მკაცრმა სამონასტრო დისციპლინამ ძმების უკმაყოფილება გამოიწვია. ერთხელ გაბრაზებული ბერები ლიტურგიის დროს თავს დაესხნენ მას და კინაღამ მოკლეს. როდესაც ეს ბერები კონსტანტინეპოლის პატრიარქმა მონასტრიდან გაყარა და სამჯავროს გადასცა, ღირსი მამა მათ თავდებად დაუდგა, გამოიხსნა და დიდი დახმარება გაუწია.

1005 წელს წმიდა სვიმეონმა იღუმენობა გადასცა არსენს, თვითონ კი მონასტერში განმარტოვდა. აქ შექმნა მან თავისი საღვთისმეტყველო შრომები. ღირსი სვიმეონი თავის თხზულებებში გვასწავლის სულიერი სრულყოფილებისთვის მოღვაწეობას, ვნებებისა და ცოდვილი ფიქრების წინააღმდეგ ბრძოლას, შინაგან სიმშვიდეს. მან შექმნა სწავლებანი ბერებისთვის, ლოცვის სამი სახისა და რწმენის შესახებ. გარდა ამისა, ღირსი სვიმეონი იყო გამოჩენილი საეკლესიო პოეტი, ჰიმნოგრაფი. მას ეკუთვნის „საღმრთო ლიტურღიის ჰიმნები", ღრმა აზრით განმსჭვალული 70 პოემა.

ღირსი მამის, სვიმეონის სწავლება „ხორცის განღმრთოების" შესახებ, რომლითაც მას სურდა „ხორცის მოკვდინების" სწავლების შეცვლა (რისთვისაც „ახალი ღვთიმეტყველი" ეწოდა), თანამედროვეებმა ძნელად მიიღეს. ბევრისთვის მისი სწავლება უცხო და მიუღებელი იყო. ამან გამოიწვია კონფლიქტი კონსტანტინეპოლის უმაღლეს სამღვდელოებასთან. დაიწყო ღირსი სვიმეონის დევნა. წმიდა მამა წავიდა ბოსფორის სანაპიროზე, პალკიტონის კონცხზე და დაარსა წმიდა მარინეს სახელობის სავანე.

წმიდანი 1021 წელს გარდაიცვალა. მან ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიიღო სასწაულთქმედების ნიჭი. მრავალი სასწაული აღსრულდა მისი სიკვდილის შემდეგაც. ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ცხოვრება აღწერა მისმა მოწაფემ, ნიკიტა სტიფატემ.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი I, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 936 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0