- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ნეტარი ტაისია (V)10 (23) მაისინეტარი ტაისია (V) ეგვიპტეში ცხოვრობდა. მდიდარი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა. მან ქონება ღარიბებს დაურიგა, სახლი კი ბერების თავშესაფრად აქცია. შემდგომ ტაისია ქვეყნიური ცდუნებებით გაერთო და ცოდვებში ჩაეფლო. ბერებმა სთხოვეს ღირს იოანე კოლოვას, ტაისიასთან წასულიყო და სინანულისკენ მოექცია. ღირსი მამა ტაისიასთან წავიდა, ბერები კი ლოცვად დადგნენ. იოანე ბერის ცრემლიანმა მუდარამ და მამაშვილურმა დარიგებებმა ტაისიაში კვლავ განაახლა ქრისტიანული სული, უარყო ყველაფერი, რაც წარსულ ცოდვილ ცხოვრებასთან აკავშირებდა და უდაბნოში გაჰყვა ბერს. დაღამდა, ბერმა ტაისიას ღამის გასათევი ადგილი მოუმზადა, თვითონ კი მოშორებით გავიდა, ილოცა და დაიძინა. შუაღამისას ღირსი იოანე გააღვიძა ნათელმა, რომელიც ზეციდან ეშვებოდა იმ ადგილამდე, სადაც ტაისიას ეძინა. ნათლის სვეტში იხილვებოდნენ ანგელოზები, რომელთაც ზეცაში აჰყავდათ ტაისიას სული. როცა იოანე ტაისიასთან მივიდა, ნახა რომ იგი აღსრულებულიყო. ღირსმა მამამ ლოცვით მიაბარა მიწას ნეტარის გვამი, სავანეში დაბრუნდა და ძმებს მოუთხრო ყველაფერი. ბერები მადლობდნენ უფალს ტაისიასადმი გამოჩენილი სახიერებისათვის, რომელიც კეთილგონიერი ავაზაკის მსგავსად სინანულში ჩავარდნისთანავე იქნა აღყვანებული ცათა სასუფეველში. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+39
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |