- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ღირსი ფილოთეოზ ათონელი21 (03.11) ოქტომბერიღირსი ფილოთეოზ ათონელი ელატიაში დაიბადა. თურქების შიშით მისი მშობლები მაკედონიაში, ქრისოპოლში გადასახლდნენ. მალე წმიდანის მამა გარდაიცვალა. ყრმა ფილოთეოზი ძმასთან ერთად თურქებმა შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს, საიდანაც თავად ღვთისმშობელმა გამოიხსნა სასწაულებრივად. ყოვლადწმიდა ქალწული ბავშვებს დედის სახით გამოეცხადა და ქალაქ ნეაპოლის (მცირე აზია) ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში მიიყვანა. აქ ძმები ბერად აღიკვეცნენ. გავიდა წლები. ფილოთეოზის დედა, ევდოკია, რომელსაც მთელი ამ დროის მანძილზე არაფერი სმენოდა შვილების შესახებ, ღვთის საკვირველი განგებულებით, ნეაპოლშივე ჩავიდა და დედათა მონასტერში მონაზვნად შედგა. რამდენიმე ხნის შემდეგ იგი სხვა თანამოსაგრე დედებთან ერთად იმ სავანეში მოხვდა ტაძრის დღესასწაულზე, სადაც მისი ძეები მოღვაწეობდნენ, მათ მაშინვე იცნეს ერთმანეთი, გაკვირვებულმა და გახარებულმა დედამ შვილებს ჰკითხა, აქ როგორ აღმოჩნდითო. შვილებმა უპასუხეს: „ეს შენ უკეთ უწყი; განა თავად არ მოგვიყვანე აქ საპყრობილიდან გამოხსნის შემდეგ?!" ევდოკია დარწმუნდა, რომ ღვთისმშობელმა მისი მხურვალე ლოცვები უპასუხოდ არ დატოვა. დედის გარდაცვალების შემდეგ ფილოთეოზმა ათონის წმიდა მთას მიაშურა, სადაც ჯერ დიონისეს მონასტრის ძმობაში შევიდა, შემდეგ კი სრული მდუმარებისთვის განმარტოვდა. გამუდმებული ლოცვითი ღვაწლით ღირსმა მამამ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და განჭვრეტის მადლი მოიგო. ოთხმოცდაოთხი წლის ასაკში უფლის რჩეულმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. სიკვდილის წინ წმიდანმა თავის მოწაფეებს სთხოვა, მისი ცხედარი არ დაეკრძალათ და უპატიოდ დაეგდოთ ტყეში, ფრინველებისა და მხეცების საჯიჯგნად. ძმებმა შეასრულეს მოძღვრის კურთხევა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უფალმა საკვირველი ნათებით განადიდა თავისი რჩეულის წმიდა ნეშტი, იგი პატივით გადააბრძანეს სავანეში. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ. | |
მომწონს
+31
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |