- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)მოძღვრება მართლ-მადიდებლობის კვირიაკესაძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! თუმცა წესი ესე მართლ-მადიდებლობისა ძველი დროებითგან არის მიღებული ეკკლესიასა შინა და ყოველთვის იყო საჭირო და სასარგებლო, გარნა უმეტესად აწ, ამ ჩვენ დროებაში. რისთვის? მისთვის, რომელ ახლა ერთი ფრიად სამწუხარო ყოველთა ქრისტეს მოსავთათვის გარემთება გამოჩნდა და ძლიერდება ყოველთა ქვეყანათა შინა, რომელიცა ფრიად საჭიროდ ჰყოფს აღსრულებასა წესისა ამისასა. რომელი არს ეს გარემოება? ის, რომელ განმრავლდნენ კაცნი წინააღმდეგნი საღმთოისა სჯულისანი, რომელნი კადნიერად ბედვენ ცილობასა, და არათუ ცილობასა, არამედ თითქმის უარის ყოფასა უმთავრესთა მუხლთა ღვთისაგან მოღებულისა სჯულისათა. ესრეთსა გარემოებასა შინა ფრიად საჭირო და სასარგებლო არის, რომ წმიდამან ეკლესიამან აღამაღლოს ხმა თვისი და ნათლად აღიაროს სწავლა ქრისტეს სჯულისა სანუგეშოდ ყოველთა ქრისტეს მოყვარეთა, ხოლო ყოველნი წინააღმდეგნი და განდრეკილნი ზარ-განხადოს საშინელითა ანათემითა. ამას ასრულებს ახლა კრება წმიდისა ეკკლესიისა! გარნა ხსენებული სამწუხარო გარემოება, ესე იგი განმრავლება ურწმუნოთა კაცთა, ჩვენ, მოძღვართა თქვენთა, განგვაღვიძებს, რათა უმეტესითა ბეჯითობითა გასწავლიდეთ თქვენ და განგამტკიცებდეთ საღმრთოსა შინა სჯულსა. ეს საღმრთო მოვალეობა ჩემი გამაღვიძებს მე მოგცე ოქვენ დღეს მოძღვრება - ერთსა ფრიად საჭიროსა და სასარგებლოსა საგანსა ზედა შესახებ სჯულისა ჩვენისა, მით უმეტესად, რომ მე კიდეც აღგითქვი თქვენ ერთხელ მოლაპარაკება ამ საგანზე. ვინც არის გულს-მოდგინე მსმენელი ღვთის სიტყვის ქადაგებისა, მას უთუოდ კიდეც ახსოვს, რომ მე წასრულს წელს თვით ამ დღეს და თვით ამ წმიდა ადგილისაგან აღგითქვი თქვენ განმარტება იმ აზრისა, რომელ თვინიერ სარწმუნოებისა არც სათნოება შეიძლება. ესე იგი, ვისაც არა აქვს სარწმუნოება ცხოველი, მას არცა წმიდა ზნეობა ექმნება. ეხლა მინდა აღვასრულო, ძმანო, ეს ჩემი აღთქმა! გთხოვ თქვენ ყოველთა კარგად ყური დამიგდოთ და გაიგოთ ეს ჰაზრი მისთვის, რომ იგი არის ფრიად აღმაშენებელი და ყოველთა. ურწმუნოთა კაცთა პირის დამაყოფელი. პირველი და უმთავრესი ჰაზრი, ანუ საბუთი ყოვლისა ურწმუნოისა და განდრეკილისა კაცისა არის ესრეთი: ოღონდ მე კი კარგი, პატიოსანი და მართალი კაცი ვიყოო საქმით და ყოფაქცევით, თორემ რაც გინდა მწამდეს ეს სულ ერთი არისო; ესე იგი, ამის მოლაპარაკე ამტკიცებს, ვითომც შეიძლება, რომ სარწმუნოება ანუ ღვთის სჯული არ ჰქონდეს კაცსა, და ზნეობით, ანუ ყოფა-ქცევით კი იყოს წმიდა და სათნო. მაშასადამე თუ ეს მისი საბუთი ცხადად გავამტყუნეთ, თუ ჩვენ იმას დავუმტკიცეთ, რომელ ერთი უმეოროდ ვერა ოდეს ვერ გასძლებს კაცის გულში და მეტადრე ის თუ დავამტკიცეთ, რომ ვისაც არა აქვს ცხოველი სარწმუნოება, იგი ვერაოდეს ვერ შეიძენს წმიდასა ზნეობასა, ანუ სათნოებასა, ამით გავაჩუმებთ ყოველსა ურწმუნოსა კაცსა. ღვთის შეწევნით ადვილია ამის დამტკიცება! სიტყვის სიცხადისათვის წარმოვიდგინოთ ახლა, რომ აქ ჩემ წინაშე სდგას ერთი ურწმუნო კაცი და მე იმას ველაპარაკები: მითხარ მე, ძმაო, რადგანაც შენ თვითონ ამტკიცებ, რომ სიმართლე, პატიოსნება, წმიდა ზნეობა ყოვლი კაცისათვის საჭირო არის, ესრედ რომელ თუ ესენი სრულიად მოაკლდა კაცსა, იგი გარდაიქცევა პირუტყვად, პირველად ეს ერთი ჰაზრი ამიხსენი: რა უფრო ადვილია კაცისათვის, ცოდვა თუ მადლი, ცოდვის აღსრულბა თუ სათნოების შეძენა, ესე იგი, რომელს უფრო ადრე და ადვილად აღასრულებს კაცი, ცოდვას თუ სათნოებას? ვგონებ, ძმანო, მსმენელნო, რომელ ამ საგანზე ჩემი მოპირდაპირე ცილობას არ დამიწყებს, მან თავიდგანვე პირდაპირ უნდა აღიაროს, რომელ ცოდვა ყოვლისა კაცისათვის უფრო ადვილია, ვიდრე სათნოება; ამაზე მას დაარწმუნებს თვით კაცის ბუნება, ანუ თვით მისი საკუთარი ბუნება, ვინაიდგან თვით იგი ხედავს, რომ ბუნება მისი არის ფრიად მიდრეკილი ცოდვისადმი; მაშასადამე ეს ჰაზრი დამტკიცებული არის. ეხლა ამ პირველჰაზრისაგან გადავიდეთ, ძმანო, მეორე ჰაზრზე და ვკითხოთ ჩვენ მოპირდაპირეს: გვითხარ ჩვენ, ძმაო, რადგანაც შენ თვითონ ხედავ და იძულებული აღიარებ, რომელ დაცემულის კაცის ბუნებისათვის ცოდვა უფრო ადვილია და საამო, ხოლო სათნოება მძიმე და ძნელი, მაშასადამე თუ სარწმუნოება არა მაქვს და სარწმუნოებისა ჩემისაგან არა ვარ შეგონებული და გაღვიძებული, რამ მაიძულოს მე, რამ შემაგონოს, რამ გამიღვიძოს ცოდვის მორიდება და სათნოების ძებნა, ესე იგი, ის, რაც ჩემი ბუნებისათვის არის საამო და ტკბილი დავსტოვო და ვეძიო ის, რომელიც არის ძნელი, მძიმე, რომელიც მოითხოვს ჩემგან დიდსა შრომასა, მოთმინებასა, იძულებასა, ესე იგი, სათნოება და სიწმიდე? თუ კი ახლაც, როდესაც რომ ცალკე ჩემი სარწმუნოება ხან მაშინებს, ხან მასწავლის, ხან მანუგეშებს და მით შემაძულებს ცოდვასა, ცალკე სამოქალაქო სჯული ცოდვის და უსჯულო საქმისათვის მექადნის სასჯელსა, ცალკე თვით ჩემი ჭკუა და სინიდისი მამხილებს, რომ მოვერიდო ცუდ საქმეს, მაინც ვხედავ, რომ ცოდვა ძლიერია ჩემს ბუნებაში, იგი მაინც ხშირად წარმიტაცებს მე, რაღა იქმნება და რაღა აღმიკრძალავს მე ცოდვის მოქმედებას, თუ სარწმუნოება აღარ არის ჩემს გულში? რას იტყვის ამაზე ჩემი მოპირდაპირე? ჭკუა გაქვს, მაინც მეტყვის იგი, ჭკუით გაარჩიე ცოდვა და მადლი და პირველი მოიძულე და მეორე შეიყვარე. გარნა, სხვა არის გარჩევა და სხვაა აღსრულება. აბა ვკითხოთ ჭკუას რას გვეტყვის იგი ამაზე? თუ მორწმუნე ვარ, ჭკუა მეტყვის: ყოველი მოითმინე, სათნოება შეიძინე, აქაური ცხოვრება მოკლე არის, იქ ღმერთი მაგიერს მოგაგებს; თუ ურწმუნო ვარ, ჭკუა ასე მეტყვის: ამ წუთ სოფელში ვიდრემდის ხარ, ინუგეშე, სჭამე, სვი, მოკვდები და ყოველივე განქარდება. სინიდისი გაქვსო, კიდევ მეტყვის ჩემი მოპირდაპირე: სინიდისით გაარჩიე ცოდვა და მადლი და სინიდისს გაუგონე; - კეთილი მაგრამ სინიდისი დაფუძნებულია და ცხოველია მხოლოდ სარწმუნოებით; ვისაც არა აქვს სარწმუნოება, მას სინიდისიც ბნელი აქვს და ყრუ. რას იტყვის ამის მეტს მოპირდაპირე? თვითონ აღიარა მან, რომ სარწმუნოება და სიწმიდი საჭირო არის კაცისათვის, თვითონვე ხედავს ახლა, რომ თუ საღმრთო სჯული არ გააღვიძებს კაცს, კაცი არასოდეს არ მოერიდება ცოდვასა და არ იმეცადინებს სათნოებისათვის, მაშასადამე აქედან გამოდის, რომ საღმრთო სჯული მიუცილებლად საჭირო არის ყოვლისა კაცისათვის; თვინიერ საღმრთოისა სჯულისა, მას არც ცოდვის შიში და მორიდება ექმნება, მაშასადამე იგი დაჰკარგავს კაცობრიობას და ემსგავსება პირუტყვს. აჰა, ძმანო, ის ჰაზრი რომლისა ახსნა მსურდა მე თქვენთვისა. იქმნება მე ისე ნათლად ვერ გამოვსთქვი ეს ჰაზრი და ვერ გაგაგებინე, როგორც მსურდა, მაგრამ შენ თვითონ დაამუშავე შენ გულში, ძმაო, ეს ჰაზრი და გაავრცელე. თუ კარგად ვერ ახსნი, ჩემთან მოდი თავისუფალ დროს და მე კიდევ აგიხსნი, აქაც მიუბრუნდები მე მარჰვე დროს ამ ჰაზრსა. თუ როდისმე შეგვხვდეს ურწმუნო კაცთან ლაპარაკი ამ ჰაზრით, თუ კარგად გაიგე იგი, შეგიძლიან პირი დაუყო მას; თუ არა ჩემთან მოიყვანე; უთხარი ეს მისი საქმე არისთქო. ვესავ მაცხოვარსა, რომელი არის მდიდარი სიტყვითა და სწავლითა, რომ იგი მომცემს მე სიტყვასა შესაგონებლად ყოვლისა განდრეკილისა კაცისათვის. გარნა აქ უნდა გაგიმჟღავნდე და გითხრა, ძმაო, რომ ერთი საქმისა კი მეშინია; მეშინია, რომ ეს ჩვენი მოპირდაპირე მობრუნდეს და ესრეთი სიტყვა გვითხრას: კარგი! თუ მართლა საღმრთო სჯული და სარწმუნოება არის საფუძველი და განმაღვიძებელი წმიდა ზნეობისა, რათ ვხედავ შენ შორის, შენ რომ მორწმუნე კაცი ხარ, ცუდსა ზნეობასა და ყოფა-ქცევასა? სწორეთ მეშინია, რომ არ გაგვამტყუნოს ამ სიტყვით, ჩვენ, მორწმუნენი ურწმუნომან კაცმან! თუ კაცი ამბობს მორწმუნე ვარ და საქმით კი არ ერიდება ცოდვას, იგი სიტყვითაც ვეღარ გაამტყუნებს ურწმუნო კაცსა; ამისათვის გლოცავ თქვენ, ძმანო, და გაფუცებ, თვით ცხოვრებითა თქვენითა აჩვენოთ ურწმუნოთა კაცთა, რა საუნჯე არის ცხოველი სარწმუნოება კაცისათვის. ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო! შეგვეწიე, რათა თვით ცხოვრება მორწმუნეთა შენთა გაამტყუნებდეს და შეარცხვენდეს ურწმუნოთა კაცთა. - ამინ! | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1391 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |