საიტის მენიუ
ჩვენთან არს ღმერთი
ჩვენი გამოკითხვა
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
ჩვენთან არს ღმერთი
თქვენი რეკლამა
Top სტატუსი
- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ღირსი აღაპიტ პეჩორელი
ღირსი აღაპიტ პეჩორელი კიეველი იყო წარმოშობით. წმიდა ანტონ პეჩორელის მოსწავლეს, მას უვეცხლო მკურნალის სახელით იცნობდნენ. თუ მონასტრის საძმოში ვინმე ავად გახდებოდა, ღირსი აღაპიტი მიდიოდა მასთან, თავდადებით უვლიდა, თავის მიერ დამზადებულ ბალახების ნაყენს ასმევდა და ავადმყოფი მისი ლოცვების მადლით გამოჯანმრთელდებოდა ხოლმე. მონასტრის ექიმს დახმარების თხოვნით მრავალი საეროც მიმართავდა. ამავე დროს კიევში მოღვაწეობდა გამოცდილი სომეხი ექიმი, რომელსაც უნარი შესწევდა ავადმყოფის სახის გამომეტყველებით გამოეცნო ავადმყოფობის ხარისხი და ზუსტად დაედგინა მისი გარდაცვალების თარიღიც. როდესაც ერთმა ასეთმა განწირულმა ადამიანმა მიაკითხა წმიდა აღაპიტს, ღვთივსათნო მკურნალმა ლოცვით აგემა მას საკვები მონასტრის ტრაპეზიდან და ავადმყოფი გამოჯანმრთელდა. წინასწარმეტყველების ვერგამართლების გამო შურით ავსილმა სომეხმა ექიმმა აღაპიტის მოწამვლა გადაწყვიტა, მაგრამ უფალმა დაიფარა მასზე მსასოებელი და საწამლავმა არ იმოქმედა.წმიდა აღაპიტმა განკურნა ვლადიმერ მონომახი - მომავალში კიევის დიდი მთავარი. მადლიერი მონომახი მივიდა მონასტერში მკურნალის სანახავად, მაგრამ აღაპიტი დაიმალა და უარი თქვა საჩუქრებზე.როდესაც თვით აღაპიტი დასნეულდა, მას ეწვია სომეხი ექიმი და გასინჯვის შემდეგ დაადგინა, რომ ბერი სამ დღეში გარდაიცვლებოდა. ღირსმა აღაპიტმა კი უარყო მისი დასკვნა და უთხრა, რომ მას ღმერთისაგან კიდევ სამი თვის სიცოცხლე ჰქონდა მინიჭებული. სომეხმა ექიმმა აღთქმა დადო - თუ მისი სიტყვა არ ასრულდებოდა, მართლმადიდებელი ბერი შეიქნებოდა.წმიდა აღაპიტი აღესრულა ზუსტად 3 თვის შემდეგ, 1 (14) ივნისს. სომეხი ექიმი მივიდა პეჩორის მონასტრის იღუმენთან და ბერად აღიკვეცა.
| |
მომწონს
+68
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |