- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
მოწამენი: ანანია ხუცესი, პეტრე საკანისმცველი და მათ თანა შვიდნი მხედარნი (+295)26 (08.02) იანვარიწმიდა მოწამენი: ანანია ხუცესი, პეტრე საკანისმცველი და მათთან ერთად 7 მხედარი ფინიკიაში ეწამნენ 295 წელს. ანანია ხუცესი დიოკლეტიანეს დროინდელი დევნულობისას შეიპყრეს ქრისტეს აღსარებისათვის და ფინიკიის მმართველს მაქსიმეს მიჰგვარეს. ვერც შეგონებებმა, ვერც მუქარამ ვერ გადადრიკა წმიდანი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემისაგან. როცა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოითხოვეს, მან სულის შებერვით დაამსხვრია წარმართთა მთელი ტაძარი და საჯაროდ განაქიქა კერპთაყვანისმცემელთა ცრუ-სარწმუნოება. ამის შემდეგ საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც მეშვიდე დღეს მაცხოვრის გამოცხადების ღირსი შეიქნა, მეთორმეტე დღეს კი თავად სულიწმიდა ეჩვენა მტრედის სახით. ამ სასწაულების მხილველმა საპყრობილის მცველმა, პეტრემაც ირწმუნა ქრისტე, რისთვისაც ანანიას ხვედრი გაიზიარა - ორივე აღმსარებელი ერთად წარადგინეს საწამებლად. ანანია გახურებულ ტაფაზე დააწვინეს, სხეული დაუჩეხეს და ჭრილობებში მარილი ჩაუყარეს, პეტრე კი გავარვარებულ ნაღვერდლებში ჩააგდეს. შემდგომ ორივე მოწამე მეტისმეტად გახურებულ აბანოში გამოკეტეს, მაგრამ სამი დღის შემდეგ იქიდან უვნებელი გამოვიდნენ. მომხდარმა სასწაულმა კიდევ 7 მეომარი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. გამწარებულმა წარმართებმა ისინი არგნებით გვემეს, შემდეგ კი ცხრავე მარტვილი ცეცხლში ჩაყარეს უსჯულოთაგან სასიკვდილოდ განწირულებს კვლავ სულიწმიდა წარმოუდგათ მტრედის სახით და ალს წვის უნარი დაუკარგა. ამის შემდეგ უღმერთოებმა ანანია მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ იგი კვლავ ცოცხალი გადარჩა. ხოლო მოწამეები ზღვაში დაახრჩვეს, სიკვდილამდე ხუცესმა ანანიამ მოასწრო ახალმოქცეული მეომრების მონათვლა. ნაპირზე გამორიყული წმიდანთა ცხედრები ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი I, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+41
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |