- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ღირსი ანასტასია (+567-568)10 (23) მარტიღირსი ანასტასია არისტოკრატული ოჯახის შვილი იყო და კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა. კეთილმსახური პატრიცია ყოველთვის მისაბაძი იყო და იმპერატორი იუსტინიანე (527-565) დიდ პატივს სცემდა. დაქვრივების შემდეგ ანასტასიამ კონსტანტინეპოლი დატოვა, ალექსანდრიის ახლოს პატარა მონასტერი დააარსა და თავი ღვთისმსახურებას შესწირა. რამდენიმე წლის შემდეგ იუსტინიანე დაქვრივდა და გადაწყვიტა, ანასტასიაზე დაქორწინებულიყო. ღირსი ანასტასია დახმარების სათხოვნელად შორეულ მონასტერში წავიდა ღირს დანიელთან (ხს. 18 მარტს). ბერმა ნეტარი დედა მამაკაცის სამოსელით შემოსა და ევნუხი უწოდა. მოძღვრის კურთხევით ანასტასია მივარდნილ გამოქვაბულში დასახლდა. ის არასოდეს გამოდიოდა საცხოვრებლიდან, არც არავის ღებულობდა. ეს ადგილი მხოლოდ ერთმა ბერმა იცოდა. კვირაში ერთხელ მიდიოდა გამოქვაბულში, მცირეოდენი პური და წყალი მიჰქონდა და შესასვლელთან ტოვებდა. ასეთ მკაცრ პირობებში ცხოვრობდა ანასტასია 28 წლის განმავლობაში. უფალმა წინასწარ გამოუცხადა ანასტასიას გარდაცვალების დღე. მან დოქის ნატეხებზე რამოდენიმე სიტყვა დაწერა და გამოქვაბულის შესასვლელთან დადო. მალე მამა დანიელი მოვიდა და აზიარა წმიდა ანასტასია. ღირსმა დედამ ილოცა და მშვიდობით მიისვენა. როცა სამარე გაამზადეს, მამა დანიელმა მორჩილს უბრძანა, თავისი ანაფორით შეემოსა მოცვალებული. შემოსვისას მორჩილი მიხვდა, რომ მის წინ ქალი ესვენა, მაგრამ ხმის ამოღება ვერ გაბედა. როცა უკან ბრუნდებოდნენ, ბერმა ახალგაზრდა მორჩილს წმიდა ანასტასიას ცხოვრება და ღვაწლი მოუთხრო. მოგვიანებით ბერის ნაამბობი ჩაიწერეს. 1200 წელს ღირსი ანასტასიას წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და წმიდა სოფიას ტაძარში დაასვენეს. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი I, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+55
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |