მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა ფარისეველის და მეზვერის კვირიაკესა, თქმული ქუთაისს
სიტყვა ფარისეველის და მეზვერის კვირიაკესა, თქმული ქუთაისს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ქალწულმოწამენი: აღაპია, ირინე და ქიონია (+304)

ქალწულმოწამენი: აღაპია, ირინე და ქიონია (+304)

16 (29) აპრილი

წმიდა ქალწულმოწამენი აღაპია, ირინე და ქიონია (+304) დები იყვნენ. ისინი იტალიის ქალაქ აკვილაში ცხოვრობდნენ. სიყრმეშივე დაობლებული გოგონები ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდნენ და სამონაზვნოდ ემზადებოდნენ. მათ სულიერ მოძღვარს, მღვდელ ზენონს ღვთაებრივი გამოცხადებით ეუწყა, რომ მალე აღესრულებოდა, წმიდა ქალწულებს კი აწამებდნენ. ასეთი გამოცხადება ჰქონდა აკვილაში დიდმოწამე ანასტასიას (+304, ხს. 22 დეკემბერს), მან მოინახულა დები და განამტკიცა რწმენაში. მალე წინასწარმეტყველება ახდა: მღვდელი ზენონი გარდაიცვალა, დები კი შეიპყრეს და იმპერატორ დიოკლეტიანეს მიჰგვარეს.

დების სილამაზით მოხიბლულმა დიოკლეტიანემ წმიდანებს ქრისტეს უარყოფა შესთავაზა და დაჰპირდა, რომ თავისი ამალიდან საუკეთესო საქმროებს შეურჩევდა. წმიდა დებმა უპასუხეს, რომ ერთადერთი ზეციური საქმრო ჰყავთ - ქრისტე, რომლისთვისაც მზად არიან ეწამონ და არაფერზე გასცვლიან მას.

დიოკლეტიანე მაკედონიაში წავიდა და წმიდა დები თან წაიყვანა. აქ ისინი სამსჯავროზე გადასცეს ქალაქის მმართველ დულკიციუსს.

წმიდა მოწამეთა სილამაზით აღფრთოვანებული დულკიციუსი უკეთური ვნებით აღივსო. ის დებს თავისუფლების მინიჭებას დაჰპირდა იმ პირობით, თუ მის ველურ ვნებას დაემორჩილებოდნენ. დებმა უპასუხეს, რომ ისინი მზად არიან მოკვდნენ იესო ქრისტესთვის. დულკიციუსმა გადაწყვიტა, სურვილი ძალადობით აღესრულებინა. როცა დები ლოცვად დადგნენ, დულკიციუსი მიიპარა საპყრობილის კართან, მაგრამ უხილავმა ძალამ გონება აურია, გარეთ გაიჭრა და დიდხანს დარბოდა უაზროდ. დულკიციუსმა იფიქრა, დებმა მომაჯადოვესო და გადაწყვიტა, მათთვის სამაგიერო გადაეხადა.

სამსჯავროზე მმართველმა ბრძანა, წმიდა მოწამეები გაეშიშვლებინათ, მაგრამ ტანსაცმელი თითქოს სხეულზე მიეზარდათ, ჯალათებმა ვერაფრით მოაშორეს. დულკიციუსმა კი გონება დაკარგა და აზრზე მხოლოდ სახლში მოვიდა.

ყოველივე ეს შეიტყო დიოკლეტიანემ. ის გაბრაზდა დულკიციუსზე და წმიდა დები განსასჯელად გადასცა სისინს. მან დაკითხვა უმცროსი ირინედან დაიწყო. მაგრამ ვერაფერს გახდა და წმიდა მოწამე ციხეში ჩააგდო. შემდეგ წმიდა ქიონიას და აღათიას გადადრეკას შეეცადა. როცა აქაც ხელი მოეცარა, გამძვინვარებულმა წმიდანების დაწვა ბრძანა. დებმა მოწამეობრივი აღსასრულის მონიჭებისთვის უფალს მადლობა შესწირეს და ლოცვით ავიდნენ კოცონზე.

როცა ცეცხლი ჩაქრა, გამოჩნდა წმიდანთა სრულიად უვნებელი გვამები: ტანსაცმელიც კი არ დამწვარა. მოწამეებს მშვიდი და ბრწყინვალე სახეები ჰქონდათ. მეორე დღეს სისინმა წმიდა ირინეს მოყვანა ბრძანა. ის წმიდანს დების ბედის გაზიარებით აშინებდა, შემდეგ კი დაემუქრა - თუ ქრისტეს არ უარყოფ, საროსკიპოში ჩაგაგდებო. წმიდა მოწამემ უპასუხა: „დაე, ჩემი სხეული ძალადობის მსხვერპლი შეიქმნეს, სული ჩემი არ შეიბილწება ქრისტეს უარყოფით".

როცა სისინის ჯარისკაცებს წმიდა ირინე საროსკიპოში მიჰყავდათ, მათ ორი ბრწყინვალე მხედარი წამოეწია და უთხრა: „სისინმა გიბრძანათ, მაღალ მთაზე აიყვანოთ ქალწული და იქ დატოვოთ, თქვენ კი მასთან დაბრუნდეთ და აუწყოთ ბრძანების შესრულება". ჯარისკაცებმა ბრძანება შეასრულეს, მაგრამ როცა ამის შესახებ სისინს აუწყეს, ის სასტიკად განრისხდა, რადგან არავითარი განკარგულება არ ჰქონდა გაცემული. ბრწყინვალე მხედრები იყვნენ უფლის ანგელოზები, რომლებმაც წმიდა ქალწული შეურაცხყოფას გადაარჩინეს. მმართველი ჯარისკაცების რაზმით წავიდა მთისკენ და ნახა მის მწვერვალზე მდგარი ქალწული. მათ დიდხანს ეძებეს მთის წვერისკენ მიმავალი გზა, მაგრამ ვერ იპოვეს. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ისარი ესროლა ქალწულმოწამეს. წმიდა ირინემ სისინს დაუძახა: „სასაცილოა შენი უძლური ბოროტება, მე კი უმწიკვლო მივიცვლები უფლისა ჩემისა იესო ქრისტეს მიმართ", და მშვიდობით მიაბარა სული უფალს (+304).

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 1210 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0