- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
მღვდელმოწამე ხარლამპი და მის თანა მოწამენი: პორფირი, ბაფტოსი და სხვანი (+202)10 (23) თებერვალიწმიდა ხარლამპი, თესალიის ქალაქ მაგნეზიის (საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ოლქი) ეპისკოპოსი ქრისტეს სიტყვის მხურვალე მქადაგებელი იყო. იგი მრავალ შეცდომილ სულს მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. როცა ამის შესახებ ოლქის მმართველ ლუკიანეს და მხედართმთავარ ლუკიუსს მოეხსენა, მათ ბრძანეს, შეეპყროთ წმიდანი. ხარლამპიმ სამსჯავროზე მტკიცედ აღიარა ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა. მხცოვანების მიუხედავად (იგი უკვე 113 წლის იყო), ნეტარი მამა სასტიკად აწამეს: სხეული რკინის ჩანგლებით უჯიჯგნეს მანამ, სანამ თავიდან ფეხებამდე არ გაატყავეს. წამების დროს წმიდანი მტარვალებს მიმართავდა: „გმადლობთ, ძმებო, თქვენ განაახლეთ ჩემი სული! " მოხუცის მოთმინებისა და სრული განურისხველობის მოწმე ორმა მხედარმა -პორფირიმ და ბაპტოსმა აშკარად აღიარეს ქრისტე, რისთვისაც თავი მოეკვეთათ. ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა ეპისკოპოსის წამების მოწმე სამმა დედამაც. არც ისინი დაინდეს ჯალათებმა - საშინელ ტანჯვაში ამოხადეს სული. გამხეცებულმა ლუკიუსმა თავად დასტაცა ხელი იარაღებს და მარტვილის წამება დაიწყო, მაგრამ უეცრად მკლავები წაერთვა, თითქოს მახვილით მოკვეთესო. ტანჯვის ადგილზე მოსულმა მმართველმა წმიდანს ზიზღით შენერწყვა სახეში და კადნიერებისთვის მეყსეულად დაისაჯა -თავი უკან შეუტრიალდა. მას შემდეგ, რაც ლუკიუსმა მღვდელმთავრისგან მდაბლად ითხოვა შენდობა, ღირსმა მამამ ილოცა შეცოდებულთათვის და ორივენი განიკურნა. ამ სასწაულის მრავალმა მოწმემ ირწმუნა ქრისტე. მათ შორის ლუკიუსმაც, რომელიც, სინდისის ქენჯნით გვემული, ფეხებში ჩაუვარდა მოხუცს და კიდევ ერთხელ სთხოვა პატიება. ლუკიანემ მომხდარის შესახებ იმპერატორ სეპტიმიუს სევერს (193-211) შეატყობინა, რომელიც ამ დროს პისიდიის ანტიოქიაში (მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი) იმყოფებოდა. მეფემ ბრძანა, ხარლამპი მისთვის მოეგვარათ. მღვდელმოწამეს წვერზე ბაწარი გამოაბეს და ისე ათრიეს. სეპტიმიუსმა ისურვა, კიდევ უფრო საშინელი სატანჯველებით ეწამებინათ ეპისკოპოსი და ჯალათებმაც მარტვილის ცეცხლზე ტანჯვა დაიწყეს. სულიწმინდის მადლით მოსილი უფლის რჩეული უვნებელი დარჩა და სასწაულმოქმედების ნიჭიც მიიღო: მისი ლოცვით მკვდრეთით აღსდგა გარდაცვლილი ჭაბუკი, განიკურნა 35 წლის მანძილზე ბოროტი სულით გვემული ეშმაკეული. ამ საკვირველებათა თვითმხილველებმა ერთხმად ადიდეს უფალი. ქრისტე მაცხოვარი ირწმუნა იმპერატორის ასულმა გალინამაც, რომელმაც, საღვთო შურით აღძრულმა, წარმართულ ტაძარში ორჯერ შემუსრა კერპები. მეფის ბრძანებით, ხარლამპს ბაგეებში ქვებს ურტყამდნენ, სურდათ მისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ წვერებზე, მაგრამ იქედან გადმომსკდარმა ალმა თავად ჯალათები დაწვა. გაავებულმა სეპტიმიუს სევერმა და მისმა ერთმა დიდებულმა -კრისპმა, ღმერთი გმეს და დაცინვით მოუწოდეს მას, მიწაზე ჩამოსულიყო და აქ დაექადნა თავისი ძალით და ხელმწიფებით. ამგვარი თავხედობით განრისხებულმა უფალმა შეაზანზარა მიწა, შიშის ზარი დასცა ყველას, ორი უსჯულო კი ჰაერში გამოჰკიდა. უხილავი ბორკილებით შებოჭილი ღვთისმგმობლები მხოლოდ მღვდელმთავრის ლოცვებით დაეშვნენ მიწაზე. დამფრთხალმა იმპერატორმა თითქოს იგრძნო ზეცის, ქვეყნისა და ქვესკნელის მეუფის ყოვლისშემძლეობა და მზად იყო მის თაყვანსაცემად, მაგრამ ბოროტმა კვლავ აურია გონება და საშინელ მრისხანებაში ჩავარდნილმა ბრძანა, ჯერ ეწამებინათ, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ წმიდა ხარლამპისთვის. თავისი უკანასკნელი ლოცვის დროს, ნეტარი მღვდელმთავარი მაცხოვრის გამოცხადების ღირსი შეიქმნა და შესთხოვა მას, იმ ადგილისთვის, სადაც მისი ნეშტი დაიკრძალებოდა, მშვიდობა და ნაყოფიერება მიემადლებინა, ხოლო მის მკვიდრთათვის, ცოდვათა მიტევება და ცხონება. ნეტარი მამა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებამდე მშვიდობით მიიცვალა. იმპერატორის ასულმა გალინამ წმიდა ხარლამპის ცხედარი პატივით დაკრძალა. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი I, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+46
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |