- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია IIსაქართველოს ეკლესიის ძველი ავტოკეფალიის აღიარებაქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ჩვენო სულიერო შვილებო, მინდა შეგახსენოთ სიტყვები წმიდისა იოვანე ღვთისმეტყველისა - ღმერთი სიყვარული არს, სწორედ სიყვარულმა ღვთისა და ერისამ მოგვიყვანა ჩვენ აქ, რათა დავლოცოთ და ვაკურთხოთ ადგილი ტაძრის ასაშენებლად. საუკუნეების მანძილზე ჩვენი ერი და ეკლესია განუყოფელი იყო, განუყოფელი ჰქონდათ ჭირიცა და ლხინიც. სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო, რადგან ეკლესია და ქრისტიანული რელიგია ის საფუძველია, რომელზეც ჩვენი დიდებული კულტურა - მწერლობა, ხუროთმოძღვრება, მხატვრობა და მუსიკა აღმოცენდა, ანუ ყოველივე ის, რითაც ჩვენ დღეს თავი მოგვაქვს და ვამაყობთ. მაგრამ ყველაზე დიდი დამსახურება ქრისტიანობისა მაინც ისაა, რომ მან სიყვარულით აღზარდა ქართველი კაცის სული. მოგეხსენებათ, რომ ქართული ეკლესია ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნიდან დამოუკიდებელი - ავტოკეფალური იყო. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი ქრისტიანული ქვეყნებიდან ბევრს ვსწავლობდით, მაინც თვითმყოფადი და გამორჩეული კულტურა შევქმენით. სამწუხაროდ, ჩვენი ავბედობისა გამო, ის საბუთები, რომელბიც ჩვენი ეკლისიის დამოუკიდებლობას ადასტურებდა, დაიკარგა. XII საუკუნეში დიდი კანონისტისა და შემდგომში ანტიოქიის პატრიარქის თეოდორე ბალსამონის თქმით, ამბობდნენ, რომ ანტიოქიის პატრიარქის ნეტარი პეტრეს დროს, იბერიის ეკლესიას დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია მიენიჭაო. ე.ი. XII საუკუნეშიც კი ასეთი ირიბი საბუთი გვქონია ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობისა. ამ ფაქტმაც შეუწყო ხელი რუსეთის მთავრობას, რომ მას 1811 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გაეუქმებინა და საქართვლოდან რუსეთში გაეწვია უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქი, ანტონ II, მეფე ერეკლეს შვილი. შემდეგში ანტონ II პეტერბურგიდან ნიჟნინოვგოროდში გადაიყვანეს, სადაც იგი გარდაიცვალა. მტრულმა ძალამ დასაყრდენი, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც ჩვენსავე შორის იპოვა, გამონახეს პატრიარქის მოწინააღმდეგე მიტროპოლიტი ვარლამ ერისთავი და ქართული ეკლესიის ეგზარქოსად დანიშნეს. აქედან დაიწყო ჩვენი ეკლესიის ისტორიაში ეგზარქოსობის პერიოდი. 1811 წლიდან 1917 წლამდე საქართველ სეკლესიას სულ 19 ეგზარქოსი ჰყავდა, რომელთაგან მხოლოდ პირველი იყო ქართველი. ძირითადად ეგზარქოსები ქართულ ეკლესიაში რუსიფიკატორული პოლიტიკის გამტარებელნი იყვნენ. მადლობა ღმერთს, რომ ეგზარქოსობას ბოლო მოეღო, 1917 წლის რევოლუციის შემდგომ მოწვეულმა საეკლესიო კრებამ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია აღადგინა, მაგრამ ამ ფაქტს მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მხრიდან მხარდაჭერა და აღიარება სჭირდებოდა. ამ ბოლო თორმეტი წლის მანძილზე გაცხოველებული მოლაპარაკება მიმდინარეობდა ამ საკითხის თაობაზე კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოსა და მის მეთაურებთან, ყოვლადუწმიდეს დიმიტრიოს პირველთან. ალბათ გახსოვთ, რომ მსოფლიო პატრიარქი ჩვენთანაც ბრძანდებოდა და 1979 წელს მეც გახლდით სტამბულში. სულ რაღაც ორი კვირის უკან მსოფლიო საპატრიარქოში ჩემი მეორე ვიზიტი შედგა, რომლის დროსაც მივაღწიეთ იმას, რომ ორი საბუთი დაიწერა: მსოფლიო საპატრიარქომ ჩვენი ძველი, ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში მიღებული ავტოკეფალია და საქართველოს ეკლესიის მამამთავრისათვის პატრიარქის წოდების უფლება სცნო. ამ მეორე საბუთთან დაკავშირებით მინდა შეგახსენოთ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში პატრიარქის წოდება უმაღლესია. ქართული ეკლესიის მესაჭე ამ წოდებას მე- 11 საუკუნის დასაწყისიდან ატარებდა. მელქისედეკ I თავის სიგელს ხელს აწერს როგორც კათოლიკოს-პატრიარქი. მადლობა ღმერთს, ჩვენს ეკლესიას უკვე ხელში აქვს ის საბუთები, რომელთა წყალობითაც მის ავტოკეფალიას ვეღარავინ შეეხება. მინდა მოგილოცოთ ეს მოვლენა და ერთად შევსწიროთ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ეროვნული განთავისუფლება სულიერი განთავისუფლებით იწყება. მინდა მადლობა მოვახსენო კინოსტუდია „ქართულ ფილმს" და მის დირექციას, რომელიც წლების განმავლობაში ბევრს აკეთებდა ეროვნული სულისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის. ახლა რაც შეეხება ტაძარს, რომელიც კინოსტუდიის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. სასიხარულოა, რომ ამ ბოლო ერთი წლის მანძილზე ჩვენმა მოსახლეობამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა ტაძრების აშენება-ამოქმედების მიმართ. მარტო ამ ერთი წლის მანძილზე ორასზე მეტი ეკლესია გაიხსნა და ამოქმედდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში. რა თქმა უნდა, ეს ვერ აანაზღაურებს იმ დანაკლისს, რომელიც ჩვენმა ეკლესიამ ბოლო ათეული წლების ბანძილზე განიცადა, როცა 25 ათასი მოქმედი ეკლესია-მონასტერი 50-მდე შემცირდა, მაგრამ იმედს კი იძლევა იმისა, რომ საქართველოს არც ერთი ქალაქი და სოფელი არ დარჩება წირვა-ლოცვის მადლის გარეშე. აქეთ რომ მოვდიოდი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ვისი სახელობისა უნდა ყოფილიყო ახალი ტაძარი. როცა წმინდა გიორგის ხატი დავინახე, ვიფიქე, იქნებ წმინდა გიორგის სახელზე აშენდეს მეთქი, მაგრამ აქ ძალიან კარგი წინადადება მოვისმინე იმის თაობაზე, რომ ახალი ტაძარი წმინდა ლაზარეს სახელობისა უნდა იყოს. მოგეხსენებათ, რომ წმ. ლაზარე ქართულ ენასთანაა დაკავშირებული. ქართულმა ეკლესიამ ლაზარეს შაბათს ქართული ენის დღესასწაული დააწესა. ასე რომ, ჩვენ ვეთანხმებით ამ წინადადების ავტორებს და ტაძარი წმიდა ლაზარეს სახელზე აშენდება. ყოველ წელს, ლაზარეს შაბათს, აქ გაიმართება დიდი დღესასწაული ქართული ენისა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს ეს ადგილი და სრულიად საქართველო. ჩვენთან არს ღმერთი, ამინ. აპრილი, 1990 წელი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1364 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |