მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 40
სტუმარი: 40
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 40
სტუმარი: 40
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



უკმაყოფილება ბედისადმი, ცხოვრებისადმი
სიტყვა მეზვერის და ფარისევლის კვირიაკესა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ქადაგება, წარმოთქმული შენდობის კვირას


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება, წარმოთქმული შენდობის კვირას

წყალობითა ღვთისათა კარს მოგვადგა დიღი მარხვა. წმიდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი უფალს ევედრებოდა: „წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა. ჩემისათა". მართლაც, რა უძლურია ადამიანი ღვთისა და მისი წყალობის გარეშე, რა სუსტია, თუ ღვთის მფარველობა და მადლი მოაკლდა და მისგან არ მიიღო მაცოცხლებელი და განმაახლებელი ძალა, რომელსაც აუცილებლად საჭიროებს. მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანმა ეს მაცოცხლებელი ძალა მიიღოს და მადლი ღვთისა მასზე გადმოვიდეს, მან თავისი თავი უნდა მოამზადოს. აი, სწორედ ამ მიზნითაა დაწესებული დიდი მარხვა. ამ დროს ყოველმა ჩვენგანმა უნდა მოამზადოს თავისი თავი სული წმიდის მისაღებად, ანუ საკუთარ გულში ჩაიხედოს, სულიერად განიწმინდოს და ფერი იცვალოს. ჩვეულებრივ ადამიანი სხვის ნაკლს უფრო ადვილად ამჩნევს ვიდრე თავისას, ცოდვა ძირითადად ორი სახისაა, ერთი, რომელსაც ჩვენ თვითონ ჩავდივართ და მეორე - რომელსაც სხვისი განკითხვით ვიძენთ. ამიტომ დიდ მარხვაში ჩვენ ყოველდღე ვამბობთ ეფრემ ასურის ლოცვას, რომელიც წელს პირველად წაიკითხა მოძღვარმა. უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაჲ თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა. დიდმარხვა იმიტომაც დაწესდა, რომ საკუთარი ცოდვები უფრო ღრმად განვიცადოთ. ადამიანი მუდამ დაკავებულია, თუ უშუალოდ საქმეს არ აკეთებს, ფიქრი აწუხებს და საშუალებას არ აძლევს საკუთარ გულში ჩახედვისა და იმ სულიერი ტაძრის დაკვირვვბისა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ან ვაშენებთ, ან ვანგრევთ. ადვილი შესაძლებელია, რომ ადამიანმა, რომელიც ამ ტაძარს მრავალი წლის მანძილზე აშენებდა, უცბად მის დანგრევას მიჰყოს ხელი. დიდი მარხვა იმისკენ მოგვიწოდებს, რომ ეს ტაძარი შეუსვენებლად ვაშენოთ. პირველშეწირულის წირვის დროს მოძღვარი სანთლით ხელში გამოდის ხალხის წინაშე და ამბობს: ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ამ ნათლის ხილვის, ხოლო შემდეგ მისი მიღების ღირსი უნდა გახდეს, ჩვენი სულიერი ტაძარი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ეს ხელთუქმნელი, ღვთაებრივი ნათელი მასში შევიდეს და დაივანოს, ამ ნათელს ჩვენ ნანგრევები კი არ უნდა დავახვედროთ, არამედ მტკიცედ აღმართული, განწმენდილი და განსპეტაკებული ტაძარი. მართალია, ამის მიღწევა ძნელია, მაგრამ სწორედ ეს არის ჩვენი ცხოვრების აზრი და მიზანი, ჩვენი ცხოვრება ამ ტაძრის აშენებისთვის ბრძოლას წარმოადგენს.

დღევანდელ დღეს შენდობის კვირა ეწოდება. ეს არის კურთხეული დღე, როცა ადამიანი იმაზე უნდა დაფიქრდეს, ვის აწყენინა, გული ვის ატკინა. ამ დღეს იმის გამოძიება კი არ უნდა დავიწყოთ, თუ ვინ იყო დამნაშავე, არამედ ჩვენი, როგორც ქრისტიანის სახე უნდა ვაჩვენოთ და ჩვენზე განაწყენებულ ადამიანებს პატიება უნდა ვთხოვოთ.

მინდა მოგიყვანოთ ერთი მაგალითი, რომელიც ერთ-ერთ მონასტერში მოხდა. ერთი ბერი ისე მძიმედ დასნეულდა, რომ მისი გადარჩენის იმედი ყველამ დაკარგა. წინამძღვარმა იცოდა, რომ იგა ძმობის ერთ-ერთ წევრთან უბრად იყო. ამიტომ ეს ბერი მომაკვდავთან მიიყვანა და წინადადება მისცა შერიგებულიყვნენ, რათა იმ ქვეყანას ძმასთან შეურიგებელი არ წასულიყო. სნეულზე წინამძღვრის სიტყვებმა ისე იმოქმედა, რომ თუ მანამდე განძრევაც კი არ შეეძლო, წამოიწია კიდეც, რათა დაუბრებულისათვის თაყვანი ეცა და შერიგებოდა. ამ უკანასკნელმა კი შერიგებაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ მომაკვდავს არც ამ ქვეყნად და არც იმქვეყნად არ შეურიგდებოდა. ეს სიტყვები დაამთავრა თუ არა, სულიც განუტევა, ბერებს უხილავთ იქ მყოფ ანგელოზთაგან ერთ-ერთმა მთავარანგელოზმა ძმასთან შერიგების უარმყოფელი როგორ დალახვრა შუბით.

შეუნდობლობა სიყვარულის ნაკლებობისა და ამპარტავნებისაგან წარმოდგება; ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია განცდაჲ თვისთა ცოდვათა, ვერც სხვას შეუნდობს. რადგანაც იგი პირველი ცოდვით - ამპარტავნებითაა შეპყრობილი, ამიტომ მისი განკურნების ძალა მხოლოდ წმიდა სამებას აქვს.

დღეს აქ იმისათვის შევიკრიბეთ, რომ ყოვლადწმიდა სამებას, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ერის შენდობა და პატიება ვთხოვოთ, განსაკუთრებით მისი იმ ნაწილისა, რომელიც ღვთისგან შორს დგას და ვერ ხედავს იმ ნათელს, რომელიც განანათლებს ყოველთა.

მძიმეა ჯვარი ყოველი ქრისტიანისა, მით უმეტეს მოძღვრისა, რადგან, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ყოველი მოძღვარი მოწამეა, მაგრამ განსაკუთრებით მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა. მისი ზიდვა ამ ათი წლის განმავლობაში ღვთის ლოცვა-კურთხევამ და თქვენმა ლოცვამ და სიყვარულმა შემაძლებინა.

რა თქმა უნდა, ის, რაც ჩვენს უძველეს ეკლესიაში გაკეთდა, ძალიან მცირეა, მაგრამ ღმერთი მოწმეა, რომ მისი სამსახურისათვის არც ძალა და არც ცოდნა არ დამიშურებია, მადლობელი ვარ ყოვლადწმიდა სამებისა, რომლის წყალობითაც ხალხმა ისევ იბრუნა პირი ღვთისკენ და უძღები შვილის მსგავსად, ისევ მამას დაუბრუნდა.

ამ ათი წლის მანძილზე მე ვცდილობდი შეძლებისდაგვარად ყოველი ადამიანისათვის მეცა ნუგეში, მაგრამ სამწუხაროდ, ალბათ ჩემი ძალების სიმცირის გამო, ამას ყოველთვის ვერ ვახერხებდი, ყველას ვერ შევუმსუბუქე ტკივილი, ყველას სულიერ წყლულებს ვერ დავადე მალამო, შეიძლება ბევრი ნაწყენიც იყოს ჩემზე, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ჩემი სურვილით არასოდეს არავინ დამისჯია. თუ ვინმესთვის კანონი დამიდვია, მხოლოდ სიყვარულით და იმ სურვილით, რომ სიკეთისა და სიწმინდის გზაზე დამდგარიყო.

ამ კურთხეულ დღეს მე გთხოვთ შემინდოთ ჩემი ცოდვები, მაპატიოთ ყველამ, ვისაც კი დახმარების ხელი ვერ გავუწოდე და მე ცოდვილი, მონა-მორჩილი ღვთისა თქვენს ლოცვებში მომიხსენიოთ.

20 თებერვალი, 1988 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/1
ნანახია: 1336 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0