- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდა მოწამე ბოიან ბულგარეთის მთავარი (+830)28 (10.04) მარტიწმიდა მოწამე ბოიან ბულგარეთის მთავარი (+830). როდესაც ბულგარეთის სამეფო ტახტზე ბონის ძმა, წარმართი მოლომირი (ვლადიმირი) ავიდა, მთავარმა მას ქრისტიანი კონამონის განთავისუფლება მოსთხოვა. კონამონი დიდხანს იტანჯებოდა საპყრობილეში კერპთაყვანისცემაში მონაწილეობაზე უარის თქმისათვის. ძმამ ბოიანს თხოვნა შეუსრულა. განთავისუფლებულ კონამონს მთავარმა კითხა, თუ რატომ იტანჯებოდა. ხანგრძლივი საუბრის დროს განათლებულმა ქრისტიანმა წარმართ მთავარს აუხსნა კერპთაყვანისმცემლობის სიცრუე და ცხონებისათვის ქრისტეს რწმენის აუცილებლობა. საუბრის ბოლოს კონამონმა თქვა: „ქრისტეს გარეშე არ არსებობს ნათელი გონებისათვის, სიცოცხლე – სულისათვის. მხოლოდ ის არის კაცობრიობის მოძღვარი და მაცხოვარი. თუ წარწყმედა არ გსურს, იწამე ქრისტე". მთავარი ბოიანი სიხარულით მოინათლა. ახალმოქცეული კეთილმსახური მთავარი მარხვასა და ლოცვას მიეცა. მალომირმა ძმას მოსთხოვა უარეყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობა მიეღო. წმიდა მთავარმა უდრტვინველად უპასუხა: „ვაღიარებ ქრისტეს, ჭეშმარიტ ღმერთს. არავის ძალუძს განმაშოროს მაცხოვრის სიყვარულს". მალომირმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ძმას. მოწამეობრივი აღსასრულის წინ კეთილმსახურმა მთავარმა იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანობა მთელ ბულგარეთში გავრცელდებოდა, აშენდებოდა ქრისტიანული ტაძრები, ხოლო კერპები და სამსხვერპლოები შეიმუსრებოდა. ძმას კი უთხრა: „შენი სისასტიკის გამო სიკვდილით დაისჯები". წმიდა მოწამის წინასწარმეტყველება ყველაზე ადრე საკუთარ ძმაზე ახდა. მალე მალომირი გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ დარჩენია, ამიტომ ტახტხე უფროსი ძმა პერსიანე (+836-852) ავიდა. შემდეგ პერსიანეს ძემ, წმიდა მოციქულთასწორმა ბორისმა, ნათლისღებით მიხეილმა (ხს. 2 მაისს), მთელი ბულგარელი ხალხი განანათლა. ასე აღსრულდა წმიდა მოწამე ბოიანის ეს წინასწარმეტყველებაც. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი I, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+55
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |