მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მოკრძალებული თხოვნა
ანგარებისათვის

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი - რომის პაპი

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი - რომის პაპი (+604)

12 (25) მარტი

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი – რომის პაპი (+604) დაიბადა რომში, დაახლოებით 540 წელს. პაპი დელიქსი მისი ბაბუა იყო. გრიგოლის დედა, სილვია, და დიდედები – ტარსილა და ემილიანა, რომის ეკლესიის მიერ წმიდანებად არიან შერაცხულნი.

გრიგოლმა ბრწყინვალე განათლება მიიღო და მაღალ სახელმწიფო თანამდებობას მიაღწია. მამის გარდაცვალების შემდეგ მან მთელი ქონება ექვსი მონასტრის მოწყობას მოახმარა, რომში წმიდა ანდრია პირველწოდებულის მონასტერი დაარსა და ბერად აღიკვეცა. პაპ პელაგი II-ის დავალებით წმიდა გრიგოლი დიდხანს ცხოვრობდა ბიზანტიაში. აქ დაწერა მან „იობის წიგნის თარგმანები". პელაგის გარდაცვალების შემდეგ რომის კათედრაზე წმიდა გრიგოლი აირჩიეს. შვიდი თვის განმავლობაში უარობდა იგი ამ მაღალ პატივს, მაგრამ, ბოლოს, საეკლესიო კრებულისა და სამწყსოს დაჟინებულმა თხოვნამ აიძულა, თანხმობა განეცხადებინა.

წმიდა გრიგოლი ბრძნულად განაგებდა ეკლესიას. მან ლათინურ ენაზე შეადგინა პირველშეწირული ლიტურღიის ტიპიკონი, რომელიც მანამდე მხოლოდ ზეპირი გადმოცემით იყო ცნობილი. VI საეკლესიო კრების დადგენილებით ეს ტიპიკონი სავალდებულო გახდა მთელი მართლმადიდებლური ეკლესიისათვის.

წმიდა გრიგოლი თავდაუზოგავად ებრძოდა დონატელთა ერესს, ქრისტეს სჯულზე მოაქცია ბრიტანეთში მცხოვრები წარმართები და არიოზის მიმდევრები.

წმიდა გრიგოლის კალამს ეკუთვნის „საუბრები ანუ დიალოგები იტალიელ მამათა ცხოვრებასა და სასწაულზე", რისთვისაც „დიოლოღოსი" უწოდეს. წმიდა გრიგოლის თხზულებათაგან განსაკუთრებით ცნობილია „სამოძღვრო კანონი, სადაც იგი ყოველმხრივ განიხილავს ჭეშმარიტი მოძღვრის სახეს. ჩვენამდე მოაღწია აგრეთვე წმიდა მამის წერილებმა.

წმიდა გრიგოლი რომის ეკლესიას ხელმძღვანელობდა ცამეტი წლის განმავლობაში, გარდაიცვალა 604 წელს. მისი წმიდა ნაწილები ინახება ვატიკანში, წმიდა პეტრეს ტაძარში.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი I, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 871 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0