- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
დიდი აიაზმაშვიდ წმინდა საიდუმლოს, როგორც სოლომონისეულ შვიდ სვეტს, ემყარება უფლის ეკლესია. აქ ყოველი ქვა მაცხოვრის დადებულია, მისი მოჩუქურთმებული. რამეთუ „სიბრძნემ იშენა თავისა თვისისა სახლი". ეს ღვთის სახლია, ამიტომ მის კედელში ერთი ქვაც კი არ უნდა მოირყეს. ჩვენი ღირსი წინაპრები დიდი კრძალვით უფრთხილდებოდნენ ეკლესიის წმიდა საიდუმლოებებს, მის ტრადიციებს. საიდუმლო კი იმიტომ ჰქვია, რომ ამ დროს ლოცვანი თუმცა განცხადებულად აღესრულება ღვთისმსახურთაგან, მაგრამ საღმრთო მადლი კაცთაგან ფარულად მოქმედებს. შვიდი მთავარი საიდუმლოს გარდა არსებობს მცირე საიდუმლოებანიც, თუმცა კი ღვთის მადლით არანაკლებ ძალმოსილნი. ამგვარი გახლავთ დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევა, რომელიც დედა ეკლესიამ ნათლისღების მწუხრზე დააწესა. ამ დროს უბრალო წყალი მღვდლის ლოცვის მეოხებით განიწმინდება და სასწაულებრივ ძალას იძენს. მისდამი ქრისტიანებს განსაკუთრებული სასოება აქვთ. ყოველ დილით, როცა უფლის სისხლსა და ხორცს არ ეზიარებიან, დიდი აიაზმის წყალს მოსვამენ, რათა სულიერად არ მოუძლურდნენ. ამ დღეს ნაკურთხი წყლისადმი დიდი რწმენა ჰქონდათ ძველ ქართველებსაც. ამბობენ, ნათლისღებას აღებული უბრალო წყალიც კი არ იხრწნებაო. მიაჩნდათ, რომ ამ დღეს ყოველი მდინარის, ნაკადულისა თუ ხევის წყალს ისეთივე მადლი ეძლეოდა, იორდანეს რომ მიეცა მაცხოვრის ნათლისღებისას. ზოგიერთ სოფელში ახლაც არის შემორჩენილი ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღებას, უთენია, უმძრახად (ხმაგაუცემლად) სამჯერ აავსებენ სარწყულებს ხევსა თუ მდინარეში და იქვე დააქცევენ. ზოგს კი ეს წყალი საფლავზე მიაქვს და ზედ მოასხურებს - ამგვარად თითქოს თავიანთ მიცვალებულებსაც აზიარებენ ღვთის განცხადების სიხარულს. ნეტავი იმასს, ვინც ბავშვივით მიენდობა უფალს! ხოლო თუ ურწმუნოების ჭია შეუჩნდა უკვდავებისთვის განკუთვნილ სულს, კაცი ან გამოცხადებით, ან განსაცდელით უთუოდ განისწავლება ღვთისგან. აი, ორი ამბავი რწმენის ნაკლებობაზე: 1909 წელს პეტერბურგში სანიტარული კომისიის წარდგენით გაიცა განკარგულება, რომ დიდი აიაზმა ადუღებულ წყალზე აღსრულებულიყო. ეკლესიებში ადუღებული წყლით სავსე უზარმაზარი კასრები მოზიდეს და მათზე წაიკითხეს წყალკურთხევის ლოცვა. და ეს რომელიმე პროვინციაში კი არა, იმპერიის ცენტრში, არა წარმართი, არამედ ქრისტიანი მეფის მმართველობისას ხდებოდა! ბრძანებას მხოლოდ ეპისკოპოსი პირილე გდოველი არ დაემორჩილა. აი, რას წერს იმდროინდელი „პეტერბურგის გაზეთი": „ლავრის დარაჯმა წყალკურთხევისათვის წინასწარ მოამზადა უზარმაზარი მუხის გობი და რამდენიმე კასრი აუდუღარი წყალი, პოლიციამ კი ქალაქის თავის ბრძანებით ადგილობრივი ტრაქტირის მეპატრონეს დაავალა, ალექსანდრე ნეველის ტაძარში წყლის კურთხევისათვის 50 ვედრო წყალი აედუღებინა. წყალი ერთ საათში მზად იყო. როცა პოლიციამ შეიტყო, რომ მუხის გობში აუდუღარი წყალი ესხა, მისი ადუღებულით შეცვლა მოითხოვა. ლავრის იკონომოსი დაიბნა და მიტროპოლიტ ანტონთან გაეშურა, მაგრამ არ შეუშვეს, - უთხრეს, ძალზე დაკავებულიაო. იკონომოსი უკან დაბრუნდა და საკუთარი ხელმწიფებით შეაცვლევინა წყალი. ადუღებული წყალი ყველას ეყო, თუმცა ეს კია - გაცივება ვერ მოასწრო და ცხელ-ცხელსვე არისგებდნენ. ამ ამბავმა მრევლი ძალზე აღაშფოთა. ადუღებული წყალი რომ შემოიტანეს და კასრებში ჩაასხეს, ბევრმა ლიტურგიაც კი მიატოვა. ეს მოხდა ღვთის განცხადების წინა დღეს, დღესასწაულზე კი (რუსული ტრადიციით, წყალი ნათლისღებასაც იკურთხება) ლავრის სამღვდელოებამ უარი განაცხადა, ნევის ნაპირთან ადუღებული წყლით სავსე კასრი დაედგათ და ის ეკურთხებინათ. ყინული ამოჭრეს და ნეტარხსენებულმა მიტროპოლიტმა კირილე გდოველმა ლავრის არქიმანდრიტებთან ერთად, წესისამებრ, მდინარე აკურთხა, თუმცა პოლიციამ ყველა ღონე იხმარა, რომ წყლის კურთხევას არც ერთი მლოცველი არ დასწრებოდა". მიტროპოლიტი ანტონი, რომლის დროსაც ეს მკრეხელობა მოხდა, მალე გარდაიცვალა. საშინელი იყო მისი სიკვდილი - ათი დღე უგონოდ იწვა და ყოველდღე ესალმებოდა სიცოცხლეს. როცა გარდაიცვალა, წესის აგებისას მისი ცხედარი ლავრის ირგვლივ შემოატარეს. უეცრად ამოვარდნილმა ქარბორბალამ მიცვალებულს გვირგვინი თავიდან მოაგლიჯა და ხალხში გადაისროლა, მერე კი უკვალად გააქრო. ჭეშმარიტად - ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება. ეს ამბავი კი ჩვენი დროის საქართველოში მოხდა. მესხეთში, ულამაზეს ადგილას, დგას ჭულევის მონასტერი. მის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩანჩქერი გადმოჩქეფს. აი, ამ წყალს აკურთხებდნენ ხოლმე ნათლისღებისას. იმ წელსაც ასე იყო. უამრავი მლოცველი მიაწყდა მონასტერს. ძალზე ციოდა და თოვლიც იდო, მაგრამ ხალხი ამან ვერ დააბრკოლა. ჩანჩქერთან ყინული ამოამტვრიეს და მამა სტეფანემ (ახლა უკვე ეპისკოპოსმა) დიდი აიაზმის წესით აღასრულა კურთხევა. ლოცვის დამთავრების შემდეგ კი ყველა შევიდა წყალში და განიბანა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ორი თვის ბავშვი მოეყვანა. პატარა ავად იყო. ექიმებს მისი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ... მშობლებმა ისიც ჩააყურყუმალავეს წყალში. მხოლოდ ნათიამ არ ისურვა განბანა, არ გავცივდეო - შეეშინდა. განბანის შემდეგ უნდა ეტრაპეზათ. ნათიამ აღარ დაიცადა და შინისაკენ გაეშურა. მოხდა სასწაული - მომაკვდავმა ბავშვა მოიხედა და მალე სრულად გამოჯანმრთელდა. ნათიას კი იმ ღამეს სიცხე მისცა და კარგა ხანს იავადმყოფა. მას მცირე მიეცა, მცირე მოეთხოვა და, მღვდელმთავრისგან გასხვავებით, მცირედ განისწავლა ღვთისაგან.
| |
მომწონს
+42
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |