საიტის მენიუ
ჩვენთან არს ღმერთი
ჩვენი გამოკითხვა
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
ჩვენთან არს ღმერთი
თქვენი რეკლამა
Top სტატუსი
- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
მღდელმოწამე დამასკინ ახალი
მღდელმოწამე დამასკინ ახალი (+1771)16 (29) იანვარიმღვდელმოწამე დამასკინ ახალი ტირნოვის ეპარქიის სოფელ გაბროვოში დაიბადა. როცა მოწიფულობის ასაკს მიაღწია, მან დატოვა სამშობლო, ათონის მთას მიაშურა და ხილენდარის მონასტერში ბერად აღიკვეცა. შემდგომ წმიდანი ამ სავანის იღუმენი გახდა. ერთხელ ნეტარი მამა მონასტრის საქმეებზე ჩავიდა ბულგარეთში, სოფელ სისტოვში. ურჯულოებმა ქალის მოტაცებაში დასდეს ბრალი და მიუხედავად სოფლის მმართველის გამოსარჩლებისა, მოკვლა გადაწყვიტეს. სახრჩობელასთან მიყვანილ წმიდანს უღმრთოებმა მაჰმადის სჯულის მიღება შესთავაზეს, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა და მოწამის გვირგვინიც მიიღო. ეს მოხდა 1771 წლის 6 იანვარს. მტარვალებს მალე ეწიათ უფლის სასჯელი: დუნაის გადალახვის დროს ყველანი მდინარეში ჩაიხრჩვნენ. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი I, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+34
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |