- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ღირსი დულა მეგვიპტელი15 (28) ივნისიღირსი დულა ეგვიპტის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო. სიმშვიდით, თავმდაბლობითა და მორჩილებით გამორჩეული მოწესე სავანის ზოგიერთი ძმისგან 20 წლის მანძილზე ითმენდა დაცინვასა და შეურაცხყოფას. თავდაპირველად ძლიერ უჭირდა, მაგრამ შემდგომ ისეთ განურისხველობას მიაღწია, რომ გულწრფელად უყვარდა თავისი მტრები. სიცოცხლის მიწურულს წმიდანს განსაცდელი დაატყდა თავს: ერთმა ბერმა საეკლესიო ჭურჭელი მოიპარა და გადამალა. როცა იღუმენმა საძმოსთან ერთად დამნაშავის მოძებნა გადაწყვიტა, მტრებმა ქურდობაში დულას დასდეს ბრალი. ისინი ამბობდნენ, სწორედ იმ დღეს დულა შუაღამიანზე არ გამოცხადდა, მაშინ, როცა სხვა დროს მას ვერავინ დაასწრებდაო მოსვლას. სინამდვილეში ამ მსახურებაზე წმიდანის არყოფნის მიზეზი მისი ავადმყოფობა იყო. ღირსი მამა ამტკიცებდა, ამ ცოდვაში ბრალი არ მიმიძღვისო, მაგრამ მტრები კრიჭაში ჩაუდგნენ - ყველაფერი საკუთარი თვალებით ვნახეთო. როცა დულა დარწმუნდა, რომ მისი არავის სჯეროდა, თავის მართლება აღარ განაგრძო და თქვა: „შემინდეთ, წმიდანო მამანო, ცოდვილი ვარ!" მაშინ იღუმენმა ბრძანა, საბერო შესამოსელისგან განეძარცვათ ნეტარი მამა. დულა ხმამაღლა ქვითინებდა და ღაღადებდა: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შენი სახელისთვის შევიმოსე ეს სამოსელი, ახლა კი, ცოდვების გამო განვიმოსები მისგან!" ღირს მამას ბორკილები დაადეს. იკონომოსი მას სასტიკად გვემდა - სურდა გამოეტეხა, სად გადამალა ჭურჭელი, უცოდველი მარტვილი კი იმეორებდა: „ვცოდე - შემინდეთ!" მაშინ ბერი საერო სასამართლოს გადასცეს განსასჯელად, სადაც წამება დაუწყეს. მოსაგრე ამაოდ ირწმუნებოდა, მე არა მაქვსო ვერცხლი და არც დაკარგული ჭურჭელი. ბერებმა ნება დართეს ქალაქის ეპარქს, ისე მოქცეოდა განსასჯელს, როგორც კანონი ავალდებულებდა და დულასაც ორივე ხელის მოკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის აღსრულებამდე მმართველმა ღირს მამას მიმართა: „გვითხარი, სად არის ჭურჭელი და სასჯელისგანაც განთავისუფლდები". წმიდანმა მიუგო: „გინდა, რომ ის მათქმევინო, რაც არ ჩამიდენია? მე აღარ მსურს ვიცრუო, რადგან ყოველგვარი ტყუილი ბოროტისგანაა". დულა დასასჯელად გაიყვანეს და მაშინ, როგორც იქნა, ნამდვილმა ქურდმა იგრძნო სინდისის ქენჯნა: იღუმენთან მივიდა და ითხოვა, შეეჩერებინათ ჯალათები. ღირსი მამა მონასტერში დააბრუნეს. ბერები პატიებას სთხოვდნენ, ის კი სულაც არ ბრაზობდა, პირიქით, მადლობას უხდიდა ყველას იმისთვის, რომ ვნებათა დათმენით ცოდვების გამოსყიდვის საშუალება მისცეს. წმიდანი მხურვალედ ლოცულობდა მტრებისთვის. სამი დღის შემდეგ ღირსი მამა აღსრულებული იპოვეს - მას ლოცვის დროს, მუხლმოყრილს შეევედრებინა სული უფლისათვის. დაკრძალვა იღუმენისა და მეზობელი ლავრის ძმების მოსვლამდე გადადეს. მანამდე კი წმიდა ცხედარი ტაძარში გამოკეტეს. როცა ყველანი შეგროვდნენ და ეკლესიაში შევიდნენ, შიგ მიცვალებულის სამოსლისა და სანდლების გარდა არაფერი დახვედრიათ. ღვთის განგებით, წმიდა დულას შეურაცხმყოფელთ არ მიეცათ წმიდანის დაკრძალვისა და მასთან ქრისტიანულად გამომშვიდობების საშუალება. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+34
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |