- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
„პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა"უფლის მეხუთე მცნებაში ვკითხულობთ: „პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა". ეს მცნება გვამცნობს, რომ მშობლებისადმი მორჩილება ქრისტიანული სათნოებაა. ძველი აღთქმის მამამთავრების ცხოვრება იყო მამებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულების ნიმუში - შვილები ყველაფერში ემორჩილებოდნენ მამებს. მშობლების აზრს, მათ დალოცვას ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის. ასე იყო აბრაამის, ისააკის, იაკობის დროს. მშობლების ფენომენი და მისი პატივისცემა ყოველთვის, ყოველ ეპოქაში უაღრესად მნიშნველოვანი იყო. რა თქმა უნდა, შვილი მშობელს ყველაფერში უნდა ემორჩილებოდეს, მაგრამ თუკი მშობლის მოთხოვნა ღვთის მცნებებს, ეკლესიურ სწავლებას ეწინააღმდეგება, ამ შემთხვევაში მორჩილება აღარ შეიძლება. ღვთის საწინააღმდეგო საქმეში მშობლებისადმი მორჩილება არ შეიძლება, თუმცა უნდა რჩებოდეს მშობლებისადმი სიყვარული, პატივისცემა და სურვილი იმისა, რომ მშობელის დადგეს ჭეშმარიტების გზაზე. ხშირად ხდება, რომ ახალგაზრდები ეკლესიაში მიდიან, მათი მშობლების კი არაეკლესიურები რჩებიან. ამ დროს წარმოიშვება ხოლმე კონფლიქტი მშობლებსა და შვილებს შორის. ახალმოქცეული ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ არა აქვს შეთვისებული მორჩილების, სიყვარულის ქრისტიანული გაგება, მეტ ყურადღებას აქცევს გარეგნულ მომენტს, თანაც უფრო მაქსიმალისტია და მაქსიმალისტურად უპირისპირდება მშობლებს. იგი მათგან დაუყოვნებლივ მოითხოვს ეკლესიური ცხოვრების დაწყებას, უკეთეს შემთხვევაში კი სურს, რომ მისი ცხოვრების წესი - ეკლესიაში სიარული, მარხვა, ლოცვები, მოძღვართან ურთიერთობა, მშობლების მიერ სასწრაფოდ იყოს მიღებული, გაგებული და მოწონებული, მშობლებს კი ძალიან უჭირთ ეს, რადგან სხვაგვარი ცხოვრება აქვთ გავლილი. ხშირად შვილების მოთხოვნები ძალიან კატეგორიულია. ისინი ვერ ითმენენ იმას, რომ მშობლები სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებამდე თანდათანობით მიიყვანონ. ხშირად სიყვარულს ადგილს უთმობს განკითხვები, მშობლებისადმი დაპირისპირება, ზოგჯერ კი სერიოზული კონფლიქტი მათთან. ასეთ შემთხვევაში ადამიანი მძიმე ცოდვაში ვარდება, რადგან სადაც უნდა იმოქმედოს მოთმინებითა და სიყვარულით, მშობლებზე ლოცვითა და საკუთარი სწორი ცხოვრების მაგალითებით, მოქმედებს კატეგორიული ტონით, მოთხოვნით, შეგონებებით, ზოგჯერ ირონიითაც კი. ამგვარ შემთხვევაში ადამიანი ვერ აღწევს ჭეშმარიტ მიზანს და კიდევ უფრო დიდ კონფლიქტს იწვევს. ამას უნდა ვერიდოთ და მშობლებთან მიმართებაში დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ. ეს იმიტომ, რომ როგორც მოვექცევით საკუთარ მშობლებს, სწორედ ასევე მოგვექცევიან ჩვენი შვილები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მშობლის გარეშე მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა, ყოველთვის უნდა შევეცადოთ, რომ მშობლის დალოცვა და კურთხევა მივიღოთ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II ხშირად ეხება ხოლმე ამ საკითხს ქადაგებებში. იგი გვირჩევს, რომ მშობლებს ყოველდღიურად დავალოცვინოთ თავი. ყოველ დილას და საღამოს მორჩილებით მივიდეთ მათთან, დავიჩოქოთ, ხელზე ვემთხვიოთ და ლოცვა-კურთხევა მივიღოთ მათგან. ზოგისთვის ეს ძნელი შესასრულებელია, ზოგს უჭირს თავის დამდაბლება მშობლის წინაშე, ზოგს კი იმის იმედი არა აქვს, რომ მშობელი ამას სწორად გაიგებს. მაგრამ თუკი შინაგანად დიდი სურვილი და გულმოდგინება გვექნება, მშობლებსაც გაუჩნდებათ შესაბამისი განწყობა და როცა ისინი დაგვლოცავენ დიდი ძალა მოგვეცემა. ისიც საგულისხმოა, რომ მშობლებს სასულიერო პირებიც კი ალოცვინებენ თავს. უნდა ვიცოდეთ, რომ უმძიმესი შედეგები მოაქვს მშობლის წყევლას. დედის წყევლა საშინელებაა. ხალხში გავრცელებულია არასწორი აზრი: „დედის ენა რომ წყევლის, ძუძუ ლოცავსო". ეს მცდარი აზრია. სიტყვას უდიდესი ძალა აქვს, თუკი ჩვენ ყოველი ამაო სიტყვისათვისაც მოგვეკითხება უფლისაგან პასუხი, მით უფრო ცუდად ნათქვამი სიტყვისათვის, წყევლისა და გინებისათვის. სიტყვა არ ქრება, ეს არ არის მხოლოდ ჰაერის ბგერებით შერხევა, მას სულიერი მნიშვნელობა აქვს. ნათქვამი სიტყვა რჩება სულიერ სამყაროში. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ სულ კარგი რამ ვილაპარაკოთ. მაგალითად, ხშირად როცა გვინდა ვინმეს მოსალოდნელი საფრთხე თავიდან ავაცილოთ, მივუთითებთ იმ შედეგზე, რაც მათ საქციელს მოჰყვება. სინამდვილეში კი, პირიქით, საჭიროა ვურჩიოთ რამე, რომ ცუდი რამ არ მოხდეს. მაგალითად, ცელქ ბიჭუნას დედა აფრთხილებს: „ნუ ადიხარ ხეზე, თორემ ჩამოვარდები". მან უნდა უთხრას თავის შვილს: „ნუ ადიხარ, რომ არ ჩამოვარდე". ამ შემთხვევაში იგი სიტყვითაც იცავს თავის შვილს. მოგიყვანთ მშობლისმიერი ლოცვისა და წყევლის ძალის მაგალითებს. ერთხელ ერთი ხომალდი ზღვაში დაიღუპა. ერთ-ერთი მეზღვაური გადარჩა და ფიცარს იყო ჩაფრენილი. ამ დროს დედის გულმა იგრძნო, რომ მისი შვილი განსაცდელში იყო და შვილისათვის დაუჯდომელის კითხვა დაიწყო. მართლაც, მოხდა სასწაული; ამ დროს გემის კაპიტანს, რომელიც შორიახლოს მიცურავდა, ჩაესმა სიტყვები, რომ შეეცვალა კურსი და იმ მიმართულებით წასულიყო, სადაც კატასტროფას გადარჩენილ მეზღვაურს ზღვის ტალღები ათამაშებდნენ და ასე გადაარჩინეს იგი დაღუპვას. გაირკვა, რომ ეს სწორედ იმ დროს ხდებოდა, როცა დედა დაუჯდომელს ლოცულობდა. სამაგიეროდ, არის სრულიად საპირისპირო შემთხვევებიც. ერთი შვილი ცუდად ექცეოდა დედას, რომელსაც ჭამის დროს ხელი უკანკალებდა. ერთხელ სადილობის დროს, როცა დედამ ხელი წაიღო საჭმლის ასაღებად, შვილმა ხელი გაუჩერა. ასე განმეორდა რამდენჯერმე. აშკარად გამოჩნდა, რომ შვილი დედას ჭამას უშლიდა. მაშინ დედამ დაწყევლა იგი: „ჭამდე და ვერ ძღებოდე, სვამდე და ვერ კმაყოფილდებოდეო" და სახლს განეშორა. მართლაც, შვილს საოცარი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გაუჩნდა: კარდაკარ დაეხეტებოდა და საჭმელს ითხოვდა, ჭამდა, მაგრამ ვერ კმაყოფილდებოდა, სვამდა და წყურვილს ვერ იკლავდა. წყევლასა და ლოცვას მართლაც უდიდესი მნიშნველობა აქვს.
| |
მომწონს
+43
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |