მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მცონარებისათვის
ნაცვლად ქადაგებისა ლოცვა თქმული დიდ პარასკევს ჯვარცმის გარდამოხსნაზე

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ნათლობის საიდუმლო

ნათლობის საიდუმლო

რა შემთხვევაშია დაშვებული მეორედ მონათვლა და რატომ არ შეიძლება ნათლულის ოჯახის წევრების დაოჯახება მეშვიდე თაობამდე?

ნათლობის საიდუმლო ეკლესიაში არსებული 7 საიდუმლოდან ერთ-ერთი უმთავრესია. ნათლობით იწყება ადამიანის ქრისტიანული ცხოვრება, რადგან მონათლული ადამიანი ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება. ყველა ადამიანი უნდა ისწრაფოდეს გახდეს ამ უდიდესი საიდუმლოს თანაზიარი.

საზოგადოებაში ხშირად ვრცელდება მცდარი შეხედულებები ტრადიციებისა და მათ შორის ეკლესიური წესების შესახებ, დაინტერესებულ ადამიანს კი უჭირს სიმართლის გარკვევა. "ამბიონი” შეეცადა მკითხველისათვის სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, მამა ვახტანგი კვიჟინაძის მოსაზრებები მიეწოდებინა ნათლობის საიდუმლოს შესახებ.

მამა ვახტანგ კვიჟინაძე (სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური): "ქრისტიანული ნათლობა უფლისაგან არის დადგენილი, როდესაც თვითონ უფალმა ნათელი იღო იოანე ნათლისმცემელისგან. იოანე ნათლისცემელი ნათლობის ჟამს ამბობს: ესე არს ტარიგი ღმრთისა და თავის მოწაფეებს მიუთითებს, რომ მისულიყვნენ და დამოწაფებოდნენ მაცხოვარს. ანუ თვითონ ნათლისღების ჟამს, როდესაც მაცხოვარი ნათელს იღებს იოანე ეუბნება, მე მეკუთვნის შენგან ნათლისღება და შენ ჩემგან ღებულობა ნათლისაო. მაგრამ უფალმა მაინც მიიღო ნათლობა იოანესგან, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება და ამ დროს ყველამ დაინახა, როგორ დაადგება მაცხოვარს მტრედის სახით სულიწმინდის მადლი და ხმა ისმის, ესე არს ძე ჩემი და მას უსმინეთო. ეს არის განცხადება ქრისტიანული ცხოვრებისა და ნათლისღების მადლით, შთაფვლით ხდება ადამიანის მეორედ შობა. უფალი ამბობს: "ვინც მეორედ არ იშვას წყლისაგან მან ვერ იხილოს ცათა სასუფეველიო”.

- მრწამსში ნათქვამია, "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათ” – რა შემთხვევაშია დაშვებული მეორედ მონათვლა?

- მეორედ ნათლობა დაშვებულია თუ ადამიანი ქრისტიანული წესით არ არის მონათლული. სხვა სარწმუნოებიდან გადმოსვლისას, ადამიანებს ვეკითხებით, რომელ მიმდინარეობაში იყო, რადგან ზოგჯერ წყლის ნათლისღება საჭირო აღარ არის. მაგრამ არის შეთხვევები, როცა ნათლობა მთლიანდ თავიდანაა ჩასატარებელი. თუ ქრისტიანულად, მართლმადიდებლურად მონათლულ ადამიანს მეორედ მონათვლა იმიტომ სურს, რომ ნათლია არ მოსწონს ამ შემთხვევაში მეორედ ნათლობა დაუშვებელია.

ჩვენს პრაქტიკაში სამწუხაროდ იყო შემთხვევა, როცა მოძღვარი არღვევდა ნათლობის კანონიკას, მის მიერ "მონათლული ხალხი” შემდგომ ხელმეორედ მოინათლნენ. შეიძლება იყოს შემთხვევა, როცა მოძღვარი აღასრულებდეს ნათლისღების მსახურებას ყველა წესის დაცვით და შემდეგ განიკვეთოს, მაგრამ თუ განკვეთილი კიდევ აგრძელებს ნათლობას, მის მიერ მონათლული ადამიანები თავიდან არიან მოსანათლები.

- რატომ არ შეუძლიათ მოუნათლავ ადამიანებს ქრისტიანულ საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება

- სიტყვა "ეკლესია” ერთიანობას ნიშნავს, ანუ ჩვენ ვართ ერთიანები ქრისტიანულ სარწმუნოებაში, ხოლო ადამიანი ვინც მეორედ იშვება წყლისგან, ანუ ნათელს იღებს, აღმსარებლობით ხდება ქრისტიანი (მართლმადიდებელი) და ხდება ქრისტეს ეკლესიის წევრი და ვინც არ არის მონათლული მას წირვა-ლოცვებში, ზიარებებში თუ სხვა საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია, რადგან ის არ აღიარებს ქრისტიანობას და არც ეკლესიის წევრად ითვლება.

- ხშირად ნათლობას მხოლოდ იმ მიზეზით გადადებენ რომ ოჯახს საშუალება არ აქვს აძლევს ნათლობის შემდეგი სუფრა გაშალოს, რამდენად სწორია ამგვარი მიდგომა?

- ხალხს არაერთხელ ვუხსნით, რომ სუფრის გამო, ნათლობის გადადება არის წვალება იმ ადამიანისა, რომელიც უნდა მოინათლოს. რადგან არ ვიცით, მეორე წუთში რა ხდება ჩვენს თავს და ამისათვის ყველა ადამიანი დაზღვეული უნდა იყოს. რამეთუ ვერცერთი ადამიანი ნათლობის გარეშე ვერ იხილავს ცათა სასუფეველს. რასაკვირველია, ნათლობა არის ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისი და მასზე აშენებული ჩვენი ცხოვრებით წარვდგებით უფლის წინაშე. ნათლობის საიდუმლოს შესრულება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

- რატომ ხდება ახალშობილის მე-40 დღეს მონათვლა?

- ბავშვის მონათვლა 40 დღემდე და მას შემდეგაც შეიძლება, მაგრამ ეს პრაქტიკა იმიტომ დამკვიდრდა რომ მე-40 დღეს დედას ეკითხება სპეციალური ლოცვები და ხდება მისი განწმენდა. ამ დღეს დედას შვილი მიყავს ტაძარში და ბავშვი ინათლება. ყრმის სახელდება კი მერვე დღეს ხდება და თუ ადამიანს ქრისტიანული სახელი არ ჰქვია, მას ქრისტიანული წმინდანის სახელს ვარქმევთ. ნათლობის დღე ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დაბადების დღე ადამიანისა, და სწორედ ისე უნდა აღვნიშნოთ ქრისტიანულად დაბადება, როგორც ქვეყნიერებას მოვლენა.

- როგორ უნდა მოხდეს ნათლიის შერჩევა?

- უნდა ვეცადოთ, ნათლიად ისეთი პიროვნება ავირჩიოთ, რომელიც ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობს, რადგან ჩვენს შვილს ნათლიამ უნდა ასწავლოს ქრისტიანული ცხოვრება და განსწავლოს იგი ქრისტიანულ ცხოვრებაში. როცა ნათლიას მატერიალური კუთხით არჩევენ, ასეთ დროს ისინი ვერც მატერიალურ მხარეს იღებენ, იმ ადამიანსაც კარგავენ და რასაკვირველია, სულიერსაც ვერ მიიღებენ. ზოგჯერ ამბობენ, თითქოს, ნათლობაზე უარის თქმა არ შეიძლება, მაგრამ თუ მე არ შემიძლია ყურადღება მივაქციო ბავშვს, როგორ არ შეიძლება ნათლობაზე უარის თქმა. ბავშვი მოუნათლავი არ უნდა დარჩეს, მაგრამ თუ არ მაქვს იმ ბავშვთან ახლო ურთიერობა და სულიერების თვალსაზრისთ დახმარება არ შემიძლია, როგორ შეიძლება იმ ბავშვს ნათლიად დავუდგე. თუმცა, ეს ადამიანის პიროვნულ გადაწყველტილებაზეა დამოკიდებული. მთავარია ადამიანმა შეიმეცნოს ნათლობის არსი. რადგან ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს ყოველ მოქმედებაზე და ჩვენს ნათლულს, რომელსაც ნათლობას მივანიჭებთ და არ ვასწავლით ქრისტიანულ ცხოვრებას, მაშინ რა ნათელის მიმცემი ვართ? პირიქით, ბნელში ვტოვებთ ისევ.

- გადადის თუ არა ნათლიის ცოდვები ნათლულზე, ან პირიქით?

- ჩემი ცოდვები, ან მოსანათლის ცოდვები ჩემს მომნათვლელზე არ გადავა. ცოდვებისგან ჩვენ ვიწმინდებით და ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, რადგან წყალში შთაფვლისას ხდება მეორედ შობა და იწყება ახალი ცხოვრება პიროვნებისა. ნათლისღებით ის განწმენდილი იქნა შთამომომავლობით გადმოცემული ცოდვისგან. არის გამოთქმა "ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილები მოკვეთაო” – თუ ბაბუა ქრისტიანულად არ ცხოვრობდა, ცოდვებს სჩადიოდა და ცოდვები მისგან მომდინარეობს, ის შვილიშვილზე თუ ბაბუის გზას არ აგრძელებს, არ გადმოდის. ბაბუის ნაჭამი ტყემალი მხოლოდ მაშინ მოკვეთს შვილიშვილს კბილებს, როდესაც შვილიშვილი ამ ტყემალს შეჭამს.

- შეუძლიათ თუ არა ნათლიის და ნათლულის ოჯახის წევრებს ერთმანეთთან შეუღლება?

- ნათლობითი ნათესაობა მეშვიდე თაობამდე გრძელდება. მეშვიდე თაობამდე ნათლობით ნათესავებში არ შეიძლება დაქორწინება. ქრისტიანულ ცხოვრებაში ხორციელი ნათესავი, მეოთხე თაობის შემდეგ შეიძლება დაქორწინდეს, მაგრამ ნათლობის შემთხვევაში მხოლოდ მეშვიდე თაობის შემდეგ შეიძლება იყვნენ ქორწინებაში. ასე რომ ნათლობას უდიდესი მნიშვენელობა აქვს. აქ სულიწმინდის მადლთან გვაქვს საუბარი და ჩვენ პირდაპირ გვეუბნება უფალი, ვინც სულიწმინდა დაგმოს მან არ მიიღოს ცათა სასუფეველი. ანუ სულიწმინდის მგმობელი აუცილებლად დაისჯება.

- შეეფერება თუ არა სინამდვილეს ხალხში გავრცელებულია შეხედულება, თუ შვიდი ნათლული გეყოლება, სამოთხეში მოხვდები?

- ნათლულების რაოდენობით არ შეიძლება განისაზღვროს ქრისტიანული ცხონება-არცხონება. ჩვენ ვცხონდებით ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების და იმ საქციელის მიხედვით, თუ რას ვამბობთ, როგორ ვიქცევით. ჩვენი სიტყვები უნდა შეესაბამდებოდეს ჩვენს საქმეებს და ამ შემთხვევაში ვცხონდებით. როდესაც ადამიანი ქრისტიანია, მაგრამ ქრისტიანულად არ ცხოვრობს, ის ვერ ცხონდება, რადგან მან დიდი დანაშაულები ჩაიდინა უფლის წინაშე, არ შეასრულა ნათლობის ჟამს დადებული პირობა ქრისტიანულად ცხოვრების შესახებ.

როდესაც ყრმებს ვნათლავთ, ხშირად ისმის კითხვა, რატომ ვნათლავთ ყრმებს, რა იცის ბავშვმა ნათლობის შესახებ? ჩვენ უფლებებს არავის არ ვართმევთ, არც ყრმას და არც დიდს. რადგან ამ დროს მშობელმა იცის ნათლობის არსის შესახებ და ამ შემთხვევაში მშობელია პასუხისმგებელი თავისი შვილის სულიერებაზე. თუ მშობელი ქრისტიანული წესით ცხოვრობს, ის შესაბამისად, შეგნებულად ნათლავს თავის შვილს. ამ იდეის ავტორებს კი მინდა ვუთხრა, რომ როდესაც წმინდა მოციქულები მიდიოდნენ და ნათლავდნენ ოჯახს, მთელი ოჯახი მოინათლებოდა, ამ ოჯახში ყრმებიც იყვნენ და შესაბამისად, ისინიც ინათლებოდნენ.

- რა დანიშნულება აქვს ნათლობის სანთლებს?

- როდესაც მცირეწლოვანს ვნათლავთ, დედას შეუძლია შვილის ნათლობის სანთლით ილოცოს თავისი შვილისთვის ნებისმიერ დღეს, განსაკუთრებით კი ნათლობის დღეს, იმ წმინდანის სახელის დღეს, რომლის სახელსაც ატარებს ბავშვი და თორმეტ საუფლო დღესასწაულზე, ასევე ოჯახის დღესასწაულზე. მას შემდეგ რაც ბავშვი წამოიზრდება და ცნობიერება ექნება, მას თავადვე შეეძლება ილოცოს და დაანთოს ეს სანთლები.




ნანახია: 1261 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0