მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა ყველიერის კვირიაკესა
სადაც შერიგებაა, იქ სიყვარულია

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ღირსი თეოდოსი პეჩორელი,ნაწილთა გადასვენება

ღირსი თეოდოსი პეჩორელი (ნაწილთა გადასვენება, 1091)

14 (27) აგვისტო

ღირსი თეოდოსი პეჩორელი, დაიბადა სოფელ ვასილევკაში, კიევის მახლობლად და ოჯახთან ერთად სიყრმეშივე გადასახლდა კურსკში. მან ადრევე იგრძნო სწრაფვა მოსაგრეობისკენ; მშობლიურ სახლშიც ასკეტურად ცხოვრობდა - თავს არიდებდა ბავშვურ გართობა-თამაშობებს, გამუდმებით დადიოდა ეკლესიაში, გულმოდგინედ უსმენდა ლოცვას და ყველაფერს, რაც გააჩნდა, ღარიბებს ურიგებდა. წმიდანმა თვითონ სთხოვა დედ-მამას, საღვთო წიგნების კითხვის შესასწავლად მიებარებინათ, რასაც საოცარი ნიჭის წყალობით ისე სწრაფად დაეუფლა, რომ ყველა გააოცა. თეოდოსის შეძლებულ მშობლებს არ მოსწონდათ, რომ მათი შვილი გლახაკივით იმოსებოდა, განმარტოებისაკენ ისწრაფოდა და ხშირად, მეზობელი გლეხების დახმარების სურვილით, მათთან ერთად მუშაობდა.

მამის სიკვდილის შემდეგ, ჯერ ისევ ყმაწვილი მოსაგრე, დედისგან ფარულად მწირებთან ერთად გაუყვა გზას იერუსალიმისაკენ, მაგრამ წამოეწივნენ და თვითნებობისთვის მკაცრად დასაჯეს. შინ დაბრუნებული თეოდოსი, მიუხედავად მკაცრი და მოსიყვარულე დედის აკრძალვებისა და მუქარებისა, კვლავ ცხოვრების არჩეულ გზას ადგა: რასაც მშობლისაგან ღებულობდა, გლახაკებს უნაწილებდა, მკაცრად მარხულობდა, რკინის ჯაჭვებს ატარებდა და სეფისკვერებს აცხობდა ერთ-ერთი ტაძრისთვის. ოცდასამი წლის იყო ჭაბუკი, როცა ფარულად დატოვა მშობლიური ოჯახი და კიევო-პეჩორის ლავრაში ბერად აღიკვეცა ღირსი ანტონის ხელით. ოთხი წლის შემდეგ დედამ მოძებნა შვილი და ცრემლებით ევედრებოდა, შინ დაბრუნებულიყო, მაგრამ წმიდანმა თავად დაარწმუნა იგი, მონაზვნად შემდგარიყო წმიდა ნიკოლოზის სავანეში.

1054 წელს ღირსი თეოდოსი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს, 1057 წელს კი - იღუმენად აირჩიეს. ხმამ მისი საოცარი ღვაწლის შესახებ მრავალი მოსაგრე მიიზიდა სავანეში, სადაც წმიდანმა შემოიღო სტუდიონის მონასტრის წეს-განგება, რომელიც მისი თხოვნით საგანგებოდ გადმოიწერეს კონსტანტინოპოლში. წინამძღვრის ხარისხშიც ღირსი თეოდოსი ყველაზე ძნელ მორჩილების საქმეებს აღასრულებდა. იგი, ჩვეულებრივ, მხოლოდ გამომხმარი პურითა და მწვანილით იკვებებოდა; ღამეებს უძილოდ ატარებდა ლოცვაში, რაც ძმებს არაერთხელ შეუმჩნევიათ, თუმცა უფლის რჩეული გულმოდგინედ ცდილობდა თავისი ღვაწლის დამალვას კაცთაგან. არავის უნახავს, რომ ნეტარს წამოწოლილად დაეძინა - იგი, როგორც წესი, მჯდომარე ისვენებდა. დიდმარხვის დღეებში წმიდანი სავანის მახლობლად მდებარე მღვიმეში განმარტოვდებოდა ხოლმე და აქ მოღვაწეობდა ყველასაგან ფარულად. მისი სამოსი იყო უხეში ჯვალო, რომელსაც პირდაპირ შიშველ ტანზე იცვამდა; ასე რომ, ამ გლახაკ ბერში შეუძლებელი იყო იმ სახელგანთქმული იღუმენის ამოცნობა, რომელსაც ყველა თაყვანსა სცემდა. ერთხელ ღირსი თეოდოსი დიდ მთავარ იზიასლავისგან ბრუნდებოდა. მეეტლემ, რომელიც ჯერ არ იცნობდა ნეტარს, უხეშად მიმართა მას: „შენ, ბერო, ყოველთვის უქმად ხარ, მე სულ ვშრომობ; გადმოდი ჩემს ადგილზე, მე კი ეტლში მიმიშვი!" წმიდა ბერი მდაბლად დამორჩილდა და წაიყვანა მსახური. როცა მეეტლემ დაინახა, რომ შემხვედრი ბოიარები ნეტარის დანახვაზე მოწიწებით იხრიდნენ ქედს, შიშმა შეიპყრო; მაგრამ თეოდოსიმ დაამშვიდა იგი და მონასტერში მისულმა დააპურა კიდეც. წმიდანი არ უფრთხოდა ამასოფლის ძლიერთა მხილებას. უსამართლოდ მსჯავრდებულნი მისი სახით ერთგულ დამცველს პოულობდნენ. ნეტარი მამა განსაკუთრებით ზრუნავდა გლახაკებზე - მონასტერში მოაწყო საგანგებო ეზო, სადაც ყველა გაჭირვებულს შეეძლო მიეღო საზრდელი და თავშესაფარი.

ღირსმა თეოდოსიმ წინასწარ განჭვრიტა თავისი აღსასრულის დღე და 1074 წელს, სამოცდახუთი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ნეტარის წმიდა ნეშტი მის მიერვე გამოკვეთილ იმ მღვიმეში დაკრძალეს, სადაც დიდმარხვის დღეებში მოსაგრეობდა ხოლმე,1091 წელს კი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. მონღოლთა თავდასხმის დროს წმიდა იღუმენის უხრწნელი ნაწილები, მტერს ხელში რომ არ ჩავარდნოდა, დიდი ტაძრის დასავლეთ კარიბჭესთან დაფლეს. ნეტარი მამის კანონიზაცია მოხდა 1108 წელს.

ჩვენამდე მოაღწია თეოდოსის ექვსმა ქადაგებამ, ორმა ეპისტოლემ და ლოცვამ ყოველთა ქრისტიანთათვის. ღირსი მამის ცხოვრება ნეტარის მიცვალებიდან ოცდაათი წლის შემდეგ შეადგინა მისმა მოწაფემ, წმიდა ნესტორ მემატიანემ.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი III, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 872 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0