- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ნეტარი დედოფალი თეოფანია (+893-894)16 (29) დეკემბერინეტარი დედოფალ თეოფანიას დიდგვაროვან მშობლებს შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და ღვთისმშობელს მხურვალედ ევედრებოდნენ შემწეობას. ბოლოს მათ შეეძინათ ასული, რომელსაც თეოფანია (ღმერთშემოსილი) დაარქვეს. თეოფანია სიყრმიდანვე გამოირჩეოდა გულისხმიერებითა და ღვთისმოშიშებით, ამიტომაც იმპერატორმა ბასილი მაკედონელმა (867-886) იგი თავისი მემკვიდრის - ლეონის (შემდგომში ბრძნად წოდებულის) (886-912) მეუღლედ გამოარჩია. ჯვრისწერის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ბოროტმა ენებმა ბასილის ამცნეს, შენი ძე შენს მოკვლას და ტახტის ხელში ჩაგდებას აპირებსო. გულმართალი მეფე ერწმუნა მზაკვარ ცილისმწამებლებს და თავისი ძე მეუღლითურთ დაუყოვნებლივ საპყრობილეში ჩააგდო. ლეონი და თეოფანია სამ წელიწადზე მეტ ხანს იტანჯებოდნენ პყრობილებაში, მაგრამ, უფლის გულმოწყალებას მინდობილნი, მთელ დღეებს მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ. ამასობაში განრისხებული იმპერატორიც დაცხრა, მიხვდა თავის შეცდომას და ტუსაღები გაათავისუფლა. ბასილის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ლეონი ავიდა, მაგრამ ნეტარი დედოფალი ამის შემდეგაც არ მოხიბლულა ამსოფლიური დიდებითა და პატივით: კვლავინდებურად ლოცულობდა, ჭამდა მხოლოდ პურსა და გამხმარ მწვანილს, მდიდრული სადედოფლო შესამოსლის ქვეშ მჩხვლეტავი ჯვალო ემოსა, ეძინა უხეშ საწოლზე, რომლის ქვეშაც ცხოველების ბასრ ძვლებს ყრიდა. მთელ თავის ქონებასა და ძვირფასეულობას წმიდა თეოფანია ქვრივებს, ობლებსა და გლახაკებს ურიგებდა, მონა-მხევლებს ისე ეპყრობოდა, როგორც ქრისტესმიერ საყვარელ და-ძმებს. იმპერატორი ლეონ ბრძენი, ხედავდა რა თეოფანიას სიწმიდეს, სიცოცხლეშივე თაყვანს სცემდა მას არა მარტო როგორც მეუღლესა და დედოფალს, არამედ როგორც თავის მეოხს უფლის წინაშე. წმიდა დედოფალმა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ. | |
მომწონს
+31
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |