- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე (+249-251)14 (27) დეკემბერიწმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში. როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება, რისთვისაც იგი სასტიკად გვემეს, შემდეგ კი ქალაქგარეთ გაიყვანეს და მახვილით განგმირეს. ამ დროს თვირსე, რომელიც კათაკმევლად იყო დადგენილი, მაგრამ ნათლისღება ჯერ არ მიეღო, კუმბრიკიუსთან გამოცხადდა და ქრისტეს სარწმუნოება უქადაგა. განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, ეგვემათ თვირსე, სახსრები ამოეგდოთ, ძვლები დაემსხვრიათ, თვალები დაეთხარათ მისთვის, შემდეგ კი გამლღვალი კალა გადაესხათ ზედ. ჯალათები ასეც მოიქცნენ, მაგრამ უფალმა ყველას თვალწინ სრულიად განკურნა მოწამე. ამ სასწაულმა კუმბრიკიუსი გონს ვერ მოიყვანა. მან განკარგულება გასცა, თვირსე შეებოჭათ და დილამდე საპყრობილეში გამოემწყვდიათ. ღამით ღვთაებრივმა ძალამ უფლის რჩეული სატუსაღოდან გაათავისუფლა. წმიდანმა დაუყოვნებლივ ქალაქის ეპისკოპოსს მიაშურა და მოინათლა, შემდეგ კი ისევ საკანში დაბრუნდა. ამასობაში კესარიაში წარჩინებული კარისკაცი სილუანე ჩავიდა იმ განზრახვით, რომ კუმბრიკიუსს ქრისტიანობის ამოძირკვაში დახმარებოდა. მან თვირსე აპოლონის საკერპოში შეიყვანა. წმიდა მოწამემ ხელები ზეცად აღაპყრო და ღმერთს მოუხმო შემწედ. მაშინვე საშინლად იჭექა და კერპი ფერფლად იქცა. ამის შემდეგ უსჯულო სილუანე და კუმბრიკიუსი კიდევ დიდხანს ტანჯავდნენ თვირსეს, მაგრამ ბოლოს მოულოდნელად დასნეულდნენ და მოკვდნენ. მათ ნაცვლად წინამორბედთა მსგავსად ქრისტესმოძულე ბაბდა დანიშნეს. ბაბდამ ბრძანა, მხეცები ეშიმშილებინა, შემდეგ კი თვირსე მიეგდოთ მათთვის საჭმელად, მაგრამ ცხოველებმა დაგლეჯის ნაცვლად ალერსი დაუწყეს წმიდანს. წარმართმა ქურუმმა კალინიკემ თვირსეს მიერ აღსრულებული სასწაულები რომ იხილა, შეიცნო კერპთა უძლურება. იგი მმართველთან გამოცხადდა, დაგმო წარმართული ცრურწმენა და ჭეშმარიტი ღმერთი აღიარა. ამის შემდეგ საკერპოში მიყვანილმა ქურუმყოფილმა გულში ილოცა: „უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჭეშმარიტო, ჩემგან მრავალგზის განრისხებულო და მაინც არა უკუქცეულო, აწ აღსდეგ შეწევნად ჩემდა და გამომიჩინე ძალი შენი". მაშინ კალინიკეს ჩაესმა ხმა უფლისა, რომელიც წინამდებარე ღვაწლში განამტკიცებდა, მის წინ მდგარი კერპი კი ნამსხვრევებად იქცა. ამის შემდეგ ნეტარ მოწამეს თავი მოკვეთეს. წმიდა თვირსე, მმართველის ბრძანებით, ჯალათებს უნდა გაეხერხათ. ისინიც ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. წმიდანს სახე ისე საოცრად გაუბრწყინდა, რომ ვერავინ ვერ გაბედა მასთან მიახლოება. მაშინ თვირსემ ილოცა და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ. | |
მომწონს
+39
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |