- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი - ძმა იოანე ღვთისმეტყველისა (44)30 (13.05) აპრილიწმიდა მოციქული იაკობ ზებედესი (+44) 12 მოციქულთაგანი იყო და ქრისტეს მიერ მოწოდებულ იქნა თავის ძმასთან - მოციქულ იოანე ღვთისმეტყველთან ერთად. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა იაკობი ქადაგებდა ესპანეთში და სხვა ქვეყნებში, შემდეგ იერუსალიმს დაუბრუნდა. მოციქული ქადაგებდა იესო ქრისტეს, როგორც მაცხოვარს, წმიდა წერილის სიტყვებით ამხელდა ფარისევლებს და მწიგნობრებს, საყვედურობდა მათ გულგრილობისა და ურწმუნოების გამო. იუდეველებს ძალა არ შესწევდათ წინ აღდგომოდნენ მოციქულის სიტყვებს და ფულით მოისყიდეს ფილოსოფოსი - მოგვი ჰერმოგენი, რათა კამათში გამოეწვია წმიდა იაკობი და გაეცამტვერებინა მისი შეხედულებები ქრისტეზე, როგორც აღთქმულ მესიაზე. მოგვმა წმიდა მოციქულთან თავისი მოწაფე ფილიპე გაგზავნა, მაგრამ მან ირწმუნა ქრისტე. შემდეგ თვით ჰერმოგენიც დარწმუნდა ღვთის ყოვლისშემძლეობაში, დაწვა ჯადოქრული წიგნები, ნათელ-იღო და ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრად იქცა. ურწმუნო იუდეველებმა ჰეროდე აგრიპას (40-44) ურჩიეს, შეეპყრო იაკობ მოციქული და სიკვდილით დაესაჯა. წმიდა იაკობმა მშვიდად მოისმინა სასიკვდილო განაჩენი და განაგრძო ქრისტეს სჯულის ქადაგება. ერთ-ერთი დამსმენი, სახელად იოსია, გაოცდა მოციქულის ვაჟკაცობით და ირწმუნა ქრისტე-მესიის განკაცება. როცა წმიდა იაკობი სიკვდილით დასასჯელად წაიყვანეს, იოსია ფეხებში ჩაუვარდა მოციქულს, მოინანია თავისი ცოდვა და მიტევება ითხოვა. წმიდა იაკობმა გულში ჩაიხუტა აღმსარებელი, აკოცა და უთხრა: „მშვიდობა შენდა და მიტევება". იოსიამ საჯაროდ აღიარა ქრისტე და წმიდა იაკობთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა იერუსალიმში 44 წელს. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+32
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |