- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია IIღმერთმა განაქარვოს „უმეცრებაჲ ერისა"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ათორმეტთა მოციქულთა მოსახსენებელი დღე სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულიცაა, რადგან ეს ტაძარი სწორედ თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული. როგორც გახსოვთ, მოციქულები თვითონ უფალმა აირჩია და უბრძანა: წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისათა წმიდისათა. ე.ი. მოციქულები მოწოდებულნი იყვნენ ქვეყნის მოსაქცევად და მის გადასარჩენად. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მისცა მათ მადლი ყოვლადწმიდისა სულისა, რათა ეშმაკნი განესხნათ, მკვდარნი აღედგინათ და ავადმყოფნი განეკურნათ. ამასთან, ეს ნიჭი მათ უსასყიდლოდ მიიღეს და უსასყიდლოდვე უნდა გაეცათ: უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ გასცემდით. უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი ადამიანს მისი დამსახურებისათვის კი არ ეძლევა, არამედ როგორც ნიჭი, როგორც საჩუქარი ყოვლადწმიდისა სამებისა. ამიტომაც ყოველი სასულიერო პირი უხვად უნდა გასცემდეს მადლს სულისა წმიდისა, ყოველი სასულიერო პირი უნდა იყოს ტაძარი სულისა წმიდისა. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება მას სიყვარულიც, თავმდაბლობაც, პატიებისა და შენდობის უნარიც. ე.ი. ყოველი სიკეთე, რასაც ადამიანებს სული წმიდა ანიჭებს. მოციქულთა ყველაზე დიდი ღვაწლი ის იყო, რომ მათ სულიწმიდის მადლითა და ძალით ადამიანები შეცვალეს. ეს ფერისცვალება განვიცადეთ ჩვენც, ქართველებმაც. მართალია, ბოროტება და ბოროტმოქმედნი ისევ არსებობენ, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ სიკეთეცა და სიყვარულიც ძლიერია ჩვენში. საოცარი ის არის, რომ რაც უფრო ძლიერდება რწმენა, სიყვარული და სასოება, მით უფრო მძვინვარებს ბოროტება. ჩვენ ყოვლადწმიდა სამებას უნდა შევთხოვოთ, რომ განაქარვოს „ერის უმეცრებაი". საიდუმლო ლოცვებში, რომელსაც წირვა-ლოცვის დროს მოძღვარი ან მღვდელმთავარი კითხულობს, ხშირად მეორდება ვედრება: გვაპატიე ჩვენი ცოდვანი და ერის უმეცრება. რას ნიშნავს ერის უმეცრება? ერი უმეცარია მაშინ, როცა ერთმანეთისაგან ვერ არჩევს კეთილსა და ბოროტს, თეთრსა და შავს, როცა ვერ ხედავს ჭეშმარიტების ანუ ქრისტეს გზას, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა და რომელმაც უნდა გადაგვარჩინოს. აი, ამიტომ უნდა შევევედროთ ყოვლადწმიდა სამებას, რომ ცოდვანი შეგვინდოს და „უმეცრებაი ერისა" განაქარვოს. თქვენ იცით, რომ მორწმუნეებმა ჩვენი მოძღვრების წინამძღოლობით გამოიარეს წმიდა ნინოს გზა, გამოიარეს ლოცვით, მარხვით და ღვაწლით. შეიძლება ამ გზაზე მათ განსაცდელიც შეხვდათ, შეიძლება მძიმე დღეებიც გადაიტანეს, მაგრამ სამაგიეროდ წმიდა ნინოს ლოცვით მოიპოვეს უდიდესი მადლი და ძალა, რომელიც სვეტიცხოველში მოიტანეს. მორწმუნეებთან ერთად ამ გზაზე უხილავად მოდიოდა თავად წმიდა ნინოც და რასაც მათ ამ გზაზე მიაღწიეს, წმიდა ნინოს ლოცვით მიაღწიეს. ეს მოგზაარობა, რომელიც უკვე მესამედ განმეორდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ღმერთს არ დაუტოვებია საქართველო, იგი ჩვენთანაა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და წმიდა ნინოს ლოცვით გვიცავს და გვიფარავს. მორწმუნეებს, რომელთაც ეს გზა სამჯერ გამოიარეს და სამჯერ გასწიეს ეს უდიდესი ღვაწლი, ოფიციალურად მიენიჭება წოდება: წმადა ნინოს მორჩილნი. გარდა ამისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში შეიქმნას სპეციალური განყოფალება, რომელსაც ექნება სახელწოდება - საქართველოს საპატრიარქოს მისია და ევანგელიზაცია. ეს განყოფილება სამსახურს ჩვენი ერის მოქცევისათვის გასწევს. ქართველი ხალხი პირველი საუკუნიდან მოყოლებული ქრისტიანია და ქრისტიანადვე უნდა დარჩეს. ჩვენი ერი არ უნდა მოექცეს სექტებისა და უცხო რელიგიათა გავლენის ქვეშ. საქართველო მართლმადიდებელმა ქრისტიანობამ გადაარჩინა და კიდევაც გადაარჩენს. ჩვენმა ხალხმა ამ გზით უნდა იაროს და ყოველი, რომელიც მართლმადიდებლობას, ჩვენს ეკლესიას, სვეტიცხოველს უღალატებს, მოღალატე იქნება მშობელი ერისაც, ამიტომ ყოველი კაცი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენში სექტანტური მოძღვრებებისა და სხვადასხვა რელიგიის გავრცელებას, ქართველი ერის მტრად გამოცხადდება. ამ მიზნით დაარსდა ეს განყოფილება, რომლის თავმჯდომარეც არქამანდრიტი დანიელი (დათუაშვილი) იქნება, მის მოადგილედ კი მამა პავლე (ფაჩუაშვილია) დანიშნული. პირველ რიგში ამ განყოფილებას სახარების ქადაგება დაევალება, როცა სასულიერო პირი ეკურთხება, მას მღვდელმთავრისაგან ეძლევა უფლება ქადაგებისა, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ მღვდელმთავარმა საერო პირებიც გამოარჩიოს და მათაც მისცეს კურთხევა ქადაგებისა; საერთად სამღვდელოება ფასდება არა მხოლოდ იმით, თუ როგორ ატარებს წირვა-ლოცვას, არამედ იმითაც, თუ როგორ ქადაგებს. ყოველმა მოძღვარმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა ამგვარ მოგზაურობაში. ყოველ ეპარქიაში აუცილებლად უნდა მოეწყოს ასეთი მოგზაურობა, რომლის მონაწილენიც იქადაგებენ, ანუ სახარების სიტყვას მიიტანენ ხალხთან. მომავლისათვის გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ჩვენმა მორწმუნეებმა გამოიარონ ის გზაც, რომლითაც მოციქული წმიდა ანდრია პირველწოდებული შემოვიდა საქართველოში. ასე, რომ ღვთის ძალითა და მადლით მთელი საქართველო უნდა მოიქცეს. მინდა გითხრათ, რომ ეს განყოფილება მოგზაურობას მოაწყობს უცხოეთშიც, კერძოდ იმ ადგილებში, სადაც ქართველები ცხოვრობენ: თურქეთში, სპარსეთში, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. ამ დიდ დღესასწაულზე მე ვულოცავ ყველას, ვინც წმადა ნინოს გზა გამოიარა და უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ მამა დანიელს მეტად საპასუხისმგებლო წოდების მიღებას და შევსთხოვ თორმეტ მოციქულსა და ჩვენს წმიდანებს, შემწეობა არ მოაკლონ მათ დასახული დიდი მიზნის აღსრულებაში. დღევანდელი დღე კადევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სრულდება ის წინასწარმეტყველება, რომლის მიხედვითაც საქართველო უკანასკნელ ჟამს გაბრწყინდება. ამ ურთულეს დროში საქართველო უნდა იყოს ანთებული სანთელი, რომელიც გზას გაუნათებს არა მხოლოდ ქართველს, არამედ ყველა ეროვნების ადამიანს. დღევანდელ დღესასწაულს კიდევ ერთი მოვლენა უკავშირდება. როგორც ვიცით, იყო დრო, რაცა მცხეთის დედათა მონასტერი დახურეს და დედებს იქ ცხოვრება აუკრძალეს. მაშინ მონასტრიდან განდევნილი დედები მიხეილ მამულაშვილმა შეიფარა. მაღლობა ღმერთს, რომ ჩვენ მოვესწარით ამ მონასტრის აღდგენას, სადაც დღეს ორმოცდაათამდე მონაზონი და მორჩილი მოღვაწეობს. დადგა დრო, როცა ამ მონასტერს სჭირდება წინამძღვარი, რწმენით, სიყვარულით, სასოებით აღსავსე იღუმენია. წინამძღვრები სჭირდება სხვა მოქმედ დედათა მონასტრებსაც, წმიდა ნინოს მონასტერს ბოდბეში და ფერისცვალების მონასტერს თბილისში. მცხეთის დედათა მონასტრის იღუმენიად არჩეულია დედა ქეთევანი, ბოდბის წმიდა ნინოს მონასტრის წინამძღვრად დედა ნანა. ვთხოვოთ წმიდა მოციქულებს, რომ ევედრონ უფალს დედათა მონასტრების წინამძღვრებისათვის, რათა ისინი სიკეთით, სიყვარულითა და თავმდაბლობით წარუძღვნენ ამ წმიდა მონასტრებს მსგავსად ძველი დროის იღუმენიებისა, რომელნიც სულიერობასთან ერთად თავიანთი ინტელექტითაც გამოირჩეოდნენ. სამივე მათგანი დედა უნდა იყოს და არა მსაჯული და მოსამართლე, განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდნეს ახალგაზრდობას, უნდა შეეცადონ, რომ არცერთმა მონაზონმა და მორჩილმა არ დატოვოს მონასტერი მათი იღუმენიობის დროს, პირიქით, მათ უნდა შემოიკრიბონ და თავის გარშემო გააერთიანონ ადამიანები, რადგან ღმერთი კრებს და აერთიანებს, ხოლო ბოროტი ძალა - ეშმაკი, განაბნევს და ჰყოფს. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ მონაზვნობა სულიერი გმირობაა და უდიდესი მსხვერპლი, ადამიანის მიერ გაღებული ღვთისა და ერისათვის. თუ ჩვენს ისტორიას გადავხედავთ, ერთხელ კიდევ დავრწმუნდებით, რომ ჩვენი მონასტრები და იქ მოღვაწე ბერ-მონაზვნები სულიერი ბურჯები იყვნენ მშობელი ერისა და ქვეყნისა. მათი მრავალრიცხოვნება და სიძლიერე ჩვენი ხალხის გამრავლებისა და სიძლიერის მაუწყებელიც იყო. ვეცადოთ, რომ ჩვენმა ერმა დაიბრუნოს დაკარგული სულიერი სიმაღლე და წინაპართა მსგავსი სიყვარულითა და ერთგულებით ემსახუროს ღმერთს. ღმერთი იყოს მთელი საქართველოსა და თქვენი შემწე და მფარველი. ამინ! 12 მოციქულის ხსენების დღე,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1365 |
დაამატა: 5.0/3 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |