























სასმელი მინერალური წყლები
ფლორა
ფაუნა
მინერალური რესურსები
წყლის რესურსები
საზღვრები
ფართობი
ტერიტორიის ფორმირება
ატმოსფერული ცირკულაცია
მზის რადიაცია
ჰავა
გეოპოლიტიკური მდებარეობა
ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
საქართველოს სამეფო
სამცხე-საათაბაგო
იმერეთის სამეფო
კახეთის სამეფო
ქართლის სამეფო
ჰერეთის სამეფო
აფხაზთა სამეფო
ტაო-კლარჯეთის სამეფო
ეგრისის სამეფო
იბერიის სამეფო
დიაოხის სამეფო
ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი (+404)
16 (29) ივნისი
მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი წმიდა მწყემსმთავრის, იოანე ოქროპირის (ხს. 13 ნოემბერს და 14 სექტემბერს) თანამედროვეები და ღვთისმსახურთა მისი დასის წევრები იყვნენ. ტიგროსი, თავმდაბალი და გულმოწყალე მამა, ერთგულად განაგებდა სამწყსოს, ევტროპი კი - სიწმიდითა და კეთილგონიერებით გამორჩეული ქრისტიანი - კეთილმსახური ცხოვრების მაგალითს აძლევდა მრევლს...წმიდა მოწამენი ევტროპი, კლეონიკე და ვასილისკო (+308)
3 (16) მარტი
წმიდა მოწამენი: ევტროპი, კლეონიკე და ვასილისკო (+308) პონტოს ამასიაში აღესრულენ 308 წელს.
ძმები, ევტროპი და კლეონიკე, და წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის (ხს.17 თებერვალს) ძმისწული ვასილისკო, მეგობრები იყვნენ. წმიდა თეოდორეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ისინი საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც მრავალი პატიმარი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე...
წმიდა მოწამენი: სტრატონი, ფილიპე, ევტიქიანე და კვიპრიანე (+დაახლ. 303)
17 (30) აგვისტო
წმიდა მოწამენი: სტრატონი, ფილიპე, ევტიქიანე და კვიპრიანე ნიკომიდიაში ეწამნენ. ისინი სანახაობებზე დადიოდნენ და წარმართებს მოუწოდებდნენ, დაეგდოთ კერპთა თაყვანისცემა...მღვდელმოწამე ევტიქი - მოწაფე წმიდა იოანე ღვთისმეტყველისა (I)
24 (06.09) აგვისტო
მღვდელმოწამე ევტიქი პალესტინის სებასტიიდან იყო და I-II საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა. სახარებისეული სწავლების ქადაგება რომ მოისმინა, მან ირწმუნა ქრისტე და იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა, შემდეგ კი პავლე მოციქულს შეხვდა და მასთან ერთად ქადაგებდა მრავალ ქვეყანაში. ევტიქი მშობლიურ ქალაქში აღესრულა მოწამეობრივად - მტარვალებმა მას II საუკუნის დასაწყისში მახვილით თავი მოჰკვეთეს...
ღირსი ევტიქი (+540) და ფლორენტი (+547)
23 (05.09) აგვისტო
ღირსი ევტიქი და ფლორენტი ბერები იყვნენ და იტალიაში, ნურსიის ოლქში მოსაგრეობდნენ VI საუკუნეში. წმიდა ევტიქიმა თავისი ქადაგებით მრავალი მოაქცია ქრისტიანობაზე. როცა მახლობელ მონასტერში იღუმენი გარდაიცვალა, ბერებმა სწორედ მას სთხოვეს, წინამძღვრობის ჯვარი ეტვირთა. წმიდანი დათანხმდა, მაგრამ ამის შემდგომაც განაგრძობდა ზრუნვას უწინდელ სამოღვაწეო ადგილზე, სადაც მისი თანამოსაგრე ფლორენტი დარჩა...
წმიდა ევტიქი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი (+582)
6 (19) აპრილი
წმიდა ევტიქი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი (+592) - დაიბადა ფრიგიაში. მისი მამა, ალექსანდრე, მეომარი იყო, დედა კი, სინესია, ავგუსტოპოლის ეკლესიის მღვდლის, ისიხის ასული. წმიდა ევტიქიმ პირველდაწყებითი განათლება და ქრისტიანული აღზრდა ბაბუასთან მიიღო. ერთხელ, თამაშის დროს, პატარა ევტიქიმ საკუთარი სახელი დაწერა პატრიარქის ტიტულით და თითქოს იწინასწარმეტყველა თავისი მომავალი...წმიდა აღმსარებელი ევსქიმონი (IX)
14 (27) მარტი
წმიდა აღმსარებელი ექვსიმონი - ლამპასკის ეპისკოპოსი ცხოვრობდა მცირე აზიაში დარდანელის სრუტესთან. ის ცნობილი იყო თავისი სიკეთითა და მკაცრი მოღვაწეობით. ხატთაყვანისცემისათვის იმპერატორ თეოფანეს (829-842) დროს გადაასახლეს და დევნილობაში გარდაიცვალა...
ღირსი ევსტოლია (+610) და სოსიპატრა (+625)
9 (22) ნოემბერი
ღირსი ევსტოლია ქალაქ რომში დაიბადა. მან უფლის მსახურებისთვის გადადო თავი, კონსტანტინოპოლში ჩავიდა და დედათა ერთ-ერთ სავანეში დამკვიდრდა. კეთილმსახური და მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ნეტარმა დების სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მასთან არა მარტო მოწესეები, არამედ ერისკაცებიც მრავლად მოდიოდნენ სულიერი რჩევა-დარიგებისა და ნუგეშის მისაღებად...
წმიდა ევსტათი ბითვინიელი (IX)
29 (11.04) მარტი
წმიდა ევსტათი ბითვინიელი (IX) ყველაზე დიდ სათნოებად უფლისადმი გამუდმებულ ლოცვას მიიჩნევდა. სიმდაბლით, სიბრძნით, უდიდესი რწმენით, მოყვასისადმი სიყვარულით და სათნო ცხოვრებით გამორჩეული ბერი ბითვინიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი და მრავალი წელი სიბრძნით განაგებდა სამწყსოს...წმიდა ევსტათი ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი (+337)
21 (05.03) თებერვალი
წმიდა ევსტათი, ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი (323-331) III საუკუნის II ნახევარში დაიბადა. იგი ქალაქ ბერიის ეპისკოპოსი იყო, ხალხის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა და მათივე შუამდგომლობით იქნა არჩეული ანტიოქიის კათედრაზე პირველი მსოფლიო მამების მიერ...
წმიდა მოწამე ალექს... | მღვდელმოწამე ევტიქ... | ღირსმოწამენი: ეპიქ... |
წმიდა მოწამენი: ფი... | პატერიკული მოთხრობ... | გადარინელთა სოფელთ... |
![]() | ![]() | |















































