- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ღირსი აღათონ მეგვიპტელი (V)
2 (15) მარტი
ღირსი აღათონ მეგვიპტელი (V) მაკარი დიდის (ხს. 19 იანვარს) თანამედროვე იყო. ის ეგვიპტის ერთ-ერთ უდაბნოში მოღვაწეობდა, თავს უდიდეს ცოდვილად თვლიდა და საოცარი მორჩილებით გამოირჩეოდა. ერთხელ ღირს აღათონთან მივიდნენ ბერები და ჰკითხეს: „შენ ხარ მამა აღათონი?” „თქვენს წინ დგას ღვთის ცოდვილი მონა”, - უპასუხა ღირსმა მამამ. „ხმები დადის, თითქოს შენ ამპარტავანი და თავშეუკავებელი ხარ”, - გააგრძელეს ბერებმა...წმიდა მოწამე აღათოკლია
17 (30) სექტემბერი
წმიდა მოწამე აღათოკლიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები უცნობია, ვიცით მხოლოდ, რომ ის ერთი წარმართი და ქრისტესმოძულე ქალბატონის მხევალი იყო. ამ უკანასკნელს ქრისტეს აღსარებისთვის საშინლად სძულდა აღათოკლია და რვა წლის მანძილზე სასტიკად ტანჯავდა მას. ერთხელ გააფთრებულმა ქალმა ცემით ხერხემალი დაუზიანა მხევალს, შემდეგ ენის წვერიც მოაჭრა, მაგრამ ვერაფრით შეძლო, მოედრიკა წმიდანი და წარმართულ მსხვერპლშეწირვაზე დაეყოლიებინა. უღმრთო ქალბატონმა საპყრობილეში ჩააგდო იგი. აღათოკლიასთან ყოველდღე ჩიტებს მიჰქონდათ საზრდელი. ბოლოს ბოროტებისგან გონდაკარგული უსჯულო საპყრობილეში შევიდა და აღათოკლია სიცოცხლეს გამოასალმა...
წმიდა მოწამენი: კარპოსი - თიატირელი ეპისკოპოსი,
პაპილა დიაკონი, აღათოდორე და აღათონიკა
13 (26) ოქტომბერი
წმიდა მოწამენი: კარპოსი, თიატირელი ეპისკოპოსი, პაპილა დიაკონი, აღათოდორე და აღათონიკა ერთი ცნობით, იმპერატორ მარკუს ავრელიუსის (160-181) ზეობისას, სხვა წყაროს მოწმობით კი - დეკიუსის (249-251) მეფობაში, 251 წელს ეწამნენ ქრისტესთვის...
წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე (IV)
7 (20) მარტი
წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე (IV) ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დუნაიდან დნეპრამდე, ყირიმის ჩათვლით და მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დაასრულეს თავრიდის ქალაქ ხერსონესში...
წმიდა მოწამე აღათია (+251)
5 (18) თებერვალი
წმიდა მოწამე აღათია სიცილიის ქალაქ პალერმოში (ძველი სახელწოდება – პანორმი) მცხოვრები კეთილშობილი და მდიდარი ქრისტიანების ასული იყო. დეკიუსის (249-251) დროინდელ დევნულობისას, მისი სიმდიდრისა და სილამაზის შესახებ შეიტყო ქალაქ კატანის მმართველმა კვინტიანმა და ბრძანა, შეეპყროთ ქრისტიანი ქალწული. წმიდანი კატანში ერთ მდიდარ ქალთან დააბინავეს, რომელსაც ხუთი ასული ჰყავდა...მღვდელმოწამე კლიმი ანკვირელი ეპისკოპოსი და მოწამე აღათანგელოსი (+312)
23 (05.02) იანვარი
მღვდელმოწამე კლიმი გალატიის ქალაქ ანკვირში დაიბადა 258 წელს. მამამისი წარმართი იყო, დედა კი - ქრისტიანი. ადრე დაობლებული ბავშვის აღზრდა კეთილმსახურმა ქალმა სოფიამ იტვირთა. გალატეაში შიმშილობის მძვინვარების ჟამს, წარმართები დამშეულ შვილებს უპატრონოდ ყრიდნენ ქუჩებში. სოფია აგროვებდა უმწეოებს, აპურებდა და მოსავდა მათ. ღვთისმოყვარე გამზრდელს გვერდში ედგა კლიმენტიც - იგი ბავშვებს განსწავლიდა და ნათლისღების მისაღებად ამზადებდა. ბევრი შემდეგში ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა...
ღირსი აქილე ლარისის ეპისკოპოსი (IV)
15 (28) მაისი
ღირსი აქილე, ლარისის ეპისკოპოსი (+330) ცხოვრობდა წმიდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს. სიწმიდით და განსწავლულობით გამორჩეული ღირსი აქილე თესალიის ქალაქ ლარისის ეპისკოპოსად აირჩიეს. წმიდა აქილე მონაწილეობდა I მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში და ამხელდა არიოზის ერესს. თავის ქალაქში ღირსმა მამამ დაანგრია საკერპოები და ააშენა ეკლესიები. წმიდანს უფლისგან სნეულებათა კურნების ნიჭი მიემადლა.
წმიდა აქილე გარდაიცვალა დაახლოებით 330 წელს. 978 წლიდან მისი წმიდა ნაწილები განისვენებს ბულგარეთში, ქალაქ პრესპუში...
ღირსი აქილე, პეჩორელი დიაკონი
4 (17) იანვარი
ღირსი აქილე პეჩორელი დიაკონი მკაცრი მმარხველი იყო. იგი დიდი ხანი ცხოვრობდა განმარტოებით, კელიაში გამოკეტილი. გადმოცემით, წმიდანი ცეცხლზე დამზადებულ და ტკბილ საჭმელს არასოდეს ღებულობდა, ბოსტნეულსაც იშვიათად ჭამდა, თან მცირე რაოდენობით, მარხვაში კი მხოლოდ სეფისკვერი იყო მისი საზრდელი...
ღირსი აქილა აღმსარებელი (V)
17 (30) იანვარი
ღირსი აქილა აღმსარებელი V საუკუნეში მოღვაწე მეუდაბნოე ბერი იყო, მან მრავალი ტანჯვა-წამება დაითმინა ქრისტესთვის და, ბოლოს, მშვიდობით მიიცვალა...
წინასწარმეტყველი აქია (+960 წ. ქრისტეს შობამდე)
12 (25) ნოემბერი
წინასწარმეტყველი აქია ქალაქ სილომში დაიბადა. იგი მეფეების: სოლომონისა და იერობოამის (ქრისტეს შობამდე 1010-963 წლებში) თანამედროვე იყო. აქიამ გაუცხადა იერობოამს, რომ იგი გამეფდებოდა ისრაელის ათ შტოზე, შემდეგ კი უსჯულოებისთვის მთელი მისი გვარეულობის ამოძირკვა უწინასწარმეტყველა (3 მეფ. 14,6-16). წმიდანის ყველა წინასწართქმა ახდა. ნეტარმა აქიამ ღრმა მოხუცებულობას მიაღწია, სიბერის გამო თვალისჩინი წაერთვა, დასნეულდა, ბოლოს კი, ქრისტეს შობამდე 960 წელს, მშვიდობით მიიცვალა...
ცხრა ნეტარება | მამა გაბრიელის შეს... | მღვდელმოწამე ალექს... |
დიდმოწამე ევსტათი-... | მოწამე ასკალონი | ღირსი ანდრონიკე და... |