მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მოკრძალებული თხოვნა
ფერისცვალება

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილი

მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილი

 6 (19) მაისი

წმიდა მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილი საბერძნეთში ცხოვრობდა და მრავალი წელი ავაზაკობდა. სახიერმა უფალმა, რომელსაც არ უნდა ცოდვილის სიკვდილი, სინანულით აავსო მისი სული. ერთხელ, როცა ბარბარი გამოქვაბულში იჯდა და ნაძარცვს ათვალიერებდა, ღვთის მადლმა შეძრა მისი გული. ის დაფიქრდა გარდაუვალ სიკვდილზე და საშინელ სამსჯავროზე. ბარბარს მოაგონდა ყველა ბოროტება, მის მიერ ქმნილი და სინანულში ჩავარდა...
ნანახია: 1184    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა მოწამენი: იონა, ბარაქისი და სხვანი

წმიდა მოწამენი: იონა, ბარაქისი და სხვანი (+დაახლ 310)

28 (10.04) მარტი

წმიდა მოწამენი იონა, ბარაქისი და სხვანი (+დაახლ. 330). ქრისტიანი ძმები, იონა და ბარაქისი სპარსეთში ცხოვრობდნენ მეფე საპორის (310-331) დროს. ძმებმა შეიტყვეს, რომ ქალაქ ბარაბოქში ქრისტიანებს აწამებდნენ, წავიდნენ და ნუგეშინის სცეს დატყვევებულ მორწმუნეებს: ზანითანს, ლაზარეს, მარუთანს, ნარსის, თლიას, მარინს, აბიბოს, საბეთინს, საბას. ძმებმა გაამხნევეს წამებულები. წმიდა იონა და ბარაქისი შეიპყრეს და სპარს მთავრებს წარუდგინეს...
ნანახია: 1155    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
მღვდელმოწამე ბაგრატი - ტავრომენიელი ეპისკოპოსი (I)

მღვდელმოწამე ბაგრატი - ტავრომენიელი ეპისკოპოსი (I)

9 (22) ივლისი

მღვდელმოწამე ბაგრატი - ტავრომენიელი ეპისკოპოსი მაშინ დაიბადა, როცა განკაცებული ძე ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, კაცთა შორის იქცეოდა და ქვეყანას აკვირვებდა ახალი მოძღვრებითა და სასწაულებით. ბაგრატის მშობლები ანტიოქიელები იყვნენ. იესოს შესახებ რომ შეიტყო, მამამ შვილთან ერთად იერუსალიმს მიაშურა - სურდა, საკუთარი თვალებით ეხილა საკვირველი მოძღვარი. იერუსალიმში აღსრულებული სასწაულებით გაოცებულმა, ღვთაებრივი სწავლებაც მოისმინა და ქრისტე ძე ღვთისად ირწმუნა, რის შემდეგაც დაუახლოვდა მის მოწაფეებს, განსაკუთრებით კი - პეტრეს...

ნანახია: 1205    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
მრავალნი წმიდანი მამანი და დედანი, აჭარაში თურქთაგან წამებულნი (XVII-XVIII)

მრავალნი წმიდანი მამანი და დედანი,
აჭარაში თურქთაგან წამებულნი (XVII-XVIII)

სულთმოფენობა

აჭარა ოდითგანვე იყო ქრისტიანობის შეურყეველი ბურჯი და ერთგული მეციხოვნე. სწორედ დიდაჭარით შემოვიდა საქართველოში წმიდა ანდრია პირველწოდებული და აქ იქადაგა პირველად სახარება. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულებული წმიდა მატათა მოციქულიც აჭარის მიწამ მიიბარა. იგი გონიოშია დაკრძალული.

საქართველოს ეს განაპირა კუთხე სისხლით და ოფლით წერდა გმირულ ფურცლებს ერის ისტორიაში...

ნანახია: 1184    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა მოწამენი, საქართველოს მეფენი არჩილი (+744) და ლუარსაბი (+1622)

წმიდა მოწამენი, საქართველოს მეფენი არჩილი (+744) და ლუარსაბი (+1622)

21 (04.07) ივნისი

წმიდა მოწამე არჩილ მეფე ქართლის სამეფოს ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდში განაგებდა. მისი მეფობის ჟამი იყო შეუპოვარი ბრძოლა უსჯულო დამპყრობლების წინააღმდეგ და საქართველოს გაერთიანებისათვის დაუცხრომელი ზრუნვა. არჩილის მამამ ქართლის ერისთავმა ადარნასემ (მცხეთის ჯვრის ერთ-ერთი აღმშენებელი)...
ნანახია: 1287    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა მოწამე აშოტ კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული (+829)

წმიდა მოწამე აშოტ კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული (+829)

29 (11.02) იანვარი

წმიდა აშოტ დიდი კურაპალატი, ქართლის ერისთავ ადარნასეს შვილი იყო. აშოტი 786 წელს გახდა ქართლის ერისმთავარი. ამ დროს საქართველო ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი: ქართლი, ანუ თბილისი მისი შემოგარენით და შუა ნაწილი საქართველოსი არაბთა ამირას ემორჩილებოდა, აღმოსავლეთი, კახთა მთავარს, გრიგოლს ეპყრა, დასავლეთ საქართველოს აფხაზთა მეფე განაგებდა, სამხრეთ საქართველო კი, ღვთის ნებით, იქცა სამკვიდრებელად აშოტ კურაპალატისა და მისი შთამომავლობისა...

ნანახია: 1147    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა მოწამენი: მთავარდიაკონი ლავრენტი, სიქსტე პაპი, ფელიკისიმე და აღაპიტე დიაკონნი, რომანოზ მხედარი - რომაელნი

წმიდა მოწამენი: მთავარდიაკონი ლავრენტი, სიქსტე პაპი, ფელიკისიმე და აღაპიტე დიაკონნი, რომანოზ მხედარი - რომაელნი (+258)

10 (23) აგვისტო

წმიდა მოწამენი: მთავარდიაკონი ლავრენტი, სიქსტე პაპი, ფელიკისიმე და აღაპიტე დიაკონნი და რომანოზ მხედარი ეწამნენ 258 წელს, იმპერატორ ვალერიანეს (253-259) ზეობისას. სიქსტე პაპი რომის ეკლესიის მესაჭედ წმიდა პაპის, სტეფანეს (+253-257 ხს. 2 აგვისტოს) მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ იქნა დადგენილი...
ნანახია: 1223    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა აღაპიტე რომის პაპი (+536)

წმიდა აღაპიტე რომის პაპი (+536)

17 (30) აპრილი

წმიდა აღაპიტე რომის პაპი (+536) - მართლმადიდებლობის მგზნებარე დამცველი იყო. თავისი ღვთისმოსაობით მან საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა და 535 წელს რომის პაპად აირჩიეს.

გუთთა მეფემ თეოდორიკე დიდმა, წმიდა აღაპიტე კონსტანტინეპოლში გაგზავნა ზავის თაობაზე მოსალაპარაკებლად. გზად წმიდა მღვდელმთავარი ყრუ-მუნჯ და კოჭლ ადამიანს შეხვდა და კოჭლობისაგან განკურნა, შემდეგ კი მეტყველების ნიჭიც დაუბრუნა. კონსტანტინეპოლში წმიდა აღაპიტემ განკურნა ბრმა მათხოვარი...

ნანახია: 1205    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
წმიდა აღაპიტე აღმსარებელი, სანაიდელი ეპისკოპოსი (IV)

წმიდა აღაპიტე აღმსარებელი, სანაიდელი ეპისკოპოსი (IV)

18 (02.03) თებერვალი

წმიდა აღაპიტე აღმსარებელი, სინადელი ეპისკოპოსი კაბადოკიაში დაიბადა იმპერატორების დიოკლეტიანეს (284-305) და მაქსიმიანეს (284-305) დროს. მისი მშობლები ქრისტიანები იყვნენ. წმიდანი სრულიად ახალგაზრდა იყო, როცა მონასტერს მიაშურა, სადაც მკაცრი მარხვის, ლოცვის და სავანის ძმების მსახურების ღვაწლი იტვირთა. გულმოდგინე მოღვაწეობისათვის უფალმა აღაპიტეს სასწაულმოქმედების ნიჭი მიმადლა...

ნანახია: 1168    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !
დაამატა: Sarcmunoeba
კატეგორია: ჩვენი ტაძარი
ქალწულმოწამენი: აღაპია, ირინე და ქიონია (+304)

ქალწულმოწამენი: აღაპია, ირინე და ქიონია (+304)

16 (29) აპრილი

წმიდა ქალწულმოწამენი აღაპია, ირინე და ქიონია (+304) დები იყვნენ. ისინი იტალიის ქალაქ აკვილაში ცხოვრობდნენ. სიყრმეშივე დაობლებული გოგონები ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდნენ და სამონაზვნოდ ემზადებოდნენ. მათ სულიერ მოძღვარს, მღვდელ ზენონს ღვთაებრივი გამოცხადებით ეუწყა, რომ მალე აღესრულებოდა...
ნანახია: 1230    კომენტარები: (0)    სრული ინფორმაცია აქ !

1-10 11-20 ... 1081-1090 1091-1100 1101-1110 1111-1120 1121-1130 ... 1331-1340 1341-1345

წმიდა სამეოცდაათთა...
წმიდა მოწამენი ებე...
წმიდა მღვდელმოწამე...
აღმოყვანება ნაწილთ...
ღირსი მამაჲ ჩვენი ...
წმიდა მოწამენი: ივ...

გილოცავ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გილოცავ სვეტიცხოვლობას

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

უფალმა დაიფაროს სრულიად საქართველო

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოწამე ევსტათი (პლაკიდა) და მისი ოჯახი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ირაკლი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა აბო თბილელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს უფალი იესო ქრისტე და ღვთისმშობელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ მარიამობას

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს

დათვალიერება...