- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
გარდაცვლილთა გამოცხადების შესაძლებლობა
ა) წმიდა წერილის სწავლებით
ღვთაებრივი გამოცხადება არ უარყოფს იმას, რომ შესაძლებელია გარდაცვლილთა გამოცხადება ცოცხალთათვის. წმიდა წერილიდან ჩანს, რომ იუდეველებს ეჭვი არ ეპარებოდათ გარდაცვლილთა გამოცხადების შესაძლებლობაში. მაცხოვრის თანამედროვე იუდეველებს ამ გამოცხადების რწმენა სრულად ჰქონდათ. იესო ქრისტე საუბრობდა მასზე, როგორც უეჭველზე, და არასოდეს ამბობდა რაიმე ისეთს, საიდანაც შეიძლებოდა დასკვნის გამოტანა, რომ იგი არ იწონებდა ან განსჯიდა ამ რწმენას. მოციქულებს ეჭვი არ ეპარებოდათ სულთა გამოცხადების შესაძლებლობასა და სიმართლეში: როდესაც მათ მაცხოვარი დაინახეს...„უდროოდ" გარდაცვლილთა შესახებ
სიკვდილი ყველა ადამიანის ხვედრია, ადრე თუ გვიან ყველას უწევს, ზოგს - ღრმა სიბერეში, ზოგსაც - ახალგაზრდობისას, მოულოდნელად, სიცოცხლის ყვავილობის ჟამს, ძალთა ჭარბობისას, იმედებისა და ოცნებების დროს.
როცა უძლურებაშეპყრობილი მოხუცებული კვდება, სიკვდილის გარდაუვალობაში დარწმუნებულნი, ადვილად ვეგუებით ამას. მაგრამ როცა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვლება, ღრმა მწუხარებითა და მდუღარე ცრემლებით მივაცილებთ მას იმქვეყნად. ამგვარი სიკვდილის შემდეგ ამქვეყნად რჩებიან ქვრივები, ობლები, უმწეო და უძლური მოხუცი მშობლები. ასეთ დროს ჩვენ ჩვეულებრივ ვამბობთ: როგორ უდროოდ გარდაიცვალაო. ვკითხულობთ, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა ასეთი ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი. ამგვარი ლაპარაკი თანდათან უხეშ დრტვინვაში გადადის და ცხოვრებით უკმაყოფილების მიზეზი ხდება.
სიკვდილის შესახებ
სიკვდილზე ფიქრს ძალუძს ცოდვილი ადამიანი სინანულისკენ მოაქციოს. სიკვდილი ისეთი რამ არის, რომ ვიცით კიდეც იგი და არც ვიცით. ცნობილია, რომ ყველა მოკვდავია, ყველანი მოვკვდებით, მაგრამ არ ვიცით - როდის, სად და როგორ მოხდება ეს. რაც უფრო დიდხანს ვცხოვრობთ, მით მეტად მოკლდება ჩვენი სიცოცხლე და ვუახლოვდებით სიკვდილს. რომელიც უჩინრად მიმოდის და მაშინ გვსტუმრობს, როცა არავინ ელოდება. თითქმის ყველა ადამიანი, განსაკუთრებით კი ჯანმრთელები, ასე ფიქრობს: მე ჯერ კიდევ ვიცოცხლებ, სიკვდილი ჯერაც შორსაა, დავტკბები მიწიერი სიკეთეებით...ნუგეშისცემა ახლობელთა დაკარგვისას
(წმიდა თეოფანე დაყუდებულის წერილებიდან)
ყველა ნუგეშისცემის საფუძვლად წმიდა მამა სდებს იმ აზრს, რომ ჭეშმარიტი ცხოვრება ამქვეყნად კი არ არის, არამედ იმქვეყნად, და განსაკუთრებული ძალით სურს ეს აზრი დაამკვიდროს იმ ადამიანებში, ვინც დათრგუნულია მათთვის ძვირფასი ადამიანების დაკარგვით. იგი სავსებით ეთანხმება იმას, რომ ამ შემთხვევაში მწუხარება სრულიად ბუნებრივია, მაგრამ ბრძანებს, მოსაზრება, რომელიც ყველაზე მეტად გვიკლავს გულს, თითქოსდა გარდაცვლილები აღარ არიან, რომ ისინი გაქრნენ - ეს მხოლოდ თავის მოტყუებაა: გარდაცვლილები ცოცხლები არიან, მხოლოდ არსებობის სხვა სახე აქვთ მიღებული. თანაც, განა დიდი ხნით ვშორდებით ჩვენს ახლობლებს? დღეს აქ ვართ, ხვალ კი ყველანი იქ ვიქნებით.
როგორ აფასებენ მიცვალებულები ცოცხალთა ლოცვებს
ყველაზე უფრო ამაღელვებელი წეს-ჩვეულება მართლმადიდებლურ ეკლესიაში არის მიცვალებულთა მოხსენება და მათთვის ლოცვის აღვლენა.
წმინდა ეკლესია, გააცილებს რა მომაკვდავი ადამიანის სულს უკანასკნელ გზაზე, არც შემდეგში ტოვებს ამ სულს ლოცვითი შეწევნის გარეშე. მთელი რიგი გულისამაჩუყებელი თხოვნებით, რომლებიც ეგრეთწოდებულ პანაშვიდის ლოცვას შეადგენენ, ეკლესია თავისი გარდაცვლილი სულიერი შვილისთვის ცოდვების მიტევებას და მარადიულ ნეტარებას გამოითხოვს; აგრეთვე, ცდილობს შეამსუბუქოს იმქვეყნიური ხვედრი ადამიანისა იმ ძალით, რომლითაც ევქარისტიის საიდუმლოა აღბეჭდილი...სიკვდილის საყოველთაობა
დიმიტრის შაბათი
ქართულ საეკლესიო კალენდარში არის ერთი დღე, რომელიც აღნიშნულია როგორც „დიმიტრის შაბათი, მიცვლებულთა ხსენების დღე". მიცვალებულთა ხსენება ქართველთათვის განსაკუთრებული რამ არის და, შესაბამისად, ამ დღეს მრევლიც ცდილობს არ დატოვოს თავისი მიცვალებულები მოხსენიების გარეშე. მაგრამ რომ ვკითხოთ, რა არის მიზეზი ამ დღის დაწესებისა, იშვიათად ვინმემ შეძლოს ახსნა. არადა, ამ დღეს, ისევე როგორც ყველა საეკლესიო დღესასწაულსა და სახსენებელ დღეს აქვს თავისი დასაბამი...
გარდაცვალებულთა მოხსენიების წესები
ყოველი ოჯახი მძიმედ განიცდის უახლოესი წევრის გარდაცვალებას და გლოვით გამოხატავს თავის წუხილს, მაგრამ ბოლო დროს ეს დამახინჯებული ფორმით ვლინდება.
ხშირია შემთხვევები, როცა ახლობლები მრავალი წლის ან მთელი სიცოცოხლის მანძილზე არ იხდიან შავ სამოსს და ჩამოშორებულნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებას.
უსაზღვრო გლოვა-გოდება, უსასრულო ტირილი მეტყველებს ადამიანის ურწმუნოებაზე, იმაზე რომ მას არ სწამს ღმერთი, არ სწამს სულის უკვდავება და თვლის რომ გარდაცვალებული სამუდამოდ დაკარგულია მისთვის, ამით კი ჭირისუფალი უდიდეს ცოდვას იღებს თავის თავზე, რადგან იგი არასწორი ქცევით მეტად ამძიმებს გარდაცვლილის უკვდავ სულს, ამძიმებს თავისი ოჯახის ცხოვრებას.
ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის გარდაცვალება არ ნიშნავს მის მოსპობას. ადამიანის სული ცოცხალია, უკვდავია და იგი მარადიულ ცხოვრებაში იმკვიდრებს იმ ადგილს, რასაც თავისი სარწმუნოებითა და ქცევით იმსახურებს.
ჩვენი მიწიერი ცხოვრება არის მომზადება მარადიულობისათვის, იგია თითოეული ჩვენთაგანისათვის უდიდესი გამოცდა.
როგორ ვიზრუნოთ მიცვალებულთა სულებისათვის
1. სული სიკვდილის შემდეგ
უპირველეს ყოვლისა მტკიცედ უნდა გვწამდეს: ადამიანის სული არ კვდება; ის მხოლოდ ტოვებს სხეულს და ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის, გარდაიცვლება.
საღმრთო გამოცხადებისა თუ თვითმხილველთა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების შედეგად ეკლესიას დაუგროვდა გარკვეული ცოდნა სულის იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ. ეს სწავლება გადმოცემულია მამათა ნაწერებში, მოკლედ კი მისი არსი შემდეგია:
გარდაცვალებისას ხდება სულის გამოყოფა სხეულიდან. პირველი სამი დღე იგი იმყოფება დედამიწაზე, დასტრიალებს საკუთარ სხეულს, ახლობელ ადამიანებს. ემშვიდობება მათ; განსაკუთრებით უხარია იმ ადგილების მონახულება, სადაც ოდესმე სიკეთე ჩაუდენია.
მესამე დღეს (პირველ დღედ გარდაცვალების დღე ითვლება) ანგელოზები სულს ზეცაში აიყვანენ და წარადგენენ უფალთან. ამის შემდეგ ექვსი დღის განმავლობაში ათვალიერებენ სასუფევლის სანახებს.
გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს მას კვლავ წარადგენენ უფალთან, რის შემდეგაც ახლა ჯოჯოხეთს მოატარებენ...
წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირის,
კონსტანტინეპოლელ პატრიარქის მიერ თქმული
ქრისტიანეთა მიცვალებისათვის
საყვარელნო! ქრისტიანეთა მიცვალებასა ზედა ანგელოსნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ, და მოუწოდებენ მონასა მას ღირსსა: ჰოი, ვითარ დიდი საიდუმლო აღესრულების, საშინელი და შესაძრწუნებელი, და ღირსი გალობისა და სახე დიდისა მის სიბრძნისა საღმრთოჲსა! ვითარ განვალს სული ხორცთაგან, ვითარცა სახლისა რაჲსაგანვე, და მივალს მეუფისა თვისისა. ვითარცა ოდეს იგი იშვებოდეს ყრმა, ეგრეთვე მიცვალებაჲცა კაცისა: შობა არს ფრიად უაღრესი მის შობისა, რამეთუ მივალს სული იგი ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან, - განიხსნების, ვითარცა საკრველისაგან - განვალს დიდებისა ამისგან, განთავისუფლდების ღვაწლისაგან, და მივალს განსვენებად...წმიდა მოწამე ანტონ... | წმიდა მოწამე ანტიო... | წმიდათა შორის მამა... |
ღირსი ანთისა | მღვდელმოწამე აბდია... | მღვდელმოწამე იანუა... |