მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



საღმრთო ლიტურგიაზე
თბილისობა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ქართლის სამეფო
ქართლის სამეფო

ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნის 30-იან წლებიდან ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაწყებულმა დაპყრობებმა ძირფესვიანად შეცვალა მრავალი ხალხის და სახელმწიფოს განვითარება. ძველი მსოფლიოს ამ უდიდესმა მოვლენამ გავლენა იქონია საქართველოზეც. სწორედ მაკედონელის სახელს უკავშირებენ ქართული წყაროები აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოს შექმნას. ლეონტი მროველის (XI საუკუნე) მიხედვით, ალექსანდრემ დაიპყრო ქართლი და აქ მმართველად დატოვა, თავისი სარდალი აზო . აზომ დაიმორჩიალა არა მარტო ქართლი არამედ კოლხეთიც და 24 წლის განმავლობაში მართავდა მას. მის მმართველობას ბოლო მოუღო აჯანყებამ . აზო დაიღუპა ფარნავაზმა კი თავი მეფედ გამოაცხადა.

ალექსანდრე მაკედონელამდე ქართლის მმართველი იყო მცხეთის მამასახლისი . ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში სწორედ მცხეთის მამასახლის სთხოვეს ქართლში დასახლება იერუსალიმიდან ლტოლვილმა ებრაელებმა, მას შემდეგ რაც იერუსალიმი აიღო ნაბუქოდონოსორმა. ქართლში ყველა თემს თავისი მამასახლისი ჰყავდა, მათ შორის კი უზენაესი იყო მცხეთის მამასახლისი. მას ძირითადათ მოსამართლის და მრჩევლის ფუნქცია ჰქონდა. უკანასკნელი მცხეთის მამასახლისის სამარას ძმის შვილი იყო ფარნავაზი ამიტომ მას ეკუთვნოდა მეფის ტიტული. სხვანაირად აღწერს მეორე ქართული წყარო IX საუკუნის ” მოქცევაჲ ქართლისჲ” აქაც საუბარია ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის დაპყრობაზე და აღნიშნულია

” თანაჰყვანდა ალექსანდრეს მეფეს აზოჲ, ძე არიანქართლისა მეფისაჲ და მას მოუბოძა მცხეთასაჲ საჯდომად” შემდგომ აზო წავიდა არიან ქართლში წამოიყვანა იქედან თავისი ხალხი და მათთან ერთად დასხდა მცხეთის ტახტზე აზომ თან მოიტანა ორი კერპი გაც და გაიმ . ” და ეს იყო პირველი მეფეჲ მცხეთის შინა აზოჲ და მოკუდა და შემდგომად მისა დადგა ფარნავაზ. ამან აღმართა კერპი და დასდვა სახელი მისი არმაზი ” .

ამ წყაროს მიხედვით აზო არის არიანქართველი და არა მაკედონელი. არსებობს მოსაზრება რომ არიან ქართველი, ირანელ ქართველს ნიშნავს ანუ იმ ტერიტორიას რომელიც შედიოდა აქემენიანთა იმპერიაში და დასახლებული იყო ქართველებით. აზო სამხრეთ ქართულ ტომთა რომელიღაც გაერთიანების წარმომადგენელი იყო. ორივე ქართული წყარო აღწერს ერთსა და იმავე ამბავს- ბრძოლას სამხრეთ და აღმოსავლეთ ქართულ ტომთა გაერთიანებებს შორის, ოღონდ აღწერენ საკუთარი თვალთახედვით. მართალია ლეონტი მროველიც და ” მოქცევაჲ ქართლისაიც ” აზოს მფარველად მაკედონელს ასახელებენ. მაგრამ ალექსანდრე მაკედონელი სამხრეთ კავკასიით არასოდეს არ დინტერესებულა და აქ არასდრო ულაშქრია. სამაგეროდ კავკასიით (უფრო ზუსტად აქ გამავალი სავაჭრო გზებით) დაინტერესდნენ მისი იმპერიის დანგრევის შემდგომ წარმოქმნილი სახელმწიფოები. ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდგომ დაიწყო სასტიკი ბრძოლა მის სარდლებს შორის, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც დიადოხოსები (მემკვიდრეების) სახელით. საბოლოოდ ალექსანდრე მაკედონელის იმპერია სამ ნაწილად დაიშალა: სელევკიდების სამეფიო (სირია, შუამდინერეთი, ირანი), ეგვიპტე და მაკედონია.

ლეონტი მროველის მიხედვით ფარნავაზი დაუკავშირდა ეგრისის (დასავლეთ საქართველო) მმართველს ქუჯს, გამოიყენა ჩრდილო კავკასიელთა სამხედრო ძალა, მხარდაჭერა სთხოვა სელევკიდების სამეფოს. აზომ საბერძნეთიდან მიიღო სამხედრო ძალა, მაგრამ ის ბრძოლის ველზე დაეცა.ფარნავაზიც და აზოც თავიანთ ბრძოლებში აქტიურად იყენებდნენ სხვა ქვეყნის სამხედრო ძალას.

გამარჯვებული ფარნავაზი იწყებს სახელმწიფოში რეფორმების გატარებას. ქართლი დაიყო ადმინისტრაციულ ერთეულებად საერისთაოებად. ერისთავებს ევალებოდა საერისთაოებში ჯარის შეკრება, ხარკის აკრეფა და ადმინისტრაციული საკითხის გადაწყვეტა. სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინცია შიდა ქართლი დაექვემდებარა სპასპეტს. სპასპეტი მეფის შემდგომ მეორე პირი იყო სახელმწიფოში, ერისთავებიც მას ემორჩილებოდნენ. სულ შეიქმნა რვა სერისთაო, მათ შორის შედიოდა ეგრისიც რომელსაც ქუჟი განაგებდა. ქუჯმა დიდი დახმარება გაუწია ფარნავაზს, ამიტომ ფარნავაზმა ქუჯს თავისი და ცოლად მისცხა.მეორე და კი ოვსთა ხელმწიფეს მიათხოვა . თვითონ კი ჩრდილო კავკასიელი დურძული ქალი მოიყვანა.

ფარნავაზმა შემოიღო ახალი კერპი არმაზი. არმაზი საერთო ქრთული ხვთაება გადა . ამისთვის, ფარნავაზმა შეინარჩუნა აზოს მიერ მოტანილი კერპები გაც და გაიმ. ლეონტი მროველი ფარნავაზს მიაწერს ქართული ანბანის შექმნას. ფარნავაზის მეფობის ხანის განსაზღვრა რთულია.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0