მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



საუბარი ათეიზმზე
ქადაგება ქაშვეთის ტაძარში

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

საქართველო VI საუკუნის პირველ ნახევარში
 საქართველო VI საუკუნის პირველ ნახევარში
ბიზანტიის იმპერია იუსტინიანე I-ის დროს.
სასანიანების ირანი ხოსრო II-ის დროს.

ბიზანტიასა და სასანიების ირანის დაპირისპირებისას, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს. ის ვინც საქართველოში გაბატონდებოდა მოიპოვებდა დიდ წარმატებებს მოწინააღმდეგესთან შედარებით. საქართველოს ხელში ჩაგდებით ისინი გააკონტროლებდნენ ჩრდილო კავკასიიდან გადმოსასვლელ გზებს და მომთაბარეების სამხედრო ძალის გამოყენება იქნებოდა შესაძლებელი.

VI საუკუნე კავკასიაში ირანის აქტიურობით დაიწყო. 510 წელს გააუქმეს მეფობა ალბანეთში. ქართლი ერთადერთი ქვეყანა იყო სადაც მეფობის ინსტიტუტი ისევ არსებობდა. ცხადი იყო, რომ ირანის შაჰი ქართლშიც გააუქმებდა მეფობას. ირანის შაჰმა ქართლის მეფეს გურგენს ქრისტიანობის უარყოფა და მაზდიანობის მიღება მოსთხოვა. გურგენის აჯანყება 523 წელს დამარცხებით დასრულდა, მეფემ თავი ბიზანტიას შეაფარა.

თუ ქართლისთვის ირანი სასტიკი დამპყრობელი იყო, მას სხვანაირად უყურებდნენ ლაზიკაში. ლაზები ირანელებს ბიზანტიის მოწინააღმდეგედ და მათ მოკავშირედ აღიქვამდნენ. სწორედ ამ მოსაზრებით ლაზიკის მეფის შვილმა წათე I-მა მაზდიანობა მიიღო. როდესაც მეფე გარდაიცვალა, სამეფო ტახტი წათეს დარჩა. იგი მიხვდა რომ ქრისტიანული ქვეყანა წარმართ მეფეს ვერ აიტანდა, ამიტომ ის კვლავ ქრისტიანობას დაუბრუნდა. წათე I ქრისტიანად ავიდა სამეფო ტახტზე. მისი პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლამ, ირანის შაჰის აღშფოთება გამოიწვია და ლაზიკის დასასჯელად სამხედრო ძალა გამოგზავნა. წათემ დახმარებისთვის ბიზანტიას მიმართა. ლაზებმა და ბიზანტიელებმა ირანელები დაამარცხეს. ბიზანტიის იმპერატორმა კარგად იცოდა, რომ თუ ირანი ლაზეთს დაიპყრობდა იმპერია ძალზედ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. იმპერატორმა იუსტინიანემ გადაწყვიტა დასავლეთ საქართველოს ციხეებში სკანდასა და შორაპანში ბიზანტიური გარნიზონები ჩაეყენებინა.

531 წელს ირანის შაჰი გახდა ხოსრო I ანუშირვანი. იუსტინიანეს და ხოსროს მმართველობის დროს მათმა ქვეყნებმა სიძლიერეს ზენიტს მიაღწიეს. იუსტინიანე რომის იმპერიის აღდგენაზე ოცნებობდა. მაგრამ ეს ორი ქვეყანა გადამწყვეტი ბრძოლისათვის მზად მაინც ვერ აღმოჩნდა. ამიტომ 532 წელს დაიდო უვადო ზავი. იუსტინიანე ხვდებოდა, რომ ზავი დროებითი იყო ამიტომ მან დასავლეთ საქართველოს გამაგრება დაიწყო. ლაზიკაში შეიქმნა ახალი სამხედრო ძალა. ააგეს ძლიერი ციხესიმაგრე პეტრა (ციხისძირი). ლაზებისთვის ეს ყველაფერი აუტანელი იყო. ამიტომ მათ ხოსროსთან ელჩობა გააგზავნეს და დახმარება სთხოვეს.

სულ სხვა ვითარებაში აღმოჩნდა ქართლი უვადო ზავის შემდგომ, ქვეყანა კვლავ ირანელთა მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. საინტერესო ცნობები აქვთ დაცული ბიზანტიელ იმპერატორებს. VI საუკუნის 30-იან წლებში ”იბერიელთა მეფე ძამანარსე კონსტანტინოპოლში კეთილსათნო იუსტინანე მეფესთან თავის მეუღლითა და დარბაისლებითურთ მოვიდა”. სავარაუდოა რომ ქართლის ნაწილი ირანელთა ბატონობას გადაურჩა და იქ ვახტანგ გორგასლის შთამომავლები მეფობდნენ. VI საუკუნის 40-იან წლებში ქართლში მეფობა გაუქმებულია ამ დროს ქართლის მმართველია ირანელი მოხელე მარზპანი.

VI საუკუნის 30-იან წლებში ქართლში მოვიდნენ სირიელი სასულიერო პირები. მათ ასურელი მამები ეწოდათ. ესენი იყვნენ : იოანე ზედაზნელი, დავით გარეჯელი, აბიბოს ნეკრესელი, შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ხირსელი, ზენონ იყალთოელი, მიქაელ ულუმბოელი, ისიდორე სამთავნელი და ელია დიაკონი. ზოგი მათგანი ადრე მოვიდა ზოგი ცოტა მოგვიანებით. ასურელი მამების მიზანი იყო ქართლში ქრისტიანობის განმტკიცება, იმ მძიმე ვითარებაში რომელშიც ქართლი იმყოფებოდა. სწორედ ასურელმა მამებმა ჩაუყარეს სამონასტრო ცხოვრებას საფუძველი საქართველოში. ასურელი მამების მიერ დაარსებული სამონასტრო კერები, მოგვიანებით ქართული მწიგნობრობის და კულტურის მძლავრ კერებად იქცნენ.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0