მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მზაკვარებისათვის
სიტყვა კვირიაკესა სამარიტელისასა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

დიდი ომიანობა ეგრისში
 დიდი ომიანობა ეგრისში

ბიზანტიასა და ირანს შორის დაპირისპირება ხანგრძლივ ომში გადაიზარდა, რამაც ლაზიკას ნგრევის და უბედურების მეტი არ მოუტანა. ბიზანტიელთა ბატონობისგან შეწუხებულმა ლაზმა ხალხმა ომის დაწყება განიზრახა, ამ ომში მათ დახმარება ირანის შაჰს ხოსრო I-ს სთხოვეს. ირანის შაჰი ხვდებოდა თუ რა დიდ მოგებას ნახავდა ლაზეთში გაბატონებით. ერთი მხრივ ის ზურგს მოუშლიდა ქართლს, რომელიც ბიზანტიას იმედებით უყურებდა და მოიპოვებდა შავ ზღვაზე გასასვლელს. ლაზეთში გაბატონებით ირანი უფრო აქტიურად შეუტევდა ბიზანტიას. ამიტომ ის ლაზების თხოვნას სიამოვნებით დათანხმდა. 542 წელს ხოსრო I ქართლში დიდი ჯარით შემოვიდა. შაჰი ხმას ავრცელებდა ჰუნების წინააღმდეგ მივდივარ საომრადო. ირანულმა ჯარმა სწრაფად გაიარა ქართლი. საზღვარზე ირანელებს ლაზები დახვდნენ და ლაზიკაში გადაიყვანეს. ხოსროსთან ლაზიკის მეფე გუბაზ II გამოცხადდა. ირანელთა და ლაზთა გაერთიანებული ლაშქარი ციხესიმაგრე პეტრასკენ დაიძრა, რომელიც ბიზანტიელთა უმთავრესი დასაყრდენი პუნქტი იყო. ხანმოკლე, მაგრამ სისხლიანი ბრძოლების შემდეგ პეტრა აიღეს.ამ დროს შაჰმა შეიტყო რომ ბიზანტიელთა დიდი ლაშქარი ირანში შეჭრილიყო. ხოსრომ ჯარის ნაწილი პეტრაში დატოვა, თვითონ კი ირანში დაბრუნდა. ბიზანტიას მდგომარეობა გაურთულდა დასავლეთითაც ამიტომ ირანს დაზავება შესთავაზა, ზავი თავის მხრივ ირანსაც სჭირდებოდა რათა მოპოვებული წარმატებები განემტკიცებინა. 545 წელს ირანსა და ბიზანტიას შორის დაიდო ხუთწლიანი ზავი.

ირანის შაჰმა ეგრისში თავისი საიდუმლო გეგმის განხორციელება დაიწყო.ხოსრომ კარგად იცოდა თუ რატომ მიიწვიეს ლაზებმა ირანელები და იმასაც ხვდებოდა რომ ბიზანტიელთა უღელს ირანულზე არ გაცვლიდნენ. შაჰს კი დასავლეთ საქართველოში ფეხის მოკიდება სურადა. ხოსროს მიაჩნდა რომ მხოლოდ ერთი გამოსავალი იყო. ლაზიკის მოსახლეობა უნდა აეყარა და ამ ტერიტორიაზე ირანელები უნდა დაესახლებინა. ამ გეგმის განხორციელებისთვის კი აუცილებელი იყო გუბაზ მეფის მკვლელობა. უმეფოდ დარჩენილი ლაზების დამარცხება კი უფრო ადვილი იქნებოდა. სწორედ ამ მიზნის შესასრულებლად ირანელებმა შეარჩიეს ლაზი დიდებული ფარსანსი. ქვეყნისათვის ამ გადანწყვეტ დროს ფარსანსმა მეფესთან პირადი კონფლიქტი დაივიწყა და გუბაზს ყველაფერი მოახსენა. ირანელთა ბატონობისგან მეთელი მოსახლეობა შეწუხებულები იყვნენ. ირანელები ბიზანტიელებს არაფრით არ სჯობდნენ, პირიქით მათი ყოფნა ლაზიკაში კიდევ უფრო სახიფათო იყო ამიტომ გუბაზმა გადაწყვიტა დაეწყო ბრძოლა ირანელთა წინააღმდეგ. ამ ომში გუბაზმა დახმარებისთვის ბიზანტიას მიმართა. იუსტინიანემ მოაგვარა დასავლეთში არსებული პრობლემები და გადაწყვიტა ირანის წინააღმდეგ ბრძოლა განეახლებინა. 549 წელს ბიზანტიელთა ლაშქარი პეტრას ციხეს მოადგა. ხოსრომ თავისი გარნიზონის დასახმარებლად დიდი ლაშქარი გამოგზავნა. ბიზანტიელთა სარდალმა შეცდომა დაუშვა, მეტად მცირე რაზმი გაგზავნა ლიხის ქედის გადმოსასვლელის დასაცავად. ირანის რაზმებმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოახერხეს ლაზიკაში შემოსვლა. ბიზანტიელებმა მიატოვეს პეტრა და უკან დაიხიეს. ირანელებმა კიდევ უფრო გაამაგრს პეტრა და ლაზიკის შიდა რაიონების აოხრება დაიწყეს. ლაზებმა გუბაზის მეთაურობით დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ირანელებს . ირანელებმა ლაზიკა დატოვეს და ქართლში დაბრუნდნენ. 550 წელს შაჰმა ლაზიკაში ახალი ჯარი გამოგზავნა. ლაზები ამ ბრძოლაში მტერს მარტო შეებნენ. გუბაზ მეფის სიტყვით გამხნევებული ლაზები მტერს ეკვეთნენ. ბრძოლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ირანელთა სარდალი . მტერი აირია , ლაზების შეტევას ვერ გაუძლო და დამარცხდა.

ბიზანტიელები კვლავ პეტრას შემოადგნენ ამჯერად მათ მოახერხეს ქალაქის აღება. პეტრას დაკავება ბიზანტიელებმა აღარ ისურვეს , ამირტომ ციხე-სიმაგრე მიწასთან გაასწორეს. ირანელთა დამარცხების მიუხედავად ლაზიკაში ვითარევბა ძალზედ მძიმე იყო. ხოსრომ ლაზიკაში ახალი ჯარი გამოგზავნა. ირანელთა სარდალმა როდესაც შეიტყო პეტრას დანგრევის შესახებ გადაყვიტა არქეოპოლისის ( ციხე-გოჯი) აეღო. მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.ამასობაში ლაზთა ნაწილი კვლავ პროირანულ პოზიციებს მიემხრო. ირანელთა სარდალმა გუბაზსაც შესთავაზა ირანელთა მხარეს გადასულიყო, გუბაზი მაინც არ იცვლიდა პოზიციებს და ბიზანტიელთა ერთგული რჩებოდა. ბიზანტიელები კი უნიათოიდ იქცეოდნენ. ირანელებთან ბრძოლაში დამარცხებულნი ლაზთა სოფლებს არბევდნენ და აჩანაგებდნენ. ბიზანტიელთა სასტიკმა და უსამართლო მოქმედებამ ჯერ აბაზგების (550 წლის)შემდგომ მისიმიელების (555 წლის) აჯანყება გამოიწვია.

გუბაზმა ბიზანტიელლების სამარცხვინო საქციელი იმპერატორს შეატყობინა. ამის საპასუხოდ ბიზანტიელთა სარდლებმა 554 წელს გუბაზ II მოკლეს. გუბაზის მკვლელობამ ლაზების სასტიკი აღშფოთება გამოიწვია. ლაზი დიდებულების შეკრებაზე ორი თვალსაზრისი გამოიკვეთა. ნაწილი აიეტის მეთაურობით ირანელების მომხრეები იყვნენ. ნაწილი კი ფარტაზის მეთაურობით კი კვლავ ბიზანტიელთა მხარეს დარჩა. საბოლოოდ სწორმა აზრმა გაიმარჯვა და ლაზები ბიზანტიელთა მხარეს რჩებოდნენ ოღონდ ერთი პირობით - იუსტინიანეს მეფის მკვლელები უნდა დესაჯა, იუსტინიანემ ეს პირობა შეასრულა. ლაზიკის მეფე გახდა გუბაზის ძმა წათე II. საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდებოდა , მაგრამ ბიზანტიაც და ირანიც ზავისკენ იხრებოდნენ. 562 წელს ომი დასრულდა. ირანელებმა დასავლეთ საქართველო ბიზანტიას დაუთმო.ოცწლიანი ომი ლაზებისთვის უშედეგოდ დასრულდა.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0