მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მზაკვარებისათვის
მოძღვრება მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკესა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

საქართველო XV საუკუნის მეორე ნახევარში
ოსმალეთის იმპერია (1300-1926 წლებში)
საქართველო XV საუკუნის მეორე ნახევარში

გიორგი VIII-ის მეფობისას სერიოზული ცვლილებები მოხდა საერთაშორისო ვითარებაში. ამ პერიოდში მომხდარმა ცვლილებებმა დიდი გავლენა მოახდინა არა მარტო საქართველოზე არამედ მთელს მსოფლიოზე. 1453 წლის 29 მაისს 53-დღიანი ალყის შემდეგ ოსმალთა სულთანმა მუჰამედ II-მ აიღო კონსტანტინოპოლი. ბიზნტიის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. ბიზანტიის იმპერატორები ყოველგვარ საშუალებას ცდილობდნენ რომ თავი დაეცვათ ოსმალებისგან მაგრამ უშედგოდ. XV საუკუნის 40-იან წლებში საქართველოში მოვიდა ბიზანტიის ბოლო იმპერატორის კონსტანტინე XI-ის ელჩობა, რომლებსაც იმპერატორისთვის საცოლე უნდა შეერჩიათ. იმპერატორს გიორგი VIII-ის ასული უნდა შეერთო. მაგრამ ქორწილი კონსტანტინოპოლის დაცემამ ჩაშალა.

ბიზანტიის დაცემამ და თურქების გაბატონებამ ბოსფორის და დარდანელსი სრუტეებზე საქართველო მოწყვიტა ევროპას. ჩაიკეტა საქართველსო სამხრეთით გამავალი გზები. 1461 წელს ოსმალებმა ტრაპიზონი აიღეს. ვითარება კატასტროფული გახდა მას შემდეგ რაც ოსმალებმა 1475 წელს ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთიც დაიკავეს. შავი ზღვა ოსმალეთის ტბად იქცა. ევროპასთან დამაკავშირებელი ყველა გზა კი გაქრა. ამის შემდეგ ევროპელები იწყებენ აღმოსავლეთსკენ მიმავალი გზების აღმოჩენას. ინდოეთთან კავშირი ეროპამ საზღვაო გზებით დაამყარა. სავაჭრო გზებმა საქართველოზე უკვე აზრი დაკარგა.



^

ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი კონსტანტინე XI.


ოსმალეთი ევროპის ყველაზე დიდი მტერი გახდა. ვინც ოსმალეთს დაუპირისპირდებოდა ევროპის მოკავშირე იყო ,ასეთი აღმოჩნდა ირანი. ბიზანტიის დაცემის შემდეგ მართლმადიდებლური სამყაროში პირველობა მოსკოვის სამთავრომ წამოაყენა. შემუშავდა ” მესამე რომის” თეორია. მოსკოვი ყველა მართლმადიდებლური ქვეყნის მფარველად აცხადებდა თავს. მართლმადიდებლური ქვეყნების იმედები მოსკოვს დაუკავშირდა. მონღოლებისგან გათავისუფლების შემდეგ რუსეთმა სწრაფად განვითარება დაიწყო.

საქართველოს მეზობელები აღმოჩნდნენ ოსმალეთი და ირანი რომლებსაც თავისი ინტერესები ჰქონდათ კავკასიაში. საქართევლო უდიდესი საფრთხის წინ დადგა. ოსმალეთის მეზობლობა არც ისე საშიში იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა ერთიანი და ძლიერი იქნებოდა. ყველაფერი კი საპირისპიროდ იყო. გიორგი VIII-ის დროს საქართველოს დაშლის პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო. სეპარატისტულ ზრახვებს ყველაზე მეტად სამცხის მთავარი ყვარყვარე ჯაყელი ავლენდა. ყვერყვარე თითქმის აღარ ემორჩილებოდა საქართველსო მეფეს. ყვარყვარემ სცადა საქართველსო ეკლესიის ერთიანობის დარღვევა , მაგრამ კათალიკოს-პატრიარქი დავით IV ენერგიულად აღუდაგ ამ პროცეს წინ და ქართული ეკლესიის ერთიანობა შეინარჩუნა.

XV საუკუნის 50-იანი წლებდან ევროპაში იწყება დიდი ანტიოსმალური კოალიციის შექმნა. ამ კავშირში მონაწილეობას აპირებდა საქართევლოც. ამ მიზნით საქართველოში ჩამოვიდა რომის პაპის ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი. გიორგი მეფემ თანხმობა განაცხადა ამ კოალიციაში მონაწილეობას და ლუდოვიკოს წასვლისას თან გააყოლა ელჩობა. ქართული ელჩობა შეხვდა : უნგრეთის მეფეს, საღვღო რომის იმპერატორს, საფრანგეთის მეფეს დაესწრნენ ახალი მეფის ლუი XI-ის კურთხევას, რომის პაპს, მილანსი ჰერცოგს. მიუხედავად ამისა ანტიოსმალური კოალიცია ვერ შედგა.

სანამ ანტიოსმალური კოალიციის შექმნის იმედი არსებობდა მეფე და მთავრები მშვიდობას ინარჩუნებდნენ. კოალიციის ჩაშლამ ეს მშვიდობა დაარღვია. 1462 წელს გიორგი მეფეს აუჯანყდა იმერეთის ერისთავი ბაგრატი. 1463 წელს გიორგი VIII ჩიხორის ბრძოლაში დამარცხდა , ბაგრატმა თავი იმერთის მეფედ გამოაცხადა. გიორგი მეფემ ვითარების გამოსწორება სცადა და სამცხის მთავრის ყვარყვარეს წინააღმდეგ გაილაშქრა. 1465 წელს გიორგი გაემართა სამცხისკენ , მეფის ჯარი ფარავნის ტბასთან დაბანაკდა. მეფეს ამცნობეს რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა. გადმოცემით ეს ყველაფერი იოთამ ზედგინიძემ ამცნობა მეფეს , მაგრამ მეფეს ეს ცნობა არ დაუჯერებია. მაშინ იოთამი ჩაწვა მეფის საწოლში ღამით , მეფის კარავში შეთქმულები შეიჭრნენ და იოთამი სასიკვდილოდ დაჭრეს. მეორე დღეს მეფემ საქმის გამოძიება და შეთქმულთა გამოაშკარავება დაიწყო. ამით ისარგებლა ყვარყვარემ და მეფის ბანაკს თავს დაესხა. გიორგი მეფე დამარცხდა და სამცხის მთავარმა ის ვაჰანსის ქვაბებში გამოჰკეტა. გიორგი მეფის დატყვევებით ისარგებლა იმერეთის მეფე ბაგრატ VI-მ და თავი მეფეთა-მეფედ გამოაცხადა. ყვარყვარე მიხვდა რომ გიორგის დატყვევებით ბევრი ვერაფერი მოიგო და გაათავისუფლა გიორგი, უკან წამოსულ მეფეს კი ჯარიც გამოაყოლა სამეფო ტახტის დასაბრუნებლად. ქართლის მთავრებმა გიორგი VIII-ს მხარი არ დაუჭირეს რადგან შიშობდნენ რომ მათ ღალატის გამო მეფე სასტიკად დასჯიდა. გიორგი მეფემ ქართლის ტახტის დაკავება ვერ შესძლო და კახეთში გადავიდა.

საქართველსო სამხრეთით ერთმანეთს ებრძოდნენ თურქმანთა ორი ტომი- შავბატკნიანები და თეთრბატკნიანები. XV საუკუნის ბოლოს ეს ბრძოლა თეთრბატკნიანელების გამარჯვებით დასრულდა. მათმა მთავარამ უზუნჰასანმა ხუთჯერ ილაშქრა საქართველოში და დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. თუმცა როდესაც უზუნ-ჰასანს სჭირდებოდა საქართველოს მოკავშირედ გამოდიოდა ოსმალეთთან ბრძოლაში. 1466 წლიდან ბაგრატ VI იყო ქართლ-იმერეთის მეფე , მაგრამ ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო. ქართლში მეფობდა გიორგი VIII-ის ძმისშვილი კონსტანტინე II. მშვიდობიანი ურთიერთობა მეფეებს შორის მალე მძაფრ დაპირისპირებაში გადაიზარდა. XV საუკუნის 70-იანი წლებიდან ბაგრატმა საქართველოს კვლავ გაერთიანების საწინააღმდეგო ღონისძიებები გაატარა და დასავლეთ საქართველო ეკლესიურად ჩამოაშორა მცხეთის საკათალიკოსოს.

1478 წელს გარდაიცვალა ბაგრატ VI , მისმა შვილმ ალექსანდრემ ტახტის დაკავება ვერ შესძლო. ალექსანდრეს წინააღმდეგ გამოვიდნენ დასავლეთ საქართველოს მთავრები. კონსტანტინე II გადავიდა დასავლეთ საქართველოში და თავისი ძალაუფლება აღადგინა. მაგრამ ყვარყვარე ჯაყელთან განცდილმა მარცხმა კონსტანტინეს საშუალება არ მისცა გაეგრძელებინა საქართველსო გაერთიანება. 1483 წელს ყვარყვარე ჯაყელმა არადეთის ბრძოლაში დაამარცხა ქართლის მეფის ჯარი. ამით ისარგებლა ალექსანდრე ბაგრატის ძემ და იმერეთში გამეფდა. კონსტანტინე II არ აპირებდა ასე ადვილად შეგუებოდა მარცხს და დაეშვა საქართველსო დაშლა. მან 1490 წელს თბილისში სამეფო დარბაზი მოიწვია და რჩევა კითხა. ვახუშტი ბატონიშვილი გვაუწყებს რომ მეფეს ასეთი რჩევა მისცეს.

” ვინაიდან მტკიცედ დგანან ერთგულებასა ზედა თავსთა რჩეულთა მეფენი იმერნი და კახნიდა კუალად ათაბაგისა სამცხელნი, აქმისთვის არა განვიზრახთ ბრძოლასა, რამეთუ თუმცა მერე ვექმნეთ ამასა, არღარა მოქვცემს მეორე ნებასა, არამედ ვაცადოთ ჟამი, უკეთუ კუალად აგოს ღმერთმან მეფოვასავე შენსა”.

ამის შემდეგ მეფე და ათაბაგი დაზავდნენ და დაადგინეს სამეფოების საზღვრები. 1490 წელს საქართველო ოფიციალურად დაიშალა სამეფო სამთავროებად. ამ მძიმე ვითარებაში საქართველო უნდა ყოფილიყო ერთიანი და ძლიერი. მაგრამ ქვეყანა დაიშალა: ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის სამთავროდ.

დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0