მიტროპოლიტი თეოდორე (დიმიტრი ჭუაძე) დაბ. - 11.04.1967, სიღნაღი;
1984 - თელავის მე-4 საშ. სკოლა;
1991 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი;
1992 - ახალციხის სასულიერო სემიანარია;
1991 წლის 22 თებერვალი - ბერად აღკვეცა;
1991 წლის 7 ივნისი - დიაკვნად კურთხევა;
1991 წლის 8 სექტემბერი - მღვდლად კურთხევა;
1993 წლის 18 ივნისი - იღუმენი;
1996 წლის 26 ოქტომბერი - არიქმანდრიტი;
1996 წლის 27 ოქტომბერი - ეპისკოპოსად კურთხევა;
1996-1998 წწ. - ბოდბელი ეპისკოპოსი;
1998 წ. - ახალციხის ეპისკოპოსი;
2003 - ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორი;
2003 წლის 14 სექტემბერი - მთავარეპისკპოსი;
2003-2004 წწ. - საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების თავმჯდომარე;
2004-2005 - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემიანარიის რექტორი;
2005 წლის 1 თებერვლიდან - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. ;ახალციხის, ტაო-კლაერჯთისა და ლაზეთის ეპარქია სამხრეთ საქართველოში ისტორიული სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს: ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონების ტერიტორიას. 2002 წლის 17 ოქტომბრიდან წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ეპარქია ნომინალურად აერთიანებს უძველეს ქართულ პროვინციებს - ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთს, რომლებიც ამჟამად საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს მიღმაა მოქცეული. საქართველოს საეპარქიო დანაწილების საფუძველზე ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომისა და ბაკურიანის, ახალქალაქისა და კუმურდოს, დასავლეთიდან ბათუმისა და სხალთის, ჩრდილოეთიდან ვანისა და ბაღდათის, ჩრდილო-დასავლეთიდან შემოქმედის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან არგვეთისა და უბისის ეპარქიები, ხოლო სამხრეთის მხრიდან სახელმწიფო საზღვარი გადის თურქეთთან. საისტორიო ტრადიციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე პირველი საეპისკოპოსო კათედრა სწორედ ამ მხარეში დაუარსებია წმინდა მოციქულს, ანდრია პირველწოდებულს. XX ს-ის 20-იანი წლებიდან, გასაგებ მიზეზთა გამო, მთელი 70 წლის მანძილზე ქრისტიანული საეკლესიო ცხოვრება მეტად მძიმე წნეხის ქვეშ იყო მოქცეული. მხოლოდ 70-იანი წლების ბოლოს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ძალისხმევით გაიზარდა მღვდელმთავართა რიცხვი. ამ პერიოდს უკავშირდება სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის აღდგენა, რომელიც იმჟამად ქვეყნის სახელმწიფო საზღვრებში მოქცეულ თითქმის მთელ სამხრეთ საქართველოს მოიცავდა. 1978 წელს, ახლად აღდგენილი სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის მღვდელმთავრად ეპისკოპოსი ამბროსი ქათამაძე დაინიშნა, შემდეგ ეპარქიას მწყსიდა ეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე. აღნიშნული სახელწოდება ეპარქიამ 1995 წლის აპრილამდე შეინარჩუნა. შემდეგ სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის საკმაოდ ვრცელი ტერიტორია გაიყო და მისგან ჩამოყალიბდა ახალციხისა და ბორჯომ-ახალქალაქის ორი ეპარქია. ახლად ჩამოყალიბებული ახალციხის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა ეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი) (1995-1997 წწ.), 1998 წელს ეპარქიას მართავდა ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ხოლო 1999 წლიდან ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია ეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე). ეპისკოპოს თეოდორეს სამოღვაწეო არეალი განსაკუთრებული სირთულეებით ხასიათდება. საუკუნეთა წინათ დაწყებულ მართლმადიდებელ; ქართველთა შევიწროების გამო, ამჟამად ეპარქიაში ეთნიკური წონასწარობა ქართველთა საზიანოდ არის დარღვეული, რამაც, ბუნებრივია, არამართლმადიდებელთა რიცხვი გაზარდა. ძველი დროის ქართველ ბერ-მონაზონთა მიერ აშენებული ზოგიერთი ეკლესია-მონასტერი სხვა აღმსარებლობის მრევლმა მიისაკუთრა.