- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)მოკლე მოძღვრება, თქმული დიდ ხუთშაბათს ზიარებულთადმიმოგილოცავ თქვენ, საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო, მიღებასა წმიდათა საიდუმლოთა ქრისტესათა. ვსთხოვ ღმერთსა, რათა ყოვლად-წმიდა ხორცი და სისხლი ესე, ქრისტესი იყოს თქვენთანა არათუ მხოლოდ შესანდობელად ცოდვათა წასრულის თქვენის ცხოვრებისა, არამედ განსამტკიცებელად კეთილისა და სულიერისა მომავალისა ცხოვრებისა თქვენისასა. რა სარგებლობა გექმნებათ თქვენ, ძმანო, უკეთუ დღეს მოინანეთ ცოდვანი თქვენნი, ეღირსეთ შეერთებასა ქრისტესთანა და მერმეთ ისრეთნივე დაშთეთ სულიერად, როგორც უწინ იყავით? ქრისტიანე იმ განზრახვით უნდა ეზიაროს, რომ უმჯობესი შეიქმნეს სულიერად ზიარებითა; ცხოვრება გამოიცვალოს, უარ-ჰყოს ცოდვანი თვისნი და იწყოს კეთილი სულიერი ცხოვრება. და ესრეთ, ძმაო ჩემო, შენც ეცადე, რომ ამიერითგან უმჯობესი შეიქმნე, ვიდრე იყავ აქამომდე; თუ არ შეგიძლიან რომ სრულიად გამოსცვალო შენი ცხოვრება, სრულიად უარ-ჰყო პირველნი შენნი ცოდვანი, ვნებანი და ნაკლულევანებანი და ცუდნი ჩვეულებანი, ერთი რომელიმე შენი ცოდვა მაინც უარ-ჰყავ და მით დასდევ დასაწყისი შენისა მოქცევისა და უმჯობესობისა; ერთი მაინც რომელიმე ცოდვა შენი დასტოვე. იქმნება გქონდა ვისზედმე უკმაყოფილება, ან შური, შეურიგდი მას გულწრფელად და ნუღარა გახსოვს ძვირი მას ზედა და მით დაამტკიცე, რომ სწორეთ გსურს ამიერითგან უმჯობესად იცხოვრო; ან, იქმნებს, ანგაარი იყავ - მოიშალე ეს საშინელი ცოდვა; ან გულმწყრალი ხარ -დაამშვიდე გული შენი. ერთი სიტყვით, გამოაჩინე რითმე, დაუმტკიცე ღმერთსა და შენს სინიდისსა, რომ სწორეთ გსურს უმჯობესი შეიქმნე ამიერითგან. მართალია, ადვილი არ არის, რომ მოიშალოს კაცმან თვისი ცოდვა და ჩვეულება, გარნა ძალა უნდა დაატანოს თავის თავსა. ღირს კიდეც, რომ კაცმან ძალა იხმაროს თავის თავზედ, მისთვის რომელ დიდი სარგებლობა მიეცემა აქაც, ამ ქვეყანაზედ და იქაც, უკეთუ გადაეჩვია ერთს რომელსამე ცოდვას. მაშა რისთვის სცხოვრობს კაცი ქვეყანაზედ. თუ არ ეცადა და უმჯობესი არ შეიქმნა სულიერად და ხორციელადაც? მაცხოვარი გვეტყვის: სასუფეველი ღვთისა იიძულების. და რომელნი აიძულებენ მათ მიიტაციან. ესე იგი, სასუფეველსა ცათასა კაცი მხოლოდ იძულებით, შრომით, ძალადობით მიიტაცვბს და არა მოსვენებით და შვებით. თუ ხორციელს სარგებელსა ვერ მოიგებს კაცი უშრომელად, სულიერს მით უმეტესად. მაცხოვარმან სთქვა ერთხელ: ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი მტერია, ვინც ჩემთან არ შეჰკრებს იგი განაბნევს; ესე იგი, ვინც არ ცდილობს, რომ თან-და-თან უმჯობესი შეიქმნეს სულიერად, იგი უეჭველად თან-და-თან უარესი გახდება და მტერი შეიქმნება ქრისტესი. სულიერი სიმდიდრე ემსგავსება ხორციელს სიმდიდრესა: თუ ვაჭარი კაცი არ ცდილობს, რომ ყოველთვის ცოტ-ცოტა მაინც დაუმატოს თვისსა სიმდიდრესა, ბოლოს იგი სრულიად გაღარიბდება. ეგრეთვე, თუ ქრისტიანე არ ცდილობს რომ თან და თან უმეჯობესი შეიქმნეს, ბოლოს უარესი შეიქმნება და წარწყმდება. აჰა, რისთვის ცდილობს ეკკლესია შეგაგონოს თქვენ, რომელ ყოველთვის იყვნეთ ლოცვაში, მარხვაში, მონანებაში, და ხშირად აღსარება სთქვათ და ეზიაროთ. კვალად ვსთხოვ ღმერთსა ამიერითგან უმჯობესნი იყვნეთ. ამინ. | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1197 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |