- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელიქადაგება საახალწლო პარაკლისზეამ წელიწადში ისე შემოვდგით ფეხი, როგორც ახლადდათოვლილ მინდორში: არც ერთი ლაქა, არანაირი ნაკვალევი, ყველაფერი თეთრად ქათქათებდა. ახლა კი, როცა მიმოვიხედეთ, ვნახეთ, რომ ბევრი, ბევრი მრუდი გზით გვივლია. აი, ამას უნდა ვნანობდეთ ღვთის წინაშე - ოღონდ ვნანობდეთ შემოქმედებითად: არა მხოლოდ ვწუხდეთ სიმრუდისათვის, არამედ ვისწავლოთ როგორ შევხვდეთ ახალ წელს ახალი სიბრძნით, ახალი აღქმით. მაგრამ, ამასთანავე, რამდენი სინათლე, სიკეთე მოგვიტანა გასულმა წელმა, რამდენი კეთილი გვიყვეს ადამიანებმა, რამდენი სიკეთე გვიწყალობა ღმერთმა! ამიტომ, ახალი წლის დადგომამდე, ვმადლობდეთ ღმერთს, ადამიანებს, ყველას, ვისი წყალობითაც იმდენი სინათლე, სიკეთე შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. საბოლოო ჯამში, ცხოვრების ნაყოფი მხოლოდ სიყვარული და მადლიერებაა, სიხარული და მშვიდობაა. ამოვკრიფოთ გასული წლიდან მთელი მადლიერება, რომელიც კეთილი, გულთბილი, ჩვენდამი მოწყალე ადამიანების მიმართ გვქონდა, მადლიერება ღვთისადმი და ასე შევდგათ ფეხი ახალ წელიწადში. ჩვენს წინ ახალი წელი კვლავ ისე ციალებს, როგორც ხელუხლებელი შესაძლებლობა. შევიტანოთ ამ წელიწადში აღმაფრენა. ამ წელს ისე შევუდგეთ, რომ მთელი წელი სწორი გზით ვიაროთ. ვიაროთ ერთად, ვიაროთ მეგობრულად, ვიაროთ გაბედულად და მტკიცედ. სირთულეც შეგვხვდება, სიხარულიც: ერთსაც და მეორესაც უფალი გვიგზავნის. სირთულეს, ანუ სიბნელეს, სიმწარეს, ტანჯვას იმად გვიგზავნის ღმერთი, რომ მასში სინათლე, სიხარული, მყუდროება შეიტანოს; ნათელს კი იმისათვის, რომ ჩვენც ვეზიაროთ სინათლეს, ვიყოთ შვილნი ნათლისა. ვიაროთ ერთად, გულმოდგინედ, გვახსოვდეს ერთმანეთი და მაშინ, როცა წლის ბოლოს მიმოვიხედავთ, აღმოჩნდება, რომ ერთი სწორხაზოვანი გზა გამოგვივლია, არავინ დაცემულა გზის პირას, არავინ დავიწყებულა, არავისთვის აგვივლია გვერდი, და რომ მრავალს ჩვენს მცირე სამწყსოში და ჩვენით მთელს მსოფლიოში მოუპოვებია სიყვარული, სინათლე, სიხარული. ამინ. | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1445 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |