- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)მოძღვრება მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკესაორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: მრავალნი ცოდვანი სტანჯავენ ქვეყანასა ამას შინა დაცემულსა ბუნებასა კაცისასა. გარნა არცა ერთი მათგანი არ არის უსაშინელესი ფარისევლობისა, ვისთვის რომელ არცა ერთი მათგანი ეგრეთ არ მოეკიდება გულსა კაცისასა, ვითარცა ფარისევლობა; არცა ერთი მათგანი იმ ზომად არ მოინადირებს სულსა მისსა და ისრე ღრმად არ შთანერგდება ბუნებასა შინა მისსა. ყოველნი სხვანი ცოდვანი მხოლოდ ერთ დროს და ერთს ჰასაკსა შინა მოეკიდებიან კაცსა, ფარისევლობა სიყრმითგან საფლავამდის მისდევს მას; ყოველი სხვა ცოდვა გაერევა და გამოჩნდება მხოლოდ ზოგიერთთა საქმეთა შინა, ეს კი ყოველ სიტყვაში და ყოველ საქმეში; ფარისევლობა ყოველ მოქმედებას გასვრის და გააუწმინდურებს, ყოველ ჰაზრს და სიტყვას მისცემს რაღასაც ცუდად განსხვავებულს ფერს; გარნა უმაღლესი სიცუდე ფარისევლობისა ის არის, რომელ იგი ატყუებს კაცსა. კაცი მყოფი ფარისევლობასა შინა ფიქრობს, ვითომც იგი არის კეთილი და სათნო ღვთისა. რა არს, ძმაო, ფარისევლობა? გავიცნათ იგი დღეს. აღვწეროთ მისი ნიშნები; ვიცნათ მახლობლად ეს საშინელი მტერი ჩვენი, რათა არ შემოგვეპაროს იგი ჩუმათ და არ წარიტაცოს ჩვენი გული. დიდი კრძალვა და სიფრთხილე მართებს ყოველს კაცსა, რათა დაიცვას თავი თვისი ცბიერისა ამის და მატყუებელისა მტრისაგან, ვინაითგან იგი ვითარცა ერთი მოლიქნე და ცრუდ-მომფერებელი მეგობარი, უეცრად შეეპარება ადამიანს გულში და მოინადირებს სულსა მისსა. დღეს წარკითხულის სახარებისაგან იგავი კარგად აღწერს ფარისევლის მოქმედებათა და გაგვაცნობს ჩვენ მისთა თვისებათა. ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას, - ესრეთ იწყო მაცხოვარმან იგავი ესე, - ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე. ფარისეველი იგი წარსდგა და ამას იტყოდა თვისაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხვანი. ამ სიტყვებისაგან იცან, ძმაო, რომელ პირველი თვისება ფარისევლობისა არის ამპარტავნება ანუ გულ-დიდობა; ფარისეველი შევიდა საყდარში ლოცვად და ნაცვლად ლოცვისა წარსდგა, ესე იგი წინ დადგა, და იწყო ქება თავის გულში თვისის თავისა. რა საშინელი ამპარტავნება და გულ-დიდობა უნდა ჰქონდეს კაცსა, უკეთუ იგი საყდარშიაცა, დროსა ლოცვისასა, არ იქცევა თავმდაბლად, არამედ იქაც ახსოვს თვისი გულ-დიდობა, იქაც ეძიებს პატივსა და წინდგომასა, იქაც მისთვის შევა, რათა აჩვენოს სხვათა თვისი დიდ-კაცობა და სიმდიდრე. ახლაც არიან მრავალნი მსგავსნი ამ ფარისეველისა! ახლაც მრავალნი არ იკადრებენ საყდარში თავ-მდაბლად ქცევასა. მეტადრე სოფლებში, არათუ მრავალნი ეძებენ წინ-დგომასა, არამედ ეჯავრებათ, თუ მათ სიახლოვეს დადგა ვინმე დაბალი და ღარიბი კაცი. დროსა ლოცვისასა გულ-მაღლად იხედვენ გარემო თვისა, პირის სახეზედ გამოხატული აქვსთ რაღაც ამპარტავნება, პირ-ჯვარს მძიმედ იწერენ, ვითომც არცკი კადრულობენ პირ-ჯვრის დაწერასა და დიდად ავალებენ ღმერთსა თვისის პირ-ჯვრის წერითა. მოკლედ, ახლაცა ვიეთნიმე ქრისტიანენი, რომელთა აქამომდე არა უცვნიათ სული ქრისტესი, დაემსგავსებიან ძველთა მათ ფარისეველთა. გარნა მივიქცეთ კვალად იგავისადმი და ვიხილოთ, ვითარ ილოცვიდა ფარისეველი თავის გულში. ფარისეველი იგი წარსდგა და ამას იტყოდა თვისაგან: ღმერთო, გმადლობ, რამეთუ არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზვერე...... რა ლოცვა იყო ეს ლოცვა! ლოცვაში კაცი შიშით და ძრწოლით უნდა აღუარებდეს ღმერთსა უღირსებასა თვისსა და გამოითხოვდეს მისგან ცოდვათა შენდობასა, და თუგინდ მლოცველი ჰგრძნობდეს თავის გულში, რომ მან შეძლებისამებრ თვისისა დაიცვა სჯული ქრისტესი და არა თუ არ შთავარდნილ-არს რომელთა დიდთა ცოდვათა შინა, არამედ მადლითა ღვთისათა დაუმარხავს მცნებანი ღვთისანი, მაშინაც ამას უნდა მიაწერდეს ღვთის მადლსა და მადლობასა შესწირვიდეს ღმერთსა, და გამოითხოვდეს მისგან, რათა მომავალს დროსაცა შინა დაიცვას იგი ცოდვათაგან. გარნა ფარისეველი იგი იქებს თავის თავს და რით იქებს იგი თავს? მით, რომ იგი არ არის ცრუ, მემრუშე და მტაცებელი. რა ქება არის ეს? ესრეთ შეუძლიან იქოს თავი თვით უბოროტესმა ავაზაკმა. გარნა აქ, ძმაო, მიაქციე საკუთარი ყურად-ღება ამ სიტყვებს: არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა ესე მეზვერე. ეს სიტყვები გამოაჩენენ მეორესა ხაზსა ფარისევლობის ხასიათისასა, ანუ მეორესა მისსა თვისებასა; ეს თვისება არის შეურაცხ-ყოფა, ანუ და დაკნინება მოყვსისა: არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი... მე არ ვემსგავსები სხვათა კაცთა, მე სხვაზედ უმჯობესი ვარ, სხვანი ცუდნი არიან. არ გენიშნებაა აქ, ძმაო, ზოგიერთის შენის მცნობის თქმულობა და ლაპარაკი? ეს უგუნური სიტყვა ფარისევლისა არ მოგაგონებსა ზოგიერთთა ახლანდელთა ქრისტიანეთა ლაპარაკსა? არ გახსოვსა, რას იტყვიან ზოგიერთნა და იქმნება შენც გითქვამს, და იქმნება, ვინ იცის, მეც მითქვამს ამის მსგავსი სიტყვა? მართალია, ესრეთ პირ-და-პირ არ იტყვი შენ: მე სხვაზედ უმჯობესი ვარო, მაგრამ ზოგჯერ შენის ლაპარაკისაგან პირ-და-პირ ის ჰაზრი გამოდის, რომ შენ არა ხარ, ვითარცა სხვანი კაცნი. როდესაც შენ მოჰყვები და იწყებ ვრცლად განკითხვასა მოყვასთა შენთასა, მჭევრ-მეტყველად აღწერ მათთა შეცთომათა და სიცუდესა, დასცინი მათთა საქმეთა და თვისებათა, - მაშინ შენ საუბარში ისმის რაღაც მსგავსი ამ ფარისეველის სიტყვისა, თითქოს იმას ამტკიცებ, შენ არა ხარ მსგავსი ამ კაცისა, რომელსა განიკითხავ, შენ ისრეთ არ შესცდები, შენ ჭკვიანი ხარ...... სწორეთ ესრეთი ჰაზრი გამოდის ხშირად შენის საუბრისაგან. იქმნება შენ თითონაც არა გრძნობ ამას, მაგრამ ფრთხილად იყავ: ფარისევლობა დიდად მზაკვარია; იგი ხშირად შენდა უცნობლად იბუდებს შენს გულში, იგი ზოგჯერ შენდა შეუტყობლად მიაბრუნებს შენთა სიტყვათა და საქმეთა მუნ, სადაცა შენ არ გსურდა...... გარნა მივიქცეთ კვალად ფარისევლისადმი...... მან ესრეთ განაგრძო თავის გულში ლოცვა: ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა. ვაიმე, ძმაო, რა საშინელი და ზარ-დამცემელი ჰაზრი გამოდის სიტყვათა ამათგან! თურმე მარხვა და სხვერპლის შეწირვა ორ-ნაირი ყოფილა! თურმე მარხვაცა და სხვერპლის შეწირვაცა ზოგჯერ გამოდის არა სინანულისა და ღვთის-მოყვარებისა, არამედ ამპარტავანებისაგან! თურმე შესაძლებელი არის მარხვაცა და მსხვერპლის შეწირვაცა ნიშნავდეს და მოასწავებდეს არა მადლსა და ღვთის-მსახურებასა, არამედ ერთსა მხოლოდ ცოდვასა და ღვთის-წინააღმდეგობასა! რისთვის იქებდა ფარისეველი თავსა, უკეთუ ეს ესრეთ არ იყოს! რაი არს და რას ნიშნავს ჭეშმარიტი მარხვა და სხვერპლის შეწირვა? მეტი არაფერი, მხოლოდ გლოვა, მონანება, შეწუხება, ტირილი და ღვთის ვედრება. როდესაც კაცი ჭეშმარიტად მარხულობს, ამითი ნიშნავს, რომ იგი არის შეწუხებული ცოდვათა თვისთათვის. რითღა შეუძლიან მას სიქადული? არა! ამ ფარისეველმა არ იცოდა, რა არის ჭეშმარიტი მარხვა და სხვერპლის შეწირვა. მისი მარხვა ყოფილა ნაყოფი მისისა ორგულობისა და ამპარტავნობისა; მას უმარხავს მხოლოდ თავის მოწონებისათვის და პატივის მიღებისათვის. აჰა, ძმაო, კიდევ ერთი ხაზი ანუ ნიშანი ფარისეველის სახისა. იგი თუ რაიმეს იქმს, მხოლოდ გარეშეობით და მოჩვენებით. თუ მარხულობს, მხოლოდ კაცთა საჩვენებლად: მსხვერპლს შესწირავს და გლახაკს მისცემს მოწყალებას მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვანი დაინახვენ და ესრეთ ყოველ საქმეში და ქცევაში. თუ ლაპარაკში იგი გარწმუნებს, რომ არის მეგობარი და კეთილის მსურველი, ნუ დაუჯერებ; როდესაც მწუხარითა სახითა გელაპარაკება რომელსამე ცოდვასა და უსამართლოებასა ზედა, ვითომც მას ეძაგებოდეს ის უმართლოება, ნუ დარწმუნდები; უთუოდ იგი არის პირველი მოქმედი იმ უსამართლოებისა. რაოდენი არიან ესრეთნი პირნი ჩვენ შორის, რომელნი მრისხანითა სახითა და ფიცხელთა სიტყვათა შინა განიკითხავენ მოყვასთა თვისთა; გაიგონებ რა, იფიქრებ: ამაზედ უმჯობესი კაცი არ არისო, ამას ყოველი ცუდი საქმე ეძაგებაო; გარნა ვინ იცის, იქმნება მას არ ჰქონდა შემთხვევა, თორემ პირველი იგივე აღასრულებდა იმ საქმეს, რომელსაც ესრეთ განიკითხავს. მაგალითებრ, რავდენი იქმნება ჩვენ შორის ისრეთი პირი, რომ, როდესაც შემთხვევა არა აქვს და არ შეუძლიან ქრთამის აღება, მაშინ გულ-მოსული და გაფიცხებუღიი სწყევლის ქრთამსა და ქრთამის ამღებსა, გარნა როდესაც მიეცა შემთხვევა, თითონ სხვაზედ უარესად იწყებს ქრთამის აღებასა. ესრეთი იყო ლოცვა უგუნურისა მის ფარისეველისა და ესრეთნი არიან სამნი მისნი ბოროტნი თვისებანი ესე იგი: ამპარტავნება, მოყვსის შეურაცხ-ყოფა და პირში მოფერება ანუ მოტყუება! ხოლო უკეთუ გსურს შეიტყო, ძმაო ჩემო, რაი არს ჭეშმარიტი ლოცვა და მონანება, მიაქციე ყურად-ღება ლოცვასა მეზვერისასა: ხოლო მეზვერე იგი შორს ჰსდგა და არა იკადრებდა თვალთაცა ზე აღხილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას! მონანული მეზვერე, შემუსვრილი და შეწუხებული ვერ ჰბედავდა წინ დგომასა.... იგი შორს სდგა.... იგი ესრეთ იყო შეწუხებული თვისის საკუთარის გრძნობისაგან, რომელ თითქმის თავის თავი ეძაგებოდა მას. იგი ვერ ჰბედავდა ზე აღხილვად და გარემოს თვისსა მიხედვად; იგი მხოლოდ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა! წინააღმდეგ ფარისეველის ვრცლად მოთხრობისა, იგი წარსთქვამს მხოლოდ ოთხთა ამათ ლექსთა: ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას! გარნა ვითარსა უღრმესსა გრძნობასა და სიმდაბლესა გამოაჩენს მისი მოკლე სიტყვა! იგი თავს აღარ იმართლებს, მსგავსად ფარისეველისა. მან იგრძნო, რომ აქა ყოველი თავის გამართლება იქმნებოდა ერთი მხოლოდ მზაკვარება და სიცრუე; იგი მხოლოდ სწუხს, სტირის და იცემს მკერდსა და იტყვის: ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას. ღმერთო გვილხინე ჩვენცა ცოდვილთა! ესრეთ სიღრმისაგან გულისა წარვსთქვათ ჩვენცა, ქრისტიანენო: ღმერთო გვილხინე ჩვენცა, რომელნი სიტყვით და საქმით ხშირად დავემსგავსებით ფარისეველსა ამას, გარნა არა გვაქვს მონანება მეზვერისა: ღმერთო გვილხინე ჩვენცა ცოდვილთა ამათ! ამინ. | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1255 |
დაამატა: 5.0/2 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |