- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
2012-10-13, 5:15 PM | |
სამი ქალწულის ხატი, რომელიც დაბრძანებულია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში მარიამობის მარხვის დამდეგს (14(1) აგვისტოს 2003 წ.) სამთა დათა-მოწამეთა გამოცხადებით შექმნილმა ხატმა, ღვთის ნებითა და განგებულებით, ივერიის მიწაზე ინება შემოსვლა. 2003 წლის ივლისის მიწურულს სანკტ-პეტერბურგის იუბილეზე ქართული დელეგაციაც ჩავიდა, რომლის შემადგენლობაში ჩვენი სასულიერო პირებიც იყვნენ. იუბილის დასასრულს ქართველი სამღვდელონი მორწმუნე მრევლთან ერთად აეროპორტიდან დივეევოს სერაფიმ საროვისეულ სავანეში უნდა გაფრენილიყვნენ ამ წმინდანის დღესასწაულზე დასასწრებად, და აი, თვითმფრინავში ასულებს, ზედ ტრაპთან უცნობი მანქანა მოადგა, საიდანაც ერთი რუსი ცოლ-ქმარი გადმოვიდა. თურმე რა ყოფილა: 1999 წ. ვინმე მორწმუნე გიორგის (სწორედ ამ გიორგიმ გადასცა ქართველებს თავისი დაწერილი ხატი) გამოეცხადა უფლის ანგელოსი და ამცნო, რომ სამთა დათა-მოწამეთა – მინადორას, მიტრადორასა და ნიმფადორას – აქვთ სახარებისეული ხუთი ბრძენი ქალწულის დარი მადლი. თუ გინდათ, რომ ქვეყანაში ომები და რელიგიური ქიშპი ჩაცხრეს, ოჯახებშიც მშვიდობამ დაისადგუროს, ხალხმა ერთმანეთი შეიყვაროს, დაწერე მათი ხატი და ილოცეთო. გიორგის მორწმუნე დედა ჰყოლია, ნადეჟდა (ქართულად, სხვათა შორის, იმედს ნიშნავს). მას 2000 წ. ჩვენი წმინდა მამა გიორგი ათონელი და ვინმე ივერიელი მეფე გამოსცხადებიან (თავად გიორგი ათონელის ხსენების დღეს დაბადებულა). დედამ არ უწყოდა, რომელი მეფე იყო, მაგრამ ეს დავით აღმაშენებელი იქნებოდა, რადგან გიორგი ათონელს უთქვამს, - როგორც ამ მეფის დროს იყო, საქართველო კვლავაც ისევე აღორძინდება და გაბრწყინდებაო და ესეც დაუმატებია, - ხატი ქართველებს გადაეცი, რომ საქართველოში წაბრძანდესო. ნადეჟდას სიცოცხლეში ორჯერ გამოცხადებია სერაფიმე საროველი და თავადაც ამ წმინდანის ხსენების დღეს, 15 იანვარს (2003 წ.) აღსრულებულა. ხატთან ერთად ჩვენს სამღვდელოებას 3000 ევროც გადასცეს, რომელიც წმინდანთა გამოცხადების შემდეგ ლოცვა-კურთხევით შეუგროვებია ნადეჟდას. გვთხოვეს, ამ წმინდანების სახელზე დედამიწაზე ტრაპეზი არ არის და თუ ტაძარს ვერ ააშენებთ, თავად გადაწყვიტეთ როგორ დახარჯავთო. ამგვარად ამ სამთა დათა-მოწამეთა ხატი საქართველოში ჩამობრძანდა დეკანოზ ილია ნასიძის ხელით, რაზედაც მან მის უწმინდესობას ილია II-ს მოახსენა. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეს წმ. ხატი დროებით სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარშია დასვენებული და მისი უწმინდესობის გადაწყვეტილებით ხატმა სრულიად საქართველო უნდა მოიაროს, რათა მშვიდობა მიჰფინოს მას. კურთხეულ-არს მომავალი ჩვენი ქვეყნისა და ერისა სახელითა უფლისათა. ამინ. | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1376 |
დაამატა: 2.4/54 Sarcmunoeba |
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |