





















![]() |

სასმელი მინერალური წყლები
ფლორა
ფაუნა
მინერალური რესურსები
წყლის რესურსები
საზღვრები
ფართობი
ტერიტორიის ფორმირება
ატმოსფერული ცირკულაცია
მზის რადიაცია
ჰავა
გეოპოლიტიკური მდებარეობა
ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
საქართველოს სამეფო
სამცხე-საათაბაგო
იმერეთის სამეფო
კახეთის სამეფო
ქართლის სამეფო
ჰერეთის სამეფო
აფხაზთა სამეფო
ტაო-კლარჯეთის სამეფო
ეგრისის სამეფო
იბერიის სამეფო
დიაოხის სამეფო
ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსინეკრესის ძველთაძველი ტაძარი ყვარელიდან დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით, ნეკრესის მთაზე მდებარეობს. ნეკრესი მდინარე ალაზნის მარცხენა მხარესაა. მისი შესანიშნავი ადგილმდებარეობა და თვითონ ტაძრის სილამაზე ბევრ მნახველს აოცებს.
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა ნაგეობებისგან შედგება. ზოგი მათგანი IV-V საუკუნითაა დათარიღებული, ზოგიც VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება. ადრინდელი ეკლესიების რიცხვშია ნეკრესის მონასტრის მცირე ეკლესია. ეს უძველესი ტაძარი წარმოადგენს სრულებით თავისებურ შენობას, როგორც ფორმით, ისე ზომით. ის ბაზილიკური ტიპისაა. მისი შუა ნავი დაახლოებით 2-ჯერ მაღალია, ვიდრე განაპირა ნაწილები და ამასთანავე მეტად ვიწრო. ერთი შეხედვით გარედან იგი კოშკს მოგვაგონებს. ტაძარი გადახურულია გაუთლელი ქვის ფილებით. ტაძრის შიდა ფართობი 12 კვ. მეტრია. შესასვლელები გვერდითა ნავებიდან აქვს. „მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ის ცნობით, ეს ეკლესია აშენებულია ბაკურის ძმის, მირიანის შვილიშვილის თრდატ მეფისა და საქართველოს მთავარეპისკოპოს იობის დროს, რომელიც წინათ დიაკვნად ყოფილა სომხეთის კათალიკოსის ნერსე I პართელთან (353-373). „და დაჯდა მეფედ ძმა მისი თრდატ და მთავარეპისკოპოსი იყო ნერსე: სომეხთა კათალიკოსისა დიაკონი იობ და მეფემან რუ სთვისა რუ გამოიღო და ეკლესიისა საფუძველი დადვა და მისზევე ნეკრესს კახეთისასა ეკლესია აღიშენა განსრულებით".
ტაძრის მოხატულობა ძალიან დაზიანებულია. წარწერების დიდი ნაწილიც განადგურებულია. საკურთხეველში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი. მის ზემოთ მაცხოვრის ფრესკაა. სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში, წმიდა თევდორესა და წმიდა დიმიტრის გვერდით გამოსახულია სამი საერო პირი: ლევან მეფე და მისი სახლობა (ლეონ კახთა მეფემ განაახლა და მოახატვინა ნეკრესის ტაძარი). დასავლეთ კედელზე ზემო ნაწილში არის მიძინების კომპოზიცია ხოლო მის ზემოთ, როგორც ვარაუდობენ, იოანე დამასკელის ფრესკა. ხოლო ჩრდილოეთის კედელზე გამოსახულია სხვადასხვა წმინდანები და დღესასწაულები. ნეკრესის მესამე ტაძარი გუმბათიანი ეკლესიაა, რომელსაც VIII-IX საუკუნეს მიაკუთვნებენ. ტაძარი აგებულია მაღალი არქიტექტურული გემოვნებით და გამოირჩევა ფორმების თავისებურებით. ეკლესიის სამრეკლო, როგორც ჩანს, სათვალთვალო კოშკადაც გამოიყენებოდა. ის რამდენიმე სართულიანია და ირგვლივ სათოფურები აქვს ამოჭრილი.
ეპისკოპოსი დოსითეოზ ჩერქეზიშვილი ნეკრესის ეპარქიას XVIII ს-ის II ნახევარში განაგბდა. დაბადებით კოჭლი იყო. შესანიშნავად თარგმნიდა სომხურიდან ქართულად. იყოს ანტონ კათალიკოზის სკოლის წარმომადგენელი. 1758 წელს დოსითეოზ ნეკრესელმა აკურთხა თელავის საფილოსოფოსო სკოლა და თვითონაც პირველ მსმენელად ჩაირიცხა. შემდეგ კი დოსითეოზმა თავის საკუთარ ეპარქიაშიც დააარსა პირველი დაწყებითი სკოლა სამწყსოსთვის, რამაც ძალიან გაახარა ერეკლე მეორე. 1794-1812 წლებში ნეკრესის სამიტროპოლიტო კათედრას ამბროსი მიქაძე (ნეკრესელი) განაგებდა, რომელიც ცნობილი იყო როგორც დიდი მქადაგებელი და თავდადებული მამულიშვილი. დღეს ნეკრესის ეპარქიის მმართველია მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი).
| |
შეაფასეთ:
ნანახია: 1538 |
დაამატა: 2.0/54 Sarcmunoeba
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |


კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |
![]() ![]() ![]() | ![]() | ![]() ![]() ![]() |