მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 27
სტუმარი: 27
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 27
სტუმარი: 27
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ქადაგება ქრისტეშობის დღესასწაულზე
მშვიდობა ვითხოვოთ საქართველოსა და მთელი ქვეყნისათვის

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მოძღვრება თქმული ქუთაისს, დღესა სამწყსოსა შინა შესვლისასა, ჩყჲ წელსა, სეკტემბ. იბ-სა


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება თქმული ქუთაისს, დღესა სამწყსოსა შინა შესვლისასა,
ჩყჲ წელსა, სეკტემბ. იბ-სა

ძმანო ქრისტიანენო! დღეს წაკითხულისა სახარებისაგან გესმათ თქვენ იგავი, რომელი მაცხოვარმან ჩვენმან ჰრქვა მოწაფეთა თვისთა. სასუფეველი ღვთისა, სთქვა უფალმან, ემსგავსება კაცსა, რომელმან მოუწოდა თვისთა მონათა და მისცა მათ ტალანტნი, ანუ დიდ-ფასნი ვერცხლნი, თვითეულსა ძალისამებრ მისისა. ერთსა მათგანსა მისცა ხუთი ტალანტი, მეორესა ორი, ხოლო მესამესა ერთი და უბრძანა მათ, რათა ამუშაონ, ანუ ასარგებლონ იგინი და განამრავლონ. პირველმან მონამან ასარგებლა ხუთი თვისი ტალანტი და მოიგო სხვა ხუთი; ესრეთვე ქმნა მეორემან: ორითა მით ტალანტითა მოიგო სხვა ორი; ხოლო მესამე წარვიდა და დაჰფლა ტალანტი თვისი მიწასა შინა და მით დაღუპა იგი. შემდეგ რაოდენისამე ჟამისა მოუწოდა კაცმან მან მონათა თვისთა, აქო და განადიდა ორნი იგი მონანი, რომელთა კეთილად მოიხმარეს თვისნი ტალანტნი, ხოლო აყვედრა და მისცა სასჯელსა უხმარი იგი მონა, რომელმან არა მოიხმარა ვერცხლი თვისი.

რასა ნიშნავს, ძმანო, იგავი ესე? ნიშნავს შემდეგსა: კაცი იგი, რომელმან დაურიგა ტალანტნი, არს თვით ღმერთი: მონანი, რომელთა მიიღეს ვერცხლი, ვართ ჩვენ ყოველნი ადამიანნი; ხოლო ტალანტნი ნიშნავენ ყოველსა ნიჭსა, ესე იგი, გონებასა, ანუ სწავლასა, სიმდიდრესა, ანუ კეთილ-შობილებასა, თანამდებობასა, ანუ პატივსა, ერთის სიტყვით ყოველსა, რასაცა ღმერთი მისცემს კაცსა. ორნი იგი მონანი, რომელთა განამრავლნეს ვერცხლნი თვისნი და მიიღეს უფლისაგან ქება და აღმატება, მოასწავებენ ქრისტეანეთა მათ, რომელნი კეთილად და სასარგებლოდ ხმარობენ ყოველთა ღვთისაგან მიმადლებულთა ნიჭთა; ხოლო უხმარი იგი მონა ნიშნავს კაცსა მას, რომელი მცონარებითა, უზრუნველობითა და ცუდის ყოფაქცევითა დაღუპავს თვისთა ნიჭთა.

აწ, ვსცანით რა მნიშვნელობა იგავისა ამის, ვეცადნეთ და გამოვიყვანოთ მისგან ჩვენთვის სწავლა და სულიერი დარიგება.

პირველად ვიტყვი ჩემზედა: განგებამან ღვთისამან დამადგინა მე მწყემს-მთავრად ძველისა ამის და ჩინებულისა სამწყსოისა. დიდ არს ტალანტი ესე! არა ვარ ღირსი ესოდენისა ნიჭისა! გარნა, ძმანო ჩემნო, ვინაიდგან ღმერთმან ინება მოცემა ჩემთვის ტალანტისა ამის, მე უნდა ვასარგებლო იგი, განვამრავლო, მოვიგო სულიერი ნაყოფი, რათა წარუდგინო იგი უფალსა დღესა განკითხვისასა. ხოლო ვითარითა სახითა ძალ-მიძს ვასარგებლო ტალანტი ჩემი? მსახურება ანუ საქმე ჩემი მას შინა მდგომარეობს, რათა გასწავლიდე თქვენ, განგანმტკიცებდე და გამოვაჩენდე თქვენ შორის სულიერსა ნაყოფსა სათნოებისასა. ხოლო, ძმანო ჩემნო, თქვენ უნდა შემეწიოთ ამ საქმეში; თქვენ უნდა მიიღებდეთ ჩემგნით სწავლასა და დარიგებასა გულ-მოდგინებით და აღასრულებდეთ მათ. უკეთუ თქვენ შორის ვპოვებ სულიერსა წარმატებასა, უკეთუ თქვენ ყოველთა გიხილავ კეთილად და სათნოებით მცხოვრებთა, მაშინ მადლობას შევსწირავ უფალსა და ვიტყვი, რომელ არა ამაოდ დავკარგე ტალანტი ჩემი.

აწ ვიტყვი თქვენზედა: რომელნიმე აქა მდგომარეთაგანნი არიან სამოქალაქოსა მსახურებასა შინა, ანუ ესრეთ წოდებულნი ჩინოვნიკნი. მათ მიუღიათ ღვთისაგან ტალანტი იგი, რათა ემსახურონ მართლ-მსაჯულებასა, ჰყონ სიმართლე, განამართლონ უბრალონი, დასაჯონ სჯულის-გარდამსვლელნი, ამაყნი და მტაცებელნი. უკეთუ იგინი ესრეთ იქმონენ, არა დაუღუპავთ ტალანტი თვისი; ხოლო უკეთუ, სიმართლისა წილ, იქმონენ უსამართლობასა, უკეთუ გამოჩნდებიან თავხედნი, უწყალონი, მოქრთამენი, მაშინ მიიღებენ ღვთისაგან ნაწილსა უხმარისა მის მონისასა.

ზოგნი თქვენ შორის არიან მოვაჭრენი. ვაჭრობა არის დიდი ტალანტი, ვინაიდგან ვაჭრობა დიდად საჭირო არს ქვეყნისათვის, და კეთილნი ვაჭარნი დიდსა სარგებლობასა მისცემენ სოფელსა; გარნა ვაჭარმა უნდა დაიმარხოს პატიოსნება, ეკრძალოს მოტყუებასა, სიხარბესა, მისცეს რაოდენიმე ნაწილი მონაგებისა მისისა გლახაკთა და ეკკლესიათა. და მაშინ მიიღებს იგი ღვთისაგან მეორესა საუკუნესა შინა დაუფასებელსა სიმდიდრესა.

გარნა უმრავლესნი მცხოვრებთა შორის ამა ქალაქისათა არიან მდაბალნი მუშაკნი, რომელნიცა ოფლითა თვისითა ზრდიან თავთა თვისთა; ესენიცა უნდა მადლობღენ უფალსა და არა იფიქრონ, რომელ ფრიად მცირე არს ტალანტი მათი და არ მიემსგავსნენ მონასა მას, რომელი ემდურებოდა უფალსა თვისსა, მიიღო რა ერთი მხოლოდ ტალანტი. თუმცაღა მცირეთ გვეჩვენება ტალანტი მათი, გარნა ოდეს ღრმად განვიხილავთ, მაშინ მივხვდებით, რომელ მცირენიცა მუშაკნი არა რაითა დაკლებულ არიან სხვათა შორის. პირველი და თვით მიუცილებელი ნივთი, ანუ ტალანტი ქრისტეანეთათვის არს კეთილი სარწმუნოება, კეთილ-მსახურება, კეთილი ყოფა-ქცევა, ერთი სიტყვით, სათნოება; ხოლო გზა სათნოებისა გაშლილ არს ერთობ ყოველთათვის. უმეტეს ამისა, მე ვგონებ, რომელ მცირენი და ღარიბნი მუშაკნი უმახლობელეს არიან სათნოებისადმი, ვიდრემდის მდიდარნი და აღმატებულნი პატივითა, ვინაიდგან თვით სიმდიდრე და სიმრავლე პატივისა ხშირად აბრკოლებს ამათ სვლად გზასა ზედა სათნოებისასა.

ეხლა ვსთქვათ რაოდენიმე ჰაზრი საზოგადოდ ამ ჩვენი ქვეყნისათვის. უფალმან ღმერთმან არ მოაკლო არცა ერთი ტალანტი, ანუ ნიჭი ამ ჩვენ მხარესა. ქვეყანა ესე ემსგავსება სამოთხესა, მშვენიერი მდებარეობით და ნაყოფიერებით, ესრეთ რომელ არცა ერთი სხვა მხარე კავკასის აქეთ არ აჯობებს მას. ხალხსა ჩვენსა, მადლითა ღვთისათა, აქვს ყოველი ნიჭიერება, ადვილად მიიღებს განათლებასა, ადვილად შეითვისებს ყოველსა სასარგებლოსა საქმესა და ცოდნასა; გარნა, ჭეშმარიტებასა ვიტყვი: ვიდრე აქამომდე ვერ ვასარგებლეთ ჩვენ მრავალნი და დიდნი ჩვენნი ტალანტნი, დავმარხეთ მიწასა შინა საუნჯჯე ჩვენი, ღვთისაგან მიღებული, და მით ვემსგავსენით მესამესა მონასა. ხოლო აწ ვეცადოთ, ძმანო ჩემნო, და ვიწყოთ ბაძვა ორთა მათ სახიერთა მონათა. კვალად ვიტყვი: მრავალი მოგვცა ღმერთმან ტალანტი და ყოველივე დაფარულ და დამარხულ გვქონდა ვიდრე აქამომდე; ხოლო აწ, მადლითა ღვთისათა, მოიწია მარჯვე ჟამი. რათა ვასარგებლოთ და განვამრავლოთ ყოველი ნიჭი ჩვენი. ხოლო უმეტეს ყოვლისა იმას ვეცადოთ, რათა გამოვიცვალოთ ყოფაქცევა, შევიძინოთ შიში ღვთისა, ვინაიდგან კეთილი ქრისტიანული ყოფაქცევა არს დასაწყისი ყოვლისა წარმატებისა. მოვიხმოთ სიტყვანიცა იგი, რომელნი გვესმა დღეს წაკითხულისა სამოციქულოისაგან: ნურავინ ნურა რაითა ნურცა ერთსა დაბრკოლებასა ვის სცემთ, რათა არა იგმოს მსახურება ეგე თქვენი.

ძმანო ჩემნო საყვარელნო! ჩვენ ვართ მართლ-მადიდებელნი ქრისტიანენი; ხოლო ქალაქსა ამას შინა არიან მრავალნი სხვა სჯულისანი. ჩვენ მოგვცა ღმერთმან ტალანტი ესე დაუფასებელი მართლ-მადიდებლობისა და ამისთვის თანა-გვაძს განვამართლოთ ნიჭი ესე ღვთისა. უკეთუ ყოფაქცევა ჩვენი იქმნება კეთილი, მაშინ სჯულიცა ჩვენი განმართლდება და სახელი ქრისტესი მიიღებს ქებასა და ეკლესია ჩვენი აღემატება; ხოლო უკეთუ ცხოვრება ჩვენი არა იქმნება მგზავსად სჯულისა ჩვენისა, მაშინ სახელი ჩვენი და წმიდა ეკლესია მიიღებს შეურაცხებასა სჯულის აღმსარებელთა შორის. ვითარი სირცხვილი მიეცემა დიდს და კეთილ-შობილს კაცსა, რომლისა ძე არს უღირსი, განრყვნილი, უგუნური? ესრეთივე სირცხვილი იქმნება ჩვენისა ეკლესიისათვის და სარწმუნოებისათვის, უკეთუ ვსცხოვრებთ უღირსად. ქრისტემან ღმერთმან გვიწოდა ჩვენ ძედ ღვთისად, მოგვცა სახელი თვისი და საშინელ არს, უკეთუ ჩვენგან იგმოს სახელი მისი. ამისათვის, ძმანო, ვეცადოთ და განვამართლოთ სჯული ჩვენი, და მადლი უფლისა იყოს შემწე ჩვენი. ამინ.

შეაფასეთ: 4.5/2
ნანახია: 1416 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0