- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია IIხორციელის კვირამოგვიახლოვდა დიდი მარხვა. მის დადგომამდე ერთი კვირაღა დაგვრჩა და მას ყველიერის კვირეული ეწოდება. ჩვენ უკვე გავიარეთ მეზვერისა და ფარისევლის და უძღები შვილის კვირიაკე. დღეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა არის ადამიანის დანიშნულება, მისი ცხოვრების მიზანი. ზოგიერთს ჰგონია, რომ ადამიანის დანიშნულება ამ ქვეყნად მხოლოდ მიღება და მოხვეჭაა, რა თქმა უნდა ასეცაა, მაგრამ ადამიანმა უფრო მეტი უნდა გასცეს მეორე ადამიანის და ქვეყნისათვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანი ნეტარებისა და სიყვარულისთვისაა დაბადებული და ეს სიყვარული საქმით უნდა გამოვლინდეს. დღეს წირვაზე სახარების ის ადგილი იქნა წაკითხული, სადაც უფალი იესო ქრისტე მეორედ მოსვლის შესახებ გვაუწყებს. როდის მოხდება ეს მეორედ მოსვლა არავინ იცის, მაგრამ როგორც საღვთო წერილი გვაუწყებს, ის მაშინ იქნება, როცა ადამიანი სულიერად ისე დაეცემა, რომ გაქრება სიყვარული თვით უახლოესთა შორისაც კი და სარწმუნოება დაიკარგება. მაგრამ, როგორც ვიცით, საქართველოზე, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, არსებობს წინასწარმეტყველება, რომ იგი უკანასკნელ ჟამს გაბრწყინდება. საოცარი და ენითუთქმელი წყალობაა, მაშინ, როცა მთელი ქვეყნიერება სარწმუნოებას დაკარგავს, საქართველო, როგორც ეს ღვთისმშობელმა ათონის მთაზე ივერიის მონასტრის ბერს, გაბრიელს, აუწყა, გაბრწყინდება. ჩვენი ერის მიმართ უფლის განსაკუთრებულ წყალობაზე მრავალი ნიშანი მეტყველებს მაცხოვრის კვართის მცხეთაში ჩამობრძანება, ღვთისმშობლის წილხვდომილობა და სხვ. ალბათ ამით უნდა ავხსნათ იოანე ზოსიმეს სიტყვები იმის თაობაზე, რომ მეორედ მოსვლის ჟამს კაცობრიობა ქართულითა ენითა განისჯება. ეს იქნება ალბათ ჯილდო იმისათვის, რომ საქართველო თვით უკანასკნელ ჟამსაც კი შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და სიყვარულს. როგორც მწყემსი არჩევს ცხვართა და თიკანთა, ასე უფალი მეორედ მოსვლისას მარჯვნივ კეთილთა დაიყენებს, ხოლო მარცხნივ - უკეთურებს. მარჯვნივ მყოფთ ეტყვის: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ. თუ რისთვის უნდა დაიმკვიდრონ მათ მათთვის ქვეყნის დასაბამითგან განმზადებული სასუფეველი, ეს მაცხოვრის მომდევნო სიტყვებშია განმარტებული: რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილეს ვიყავ, და მოხუედით ჩემდა. ე.ი. იმას კი არ ეკითხება ვინ რა შეიძინა და მოიხვეჭა, ვის როგორ სწამდა და ლოცულობდა, არამედ იმას, ვინ რა კეთილი საქმე გააკეთა, ვინ დაეხმარა და გაუწოდა ხელი გასაჭირში ჩავარდნილს, რადგან როცა ამბობს, მშიერი ვიყავი და დამაპურეთ, მწყუროდა და წყალი მომაწოდეთო, იმათ გულისხმობს, ვისაც უჭირთ. მარცხნივ მდგომთა სასუფეველი სწორედ იმიტომ დაკარგეს, რომ მშიერ-მწყურვალთა და სნეულთა მიმართ, უგულობა გამოიჩინეს. ადამიანის ერთადერთი დანიშნულება, ალბათ ამაში თქვენც დამეთანხმებით, სიკეთის ქმნაა. ყოველი კაცი სანთელს უნდა ჰგავდეს, ირგვლივ მყოფთ ერთდროულად უნდა უნათებდეს და ათბობდეს კიდეც. ყოველმა ჩვენგანმა თავის თავს უნდა ჰკითხოს: ანათებს თუ არა იგი და ათბობს თუ არა ადამიანებს. თუ იგი პირიქით იქცევა და გარშემო მყოფთ ზღუდავს და აბრკოლებს, მაშინ მარცხენა ადგილს, ანუ საუკუნო წარსაწყმედელს დაისაკუთრებს. ადამიანის ბუნება რთულია. არა მარტო კაცობრიობა, არამედ ყოველი ადამიანიც გაყოფილია, რადგან ბრძოლა კათილს და ბოროტს შორის ყველგან იგრძნობა. თვით მოციქული პავლეც კი ამბობს, რომ ხშირად იმას აკეთებდა, რაც არ უნდოდა. შესანიშნავი სიტყვები ეკუთვნის ჰაინრიხ ჰაინეს იმის თაობაზე, რომ ქვეყანა შუაზე გაიყო და ბზარმა მის გულზე გაიარა. მართლაც ეს გაყოფა განსაკუთრებით ადამიანის გულზე იგრძნობა. თუ შენ ამ ბზარს არ გრძნობ და ჭრილობის განკურნებას არ ცდილიაბ, არ იღწვი იმისათვის, რომ ბოროტს კეთილმა სძლიოს, მაშასადამე, უფლის მარჯვნივ ვერ დადგები. ადამიანის მაცხოვნებელი სარწმუნოებასთან ერთად სიყვარული და კეთილი საქმეა. რა თქმა უნდა, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თავისი თავი სძულდეს და მასზე არ ზრუნავდეს, მაგრამ გააჩნია, რას გულისხმობს ზრუნვაში, რა ჰგონია თავისთვის კარგი და სასარგებლო. ყოველ ჩვენგანს აუცილებლად უნდა გვქონდეს სულიერი თვალი, რათა სხვისი გასაჭირი და ტკივილი დავინახოთ და საკუთარივით განვიცადოთ. მაგრამ ისიც უნღა აღინიშნოს, რომ ხშირად სხვისი მწუხარებისა და ჭირის გაზიარება კი შეგვიძლია, მაგრამ სიხარულისა და ბედნიერებისა - არა. თუ შურს დაძლევ და სხვისი სიხარულით გაიხარებ, უფალი შენც აუცილებლად დაგაჯილდოვებს სიხარულით, ისე როგორც უძღები შვილი დააჯილდოვა საყვარელმა მამამ. როგორც ეს მამა უნახავდა თავის შეცდომილ ძეს სამოსელ პირველს, ბეჭედსა და ზვარაკს და მის შინ დაბრუნებას ელოდებოდა, ასევე ელოდება უფალი ყოველი ადამიანის და საერთოდ მთელი კაცობრიობის დაბრუნებას მასთან. შევსთხოვ უფალს, რომ მოგანიჭოთ დიდი რწმენა და სიყვარული, რომელიც კეთილი საქმეებით გამოვლინდება, მოგანიჭოთ ის სულიერი თვალი, რომელიც სხვის გასაჭირს დაგანახებთ. ღმერთშა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ სიკეთის სამსახურით, რომელიც მარადიულ სასუფეველს დაგიმკვიდრებთ. ამინ. 9 მარტი, 1985 წ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1379 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |