- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
მთავარეპისკოპოსი სერგიფერისცვალება„მოვედით ამ უაღრესი შეცვალებითა შეცვალებულთა, თავნი თვისნი განვიმზადეთ ხვალისად, კეთილად აღსვლად მთად ღვთისად წმიდად, უცვალებელისა ქრისტეს დიდებისა აელვარებულისა ხილვად" - ამ სიტყვებით ეგებება ფერისცვალების დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია. ამავე სიტყვებით მოგვიწოდებს იგი განვიწმიდოთ ყოველგვარი ბოროტისაგან და ქრისტესთან ერთად ავიდეთ მთის იმ მწვერვალზე, რომელზეც აიყვანა უფალმა მოწაფეთაგან გამორჩეულნი - პეტრე, იაკობი და იოანე. მაინც რა მოხდა ფერიცვალებას? რითი გამოირჩევა ეს დღე სხვა დღესასწაულებისაგან? ახლოვდებოდა ჯვარცმის დღე. ქრისტე უნდა ვნებულიყო ჩვენი ცოდვებისათვის. იცოდა იესომ ბევრი ვერ გაუძლებდა ამას, ბევრი დაკარგავდა სასოებას და იმედს საუკუნო ცხოვრებისას. თუმცა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ განემტკიცებინა ისინი რწმენაში, მაგრამ განა იგივე მოწაფეები, რომლებიც აღიარებდნენ: „შენა ხარ ქრისტე, ძე ღვთისა", როგორც კი თვალს მოაცილებდნენ, არ იძირებოდნენ ამქვეყნიურ ზღვაში?! ასე დაემართა პეტრეს, მის გამორჩეულ მოწაფეს. სანამ რწმენით შეჰყურებდა უფალს, მტკიცედ მიემართებოდა წყალზე, მაგრამ როგორც კი დაეჭვდა, შეშფოთებამაც მოიცვა და უფალი რომ არა, ფსკერზე ჩაეშვებოდა. ასე დაემართა ბევრ სხვასაც, როცა უფალმა მოსალოდნელ განსაცდელებზე იწყო საუბარი, ვერ გაუძლეს და დატოვეს უფალი. ამიტომაც გადაწყვიტა ქრისტემ თავის გამორჩეულ მოწაფეთათვის მაინც, აქვე, მიწაზევე, ეჩევნებინა თავისი ღვთაებრივი სახე, რათა მერე, მძიმე განსაცდელისას, არ შეშინებოდათ და იმედი არ დაეკარგათ მომავლისა. საერთოდ წმიდა წერილში გადმოცემული ამბები მხოლოდ კონკრეტულ ფაქტს არ აღგვიწერენ, არამედ მომავალში მოსახდენ მოვლენებზეც გვაფრთხილებენ. ამიტომაც ბიბლიის კითხვისას ჩვენ უნდა ვცდილობდეთ მის სიღრმეებში წვდომას, უნცა ვცდილობდეთ მის ყოველ სიტყვაში ამოვიკითხოთ ღვთის ნება. ამ დროს ჩვენ უნდა განვდევნოთ ყოველგვარი ეჭვი, რადგან, როგორც სოლომონ ბრძენი გვეუბნება: „მზაკვარ სულში სიბრძნე ვერ შეაღწევს". აქედან გამომდინარე ღვთის სიტყვისა და მისი საიდუმლოებების გასაგებად და ამოსაცნობად აუცილებელია უბიწო გული და წმიდა მცნებების დაცვით ცხოვრება. მომავლის წინასწარმეტყველებაა ფერისცვალების დღესასწაულშიც. იესოს მაღალ მთაზე აჰყავს პეტრე, იაკობი და იოანე, რათა ამით დაგვანახოს, ვინც არ ამაღლდება - ღირსიც ვერ გახდება ღვთაებრივი დიდების ხილვისა, ამ პირველყოფილი სიწმიდით შემოსვისა, რომელიც დაამკვიდრებს ადამიანს სასუფეველში. მთაზე მოწაფეებმა იესოსთან ერთად მოსე და ილიაც იხილეს. რატომ სწორედ ეს ორი წინასწარმეტყველი და არა სხვა. ამით სახარება გვეუბნება, რომ იმას რასაც ამბობდა ძველი აღთქმის სჯული და წინასწარმეტყველნი, აგვირგვინებს ახალი აღთქმა, უფალი იესო ქრისტე. ყველაფერ ამას კი მხოლოდ მაშინ ჩავწვდებით, წრფელი გულითა და თანაც გამუდმებით თუ ვიკითხავთ წმიდა წერილს. თორმეტ დიდ დღესასწაულთა შორის, ფერისცვალება ყველაზე მეტად თვალნათლივ მოგვიწოდებს ნათლისაკენ, სიწმინდისაკენ, იმ პირველყოფილი ფერისცვალებისაკენ, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი ბიწიერება. რატომ ხდება ამ დღეს ხილის კურთხევა? ამ კურთხევით განიწმინდება ადამის ცოდვით შებილწული ხილი და იგი იბრუნებს იმ სიწმინდეს, რომლითაც მოსილი იყო ედემის ბაღში. წლის ამ დროს მთელი ბუნება ავსებულია თავისი სურნელით, სიტკბოებით, სრულყოფილია. ასეთი სრულყოფილებისათვის მიანდო ღმერთმა ადამს ედემის ბაღის გაშენება. სამოთხის ბაღი ისედაც მშვენიერი იყო, მაგრამ ადამს კიდევ უფრო უნდა დაემშვენებინა, მორჩილად და რუდუნებით უნდა შესდგომოდა უფლის მსგავსებისაკენ მიმავალ გზას. ამის ნაცვლად კი, ეშმაკს მინდობილმა, აკრძალული ხილი იგემა და ასე განიცადა ფერისცვალება სიწმინდიდან უკეთურობისაკენ, ასე მოიჭრა პირდაპირი გზა უკვდავებისაკენ. სწორედ ასეთი ურჩობის გამო ვართ იძულებულნი დედამიწაზე შეჭირვებულებმა გამოვიწრთოთ სული, რადგან ღვთის მსგავსების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება შესაძლებელი, თუ მუდმივი ლტოლვა გექნება ღვთისაკენ, თუ გვექნება ღვთის შიში. ხშირად უკვირთ, რატომ უნდა გვქონდესო ღვთის შიში? ღვთის შიში სიფხიზლეს გვასწავლის, სიფხიზლეს იმ ცდუნებებისადმი, რომელსაც გამუდმებით გვთავაზობს ცხოვრება. ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მინდა გიამბოთ: დედამ შვილს შეამჩნია, რომ ის მაგიდის ქვეშ ჩამოყრილ ნამცეცებს ჭამდა ხოლმე. დატუქსა ერთხელ, ორჯერ და მესამჯერაც რომ ნახა, იგივეს აკეთებდა, უთხრა: - კარგი, შეიძლება მე ვერ დავინახო რას აკეთებ, მაგრამ ღმერთი ხომ გხედავს?! შეშფოთდა ბიჭი და სხვა რომ ვერაფერი მოახერხა დედას სთხოვა: - დედი! მიაბრუნე რა ღმერთი! ჩვენც რა ხშირად გვავიწყდება ამ ბიჭივით, ღმერთის მიბრუნება ჩვენს ძალებს რომ აღემატება, მის თვალს რომ ვერსად გავექცევით! სწორედ ღვთის შიში წარმართავს ჩვენს ცხოვრებას ზნეობისაკენ, სრულყოფისაკენ, რადგან ადამიანი როგორც კი ივიწყებს ღმერთს, მაშინვე კარგავს თავის ნამდვილ სახეს და ზნეობას. ერთი სიტყვით, ქრისტიანული თვალსაზრისით, ცხოვრება ბრძოლაა, მუდმივი სწრაფვა სიკეთისა და სიწმინდისაკენ. ადამიანი, რომელსაც ღვთის შიში უქრება, იმ გასროლილ ქვას ემსგავსება, რომელმაც სიმაღლისაკენ სწრაფვა უკვე დაკარგა და ახლა შურდულივით ეშვება მიწაზე. სწორედ ამიტომ აფრთხილებდა უფალი თავის მოწაფეებს: „იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში". ამ სიტყვებით მიმართა უფალმა არა მხოლოდ მოციქულებს, არამედ თითოეულ ჩვენთაგანს, რითაც მიგვანიშნა, რომ საჭიროა ბრძოლა და რომ ასე იბრძვის მხოლოდ ის, ვინც ფხიზლობს და ვინც გამუდმებით ადევნებს თვალს თავის გრძნობებსა და განცდებს, რათა ისინი არ გადაზარდოს ცოდვაში. მხოლოდ სულით გამოწრთობილი ადამიანები იხილავენ ღვთის დიდებას, როგორც ეს იხილეს პეტრემ, იაკობმა და იოანემ. ფერისცვალების დღესასწაულზე მოდით ჩვენც შევავედროთ ამ წმიდა მოციქულებს ჩვენი სული, რათა მათი ლოცვით ღმერთმა მოგვმადლოს სულიერ და ხორციელ სნებულებათაგან განკურნება, რათა მათ მსგავსად განვინათლოთ იმ ნათლით, რომელიც გააღვივებს ჩვენში სიყვარულს, სურვილს ჩვენივე სულის გამშვენებისა და სრულყოფისა. მოდით დავიწყოთ დღეიდან და გავყვეთ ფერისცვალების ნათელს თაბორის მთის მწვერვალისაკენ. „მახარებელი" № 12 | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1468 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |