- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია IIჭეშმარიტების, შიშისა და ეგოიზმისათვისარსებობს საკითხები, რომელთა შესახებაც ადამიანი მთელი სიცოცხლის მანძილზე ფიქრობს, მაგრამ საბოლოო დასკვნა ვერ გამოაქვს. არის ისეთი საკითხებიც, რომელთა საბოლოო გადაწყვეტაც დღემდე მთელი კაცობრიობის საფიქრალი და საზრუნავია, მაგრამ იგი აქამდე ვერ მოხერხდა. ალბათ, ერთ-ერთ ურთულეს საკითხს, რომელიც როგორც ცალკეულ ადამიანთა, ასევე მთელი კაცობრიობის წინაშე დგას, ჭეშმარიტების რაობის გარკვევა წარმოადგენს. კაცობრიობის ხანგრძლივი არსებობის მანძილზე ამ საკითხის გარკვევას მრავალი გამოჩენილი მოაზროვნე შეეცადა. მაცხოვარი ამბობს: და სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ, მაგრამ საქმე ის არის, როგორ ვცნათ ჭეშმარიტება, სად არის იგი და რისგან გვათავისუფლებს მისი შეცნობა. ერთი დიდი ღვთისმეტყველი და მეცნიერი ამბობს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ადამიანს შიშისა და ეგოიზმისაგან ათავისუფლებს. შიში და ეგოიზმი ის გრძნობებია, რომელიც ყველა ადამიანშია. შეიძლება გარეგნულად ვინმე ლაღად გამოიყურებოდეს, მაგრამ გულში რომ ჩახედოთ, დაინახავთ, რომ იქ შიში და ეგოიზმი სუფევს. ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, დიდია იგი თუ პატარა, მაღალი თანამდებობა უკავია თუ დაბალი, ყველაფრისა ეშინია, ეშინია მეორე ადამიანისა, სიკვდილისა, თანამდებობის დაკარგვისა, დამცირებისა. ეგოიზმი ხომ კიდევ უარესია - მე - აი, რა არის ადამიანისათვის ამ დროს მთავარი. ყველაფერი თავისთვის უნდა, არაფერი ყოფნის, დღეს თუ ორი სახლი აქვს, ხვალ ათი მოუნდება, მისმა მეთავისეობამ საზღვრები არ იცის. სად არის ჩვენი საშველი, რაში მდგომარეობს იგი, ვინ არის ჩვენი მკურნალი? საშველი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, ხოლო ერთადერთი მკურნალი უფალია, რომელიც ამ სენისაგან გვათავისუფლებს. შიშისა და ეგოიზმის გრძნობები ადამიანს ისე შეესისხლხორცა, რომ თითქოს მის თვისებებად იქცა; მაგრამ სინამდვილეში არც შიში და არც ეგოიზმი ჩვენს თვისებებს არ წარმოადგენს. მაგალითისათვის წმინდა პეტრე მოციქული გავიხსენოთ, - ანთებული ლამპარი რწმენისა და სვეტი ეკლესიისა. როდესაც ანნასა და კაიფას ეზოში იესო ქრისტეს დაკითხვა მიმდინარეობდა, იქვე მყოფ მოციქულს ვიღაც უბრალო ებრაელმა მსახურმა ჰკითხა, შენც ხომ მაგის მოწაფე ხარო. იგი შიშმა შეიპყრო და მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი ჭეშმარიტება, თვითონ უფალი იქვე იდგა, მაინც უარყო იგი. სამჯერ ჰკითხეს და შიშმა ისე დაჯაბნა, რომ სამჯერვე უარი განაცხადა. მაგრამ, როგორც სახარებაში ვკითხულობთ, მოციქულმა თავისი საქციელი თითქმის მაშინვე მოინანია, გარეთ გამოვიდა და მწარედ ატირდა, ხოლო შემდეგ სხვა მოციქულთა მსგავსად სულიწმიდის მადლით შეიმოსა, სულიერად გაძლიერდა და ქრისტეს მოძღვრების დაუღალავი მქადაგებელი გახდა. ჭეშმარიტი სარწმუნოება მან წარმართული იმპერიის დედაქალაქში, რომში იქადაგა, რადგან იცოდა, რომ თუ რომი გაქრისტიანდებოდა, მთელი იმპერიაც ქრისტიანული გახდებოდა. როგორც ვხედავთ, მოციქულმა თითქოს სძლია შიშს, მაგრამ როცა იმპერატორი ნერონის ბრძანებით ქრისტიანთა დევნა და მათი ენითაუწერელი წამებანი დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ეს შიში გულის სიღრმეში, მართალია, დათრგუნული, მაგრამ მაინც არსებობდა. ამიტომაც, დაეთანხმა მოწაფეებს, რომელთაც მოძღვარს თავის გადასარჩენად რომიდან წასვლა შესთავაზეს. გარიჟრაჟზე დატოვა მან რომი და ქალაქიდან გასულმა დედაქალაქისკენ მომავალი კაცი დაინახა. როდესაც მიუახლოვდა, საყვარელი მოძღვარი იცნო - იესო ქრისტე მხარზე გადებული ჯვრით რომში მიდიოდა. ეს გამოცხადება იყო. პეტრემ ქრისტეს ჰკითხა: უფალო, ვიდრე ჰხვალ, ე.ი. სად მიდიხარო. მაცხოვარმა უპასუხა, რომ რომში მიდიოდა, რათა ჯვარზე მეორედ გაკრულიყო. ამ გამოცხადებით წმინდა მოციქულმა ჭეშმარიტისაგან ისეთი დიდი მადლი და ძალა მიიღო, რომ შიში საბოლოოდ დაძლია, შიში და ეგოიზმი ყოველი ჩვენგანის თანამგზავრია და მათ ჩვენც ღვთის მადლითა და წყალობით უნდა ვძლიოთ. ისევ პეტრე მოციქული რომ გავიხსენოთ, დავრწმუნდებით, რომ თავისით, ვიდრე უფალმა ძალა არ მიმადლა, შიში საბოლოოდ ვერც მან დაამარცხა. შიშისა და ეგოიზმის დასაძლევად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ვცნათ ჭეშმარიტი, მაგრამ არა მხოლოდ ვცნათ, არამედ ვაღიაროთ კიდეც იგი და ამასთან არა მხოლოდ საკუთარ გულში, არამედ ყველას წინაშე და მხოლოდ ამ შემთხვევაში გაგვათავისუფლებს ჭეშშარიტება იმ უარყოფითი მხარეებისაგან, რომელიც ჩვენში ღვთის ხატს ამცირებს. ღმერთმა მოგცეთ ძალა და ღმერთმა ინებოს, რომ მთელმა საქართველომ სცნას ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამ გაათავისუფლოს იგი, ამინ. 4 ივნისი, 1985 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1402 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |