- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია IIწმიდა ილია მართლის დაბადების დღეარიან ადამიანები, რომლებიც ყოველივეს ხალხის სამსახურს სწირავენ, სამაგიეროდ კი არაფერს ითხოვენ. ასეთი ადამიანები მზეს ჰგვანან. როგორც ერთმა ჩვენმა მორწმუნემ ბრძანა, მზე ისე გვინათებს და გვათბობს, რომ სამაგიეროდ ჩვენგან არაფერს ელოდება. ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება წმიდა ილია მართალი, რომლის ხსენებასაც დღეს ვდღესასწაულობთ. იგი გვათბობს კიდეც და გვინათებს კიდეც და სამაგიეროდ არაფერს ითხოვს. საოცარია, რომ მისი სითბო და ნათება კიდევ უფრო საგრძნობი მას შემდეგ გახდა, რაც ჩვენმა ერმა და ეკლესიამ ღვთის განჩინებით იგი წმინდანად შერაცხა. დღეს მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რას ქადაგებდა წმიდა ილია მართალი. ის, უპირველეს ყოვლისა, სარწმუნოებისა და მამულის სიყვარულს ქადაგებდა და გვასწავლიდა, რომ გაფრთხილება გვმართებს რწმენისა, მამულისა და ენისა. ეს დაგვიტოვა ანდერძადაც. ჩვენ მართლაც არ გაგვაჩნია უფრო ძვირფასი და მოსაფრთხილებელი საუნჯე ვიდრე ჩვენი რწმენა, ენა და მამულია. მის დასაცავად და მოსაფრთხილებლად საჭიროა ჩვენც ვანათებდეთ და ვათბობდეთ. ჩვენ კი ეს ხშირად არ შეგვიძლია არა იმიტომ რომ ღმერთმა მადლი და სიყვარული მოგვაკლო, არამედ იმიტომ რომ ხშირად მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის ვცხოვრობთ და მხოლოდ საკუთარი სახელის განდიდებასა და პირადი კეთილდღეობის მოხვეჭისათვის ვიღვწით. დღეს განსაკუთრებით მტკივნეულად იგრძნობა, რომ ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა გვაკლია. ამ დროს კი უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიგი სიყვარული, ღვთის ლოცვა-კურთხევით, ისეთი გრძნობაა, რომელსაც რასაც მეტს გასცემ, მეტად ძლიერდება. წმიდა ილია მართალმა იცოდა სიყვარულის უშურველად გაცემა და ამიტომ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ღვთის დიდი წყალობა იყო ის, რომ მაშინ, როცა ჩვენს თავისუფლებადაკარგულ ხალხს სულიერად უჭირდა, სულიერ მამად და წინამძღოლად დიდი რწმენითა და სიყვარულით გამორჩეული პიროვნება - წმიდა ილია მართალი გამოუჩნდა. სამწუხაროდ, ჩვენსავე ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რორელიც ვერ ეგუებოდნენ იმ ნათელსა და სითბოს, რომელსაც წმიდა ილია მართალი ასხივებდა. ვერ ეგუებოდნენ იმიტომ, რომ სიბნელეში ყოფნა ერჩივნათ, რადგან სიბნელე იყო მათი სამყარო. მათ მოინდომეს, რომ სამუდამოდ ჩაექროთ ეს ნათელი, მაგრამ ამაოდ. წმიდა ილია მართლის სიცოცხლეზე ხელყოფით მათ ეს ნათელი არა თუ მოსპეს, არამედ, პირიქით, სამარადისოდ გააძლიერეს, რადგან სულიერი სითბო, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულისაგან მომდინარეობს, არასოდეს არ იშრიტება და ისეთივე მარადიულია, როგორც მისი წყარო - სიყვარული. შევსთხოვ უფალს, რომ ჭეშმარიტი რწმენა და სიყვარული დაგვიბრუნოს, რომელიც აუცილებლად გამოგვაცემინებს ისეთ ნათელსა და სითბოს, როგორც ეს ნამდვილ ქრისტიანს შეშვენის. წმიდა ილია მართალის მადლი გეწეოდეთ, მისი ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ამინ. 8 ნოემბერი, 1988 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II | |
შეაფასეთ:
ნანახია: 1273 |
დაამატა: 5.0/1 Sarcmunoeba | კომენტარები (0)
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |