მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მოძღვრება თქმული წმ. ნინოობას დაისად
წმიდა ილია მართლის დაბადების დღე

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

წმიდა მოწამე იოანე კალფა

წმიდა მოწამე იოანე კალფა (+1575)

26 (10.03) თებერვალი

წმინდა მოწამე იოანე კალფა (ხუროთმოძღვარი) კონსტანტინოპოლის გარეუბანში ცხოვრობდა. ის პროფესიით ხუროთმოძღვარი იყო და თავის ხელოვნებაში ისეთ ოსტატობას მიაღწია, რომ ცნობილი დიდებულები აძლევდნენ შეკვეთებს. მას დაევალა სულთნის სასახლის შიდა ფასადის მოპირკეთებაც.

წმიდა იოანე ქრისტიანული გულმოწყალებით გამოირჩეოდა: ზრუნავდა ობლებზე, ტუსაღებზე, ბევრი მიმართავდა მას შემწეობის თხოვნით. ერთხელ ერთმა დიდებულმა სთხოვა წმიდანს, მოწაფედ აეყვანა მისი ძმისწული. იოანეც დათანხმდა და მალე ჭაბუკმა მისი შემწეობით სასახლეში საპატიო თანამდებობა დაიკავა. ერთხელ, ყოფილი მოწაფე შეხვდა თავის ოსტატს და, სხვათა შორის, ჰკითხა, - „რა არისო ნათქვამი ქრისტიანულ წიგნებში „წინასწარმეტყველ" მუჰამედის შესახებ"? წმიდანს არ უნდოდა პასუხი გაეცა, მაგრამ ჭაბუკმა დაიჟინა და იოანემაც განუმარტა მას მაჰმადიანური სარწმუნოების სიცრუე და უსაფუძვლობა, ისლამის ერთგულმა მსახურმა თანამორწმუნეებს აცნობა, რომ ხუროთმოძღვარმა ჰგმო მაჰმადი. იოანე შეიპყრეს, სამსჯავროზე წარადგინეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს, მაგრამ წმიდანმა გაბედულად აღიარა მართლმადიდებლური სარწმუნოება. ნეტარი მარტვილი წამების შემდეგ კატორღაში გააგზავნეს, სადაც 6 თვე ქანცგაწყვეტამდე ამუშავებდნენ, შემდეგ საპყრობილეში ჩააგდეს და გვემეს, ბოლოს კი, 1575 წლის 26 თებერვალს, იგი სავაჭრო მოედანზე გადაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. წმიდა იოანეს ღვაწლი აღწერა კონსტანტინეპოლის პატრიარქის იკონომოსმა ანდრიამ, რომელმაც აზიარა იგი საპყრობილეში წმიდა საიდუმლოს.

წმიდანთა ცხოვრება", ტომი I, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 848 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0