საიტის მენიუ
ჩვენთან არს ღმერთი
ჩვენი გამოკითხვა
ჩვენი გამოკითხვა
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
ჩვენთან არს ღმერთი
თქვენი რეკლამა
Top სტატუსი
- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ბზობა
ბზობა - უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
იესო ქრისტე სახედარზე ამხედრებული შედის იერუსალიმში, სადაც მას ეგებება ხალხი, რომელიც პალმის ტოტებს უფენს წინ შეძახილებით: „ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფე ისრაჱლისაჲ!" (იოანე, 12,13). თითქოსდა ქრისტიანობა დღესასწაულობს – ქრისტეს ეთაყვანება წმინდა ქალაქი, მთელი ხალხი აღტაცებით ხვდება მას. მაგრამ სულ მალე გახდება ცხადი, რომ ვისაც ელოდნენ, ის თურმე არ სჭირდებათ – ელოდნენ პოლიტიკურ ბელადს, ვინც მათ გაათავისუფლებდა მიწიერი მტრისგან - ოკუპანტი რომაელებისაგან, და არა გაცილებით საშიში მტრისგან – ეშმაკისაგან. ამიტომ, ბრბო, რომელიც დღეს იძახის: „ოსანა ძესა დავითისას", ხვალ დაიძახებს: „ჯვარს აცუ ეგე"! იერუსალიმში შესვლისას, იესო, პირველ ყოვლისა, ტაძრიდან გამოყრის ყველა მყიდველსა და გამყიდველს, ააყირავებს მეკერმეთა ტაბლებს და მტრედებით მოვაჭრეთა მერხებს. თანაც მკაცრად განმარტავს საკუთარი საქციელის მიზეზს: „ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება; თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი" (მათე. 21:13). ამის შემდეგ იესო კურნავს უსინათლოებსა და ხეიბრებს. ბზობის დღესასწაული სიმბოლოა, ერთი მხრივ, იესო ქრისტეს მისიის აღიარების, მეორე მხრივ – წინარე სახეა ადამიანის ძის სამოთხეში შესვლისა. ის, რომ მაცხოვარი შედის ქალაქში ვირზე ამხედრებული, გულისხმობს მშვიდობის, და არა ომის, მოსურნეობას (სიმბოლურად ვირზე ამხედრება – მშვიდობის ნიშანია, ცხენზე – ომისა). მწუხრის ლოცვაზე დამსწრე მორწმუნენი ბზებით, ყვავილებით და ანთებული სანთლებით ხელში, მიესალმებნიან უხილავად იერუსალიმს მომავალ მაცხოვარს, როგორც ჯოჯოხეთისა და სიკვდილის დამთრგუნველს. ცისკრის ლოცვისას ბზის ტოტები, რომლებიც ხელში უჭირავთ მორწმუნეებს, იპკურებიან ნაკურთხი წყლით. მართლმადიდებელი ქრისტიანები ნაკურთხ ბზის ტოტებს მთელი წელი ინახავენ და მათ ხატების მოსართავადაც იყენებენ. ტროპარი ყოველთა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათვის ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დათრგუნე სიკუდილი: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა. ტროპარი დაფლულნი შენთანა ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, უკუდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა, და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა. კონდაკი ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა დღეს და ყრმათა გალობაჲ ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხვედ ცხოვრებად და განახლებად, მხსნელო ადამისო, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ. აწ ყოველნი გულს-მოდგინედ მივეგებვოდეთ და ყოველთა სიხარულით შევიწყნაროთ და ვდღესასწაულობდეთ; სამოსლისა წილ დაუფინნეთ გულნი ჩუენნი წინაშე მისსა და ფსალმუნითა და გალობითა მადლობით მივეგებვოდით და ვიტყოდით: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა"! დაუცხრომელად ვღაღადებდეთ, რამეთუ მაკურთხეველნი მისნი კურთხეულ არიან და მწყევარნი მისნი წყეულ არიან. . . . აწ ყრმათა თანა აღვიღოთ რტოები ზეთისხილთაჲ და ვგალობდეთ, რაჲთა ჩუენცა სულმან წმიდამან მოგუხედოს. და ამას ღმრთით სწავლულსა გალობასა დაწყნარებით ვიტყოდით: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა მაღალთა შინა"! . . . ღმრთისაგან ღმერთი მოვიდა, ვითარცა სახელითა უფლისაჲთა, ყოვლისა მპყრობელისაგან, ძე სახელითა მამისაჲთა, მეუფე ჭეშმარიტი მეუფისაგან, რომელი იგი საუკუნითგან აქუნდა მეუფებაჲ მამისა თანა, რამეთუ თანასწორ არს მეუფებაჲ მათი... წმ. იოანე ოქროპირი, სინური მრავალთავი | |
მომწონს
+51
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |