მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!


აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ლოცვამ ფესვი უნდა გაიდგას ჩვენს ცხოვრებაში
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ღირსი ანუბი აღმსარებელი, მეგვიპტელი მეუდაბნოე (IV)

ღირსი ანუბი აღმსარებელი, მეგვიპტელი მეუდაბნოე (IV)

5 (18) ივნისი

ღირსი ანუბი აღმსარებელი, მეუდაბნოე IV საუკუნეში აწამეს ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისათვის, მაგრამ ცოცხალი დარჩა და უდაბნოში გავიდა. აქ მან დააარსა მცირე საძმო, სადაც ექვს ბერთან ერთად მოღვაწეობდა. მათ შორის იყო მისი ღვიძლი ძმაც - პიმენი დიდი (ხს. 27 აგვისტოს). ერთხელ ავაზაკებმა სავანე დაარბიეს და ბერებმა მიტოვებულ საკერპეს შეაფარეს თავი, თან ერთკვირიანი მდუმარების აღთქმა დადეს. მთელი კვირის განმავლობაში ღირსი ანუბი ყოველ დილით წარმართულ ქანდაკებას სახეში ესროდა ქვას, საღამოობით კი ეუბნებოდა: „ვცოდე, შემინდე!" კვირის თავზე ძმებმა აბბა ანუბის ჰკითხეს, რას ნიშნავდა მისი ქცევა. მოძღვარმა უპასუხა, „ქანდაკება არ ბრაზდებოდა, როცა ქვას ვესროდი, და არც ამაყდებოდა, როცა პატიებას ვთხოვდი. ასე უნდა იცხოვროთ თქვენც".

მიცვალებამდე სამი დღით ადრე ღრმად მოხუცებული წმიდანი მოინახულეს მეუდაბნოე მამებმა და სთხოვეს, მოეთხრო თავისი ცხოვრება ქრისტიანთა დასამოძღვრად. ღირსმა ანუბიმ უპასუხა, დიდებული და საქებარი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ბოლოს ხანგრძლივი და მხურვალე ვედრებით ბერებმა მაინც დაიყოლიეს თავმდაბალი მეუდაბნოე. ღირსი ანუბის თქმით, მას შემდეგ, რაც ჯალათების წინაშე ქრისტე აღიარა, მისი ბაგეები ამაო სიტყვებს არ შეუბილწავს, რადგან არ სურდა, ერთხელ ჭეშმარიტი აღსარების შემდეგ, სიცრუე ეთქვა, გულით მუდამ ღვთისკენ მიილტვოდა, არაერთხელ უხილავს უფლის საყდრის წინაშე წარმდგარი ანგელოზები და ღვთის სათნომყოფელნი; ხედავდა მართალთა საუკუნო ნეტარებას სასუფეველში და სატანისა და მის მიმდევართა ტანჯვასაც ჯოჯოხეთის ჩაუქრობელ ცეცხლში. მესამე დღეს ღირსი ანუბი მიიცვალა. მისი სული ანგელოზთა გალობის თანხლებით ამაღლდა ზეცად.

 

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 1140 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0