- სასმელი მინერალური წყლები
- ფლორა
- ფაუნა
- მინერალური რესურსები
- წყლის რესურსები
- საზღვრები
- ფართობი
- ტერიტორიის ფორმირება
- ატმოსფერული ცირკულაცია
- მზის რადიაცია
- ჰავა
- გეოპოლიტიკური მდებარეობა
- ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა
- საქართველოს სამეფო
- სამცხე-საათაბაგო
- იმერეთის სამეფო
- კახეთის სამეფო
- ქართლის სამეფო
- ჰერეთის სამეფო
- აფხაზთა სამეფო
- ტაო-კლარჯეთის სამეფო
- ეგრისის სამეფო
- იბერიის სამეფო
- დიაოხის სამეფო
- ქართლ-კახეთის სამეფო XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში
- დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები XVIII საუკუნეში
- ქართლ-კახეთი XVIII საუკუნის 40-70 იან წლებში
- ქართლის და კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
- სამცხე-საათაბაგო XVII საუკუნეში
ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი (+393)12 (25) იანვარიღირსი ევპრაქსია ტაბენისელი, წმიდა ქალწულ ევპრაქსიას (ხს. 25 დეკემბერს) დედა იყო. მისი მეუღლე, კეთილმსახური სენატორი ანტიგონესი, იმპერატორ თეოდოსი დიდს ენათესავებოდა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ევპრაქსიამ უფლის მსახურებისთვის გადადო თავი. მან ბევრი მონასტერი მოიარა და უხვი შეწირულობები გაიღო, ბოლოს კი ტაბენისის სავანეშიც ჩავიდა, მონაზვნების სიწმიდით მოხიბლული ევპრაქსია ხშირად აკითხავდა ამ სავანეს თავის მცირეწლოვან ასულთან ერთად. მშობლების ქველმოქმედებისა და სიწმიდის გამო განსაკუთრებული მადლი გადმოვიდა ბავშვზე და მონაზვნობის სურვილი გამოთქვა, რამაც დედა ძალიან გაახარა. მონასტრის იღუმენიამ თეოდულამ პატარა ევპრაქსია მონასტერში დატოვა. ევპრაქსია-უფროსი ქველმოქმედებას განაგრძობდა, მარხვა გაამკაცრა, უმატა ლოცვას. განჭვრეტის ნიჭის მქონე დედა თეოდულამ მას წინასწარ ამცნო აღსასრულის მოახლოება. ღირსმა ევპრაქსიამ მადლობა შესწირა უფალს, გამოემშვიდობა მონასტრის დებს, თავისი ასული კი უკანასკნელად ასე დამოძღვრა, „გიყვარდეს უფალი იესო ქრისტე და მოწიწებით თრთოდე მის წინაშე; დებს პატივი ეცი და იმის გაფიქრებასაც კი ნუ გაბედავ, რომ შენ მათზე მაღლა დგახარ და შეგიძლია ისინი იმსახურო; სულის სიგლახაკე მოიგე, რომ სულიერი საგანძურით სარგებლობა შეგვეძლოს”. სამი დღის შემდეგ წმიდა დედამ უფალს შეჰვედრა სული და იმავე სავანეში დაკრძალეს, სადაც მისი ასული განაგრძობდა მოღვაწეობას. „წმიდანთა ცხოვრება", ტომი I, თბილისი, 2001 წ. | |
მომწონს
+31
|
html-კოდი ინფორმაციის | |
BB-კოდი ინფორმაციის | |
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს |
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0 | |